კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გახდა ბაჩო ქაჯაია „ფორსაჟის“ ნაწილი და რა როლი ექნება მას „დიდ ოჯახში“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მალე „მთავარ არხზე“ ახალი სერიალი – „დიდი ოჯახი“ დაიწყება, რომელშიც ყველასთვის საყვარელი „შუა ქალაქის“ რამდენიმე კარგად ნაცნობი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორისაა ბაჩო ქაჯაია.
  ბაჩო ქაჯაია: მაყურებელი მალე იხილავს ახალ სერიალს, რომელსაც „დიდი ოჯახი“ ჰქვია. ეს არ არის „შუა ქალაქის“ გაგრძელება. თუმცა, იმავე ფორმატისაა, ანუ სიტუაციური კომედია, რომელსაც გადავიღებთ პავილიონში, გარე გადაღებების გარეშე. ჩემს პერსონაჟს ლევანი ჰქვია. მისი თვისებების შესახებ ცოტა რამ შემიძლია, ვთქვა: ეს ადამიანი არ ჩქარობს ოჯახის შექმნას და თავისუფალი სტილით ცხოვრობს. უყვარს მანქანები, გართობა და დროსტარება. ყველა პერსონაჟს აქვს ერთმანეთთან კავშირი, მაგრამ როგორი – ამას სიურპრიზად დავტოვებ.
– თქვენ და თამუნა ნიკოლაძე „შუა ქალაქში“ წლების განმავლობაში იყავით პარტნიორები და როგორც ჩანს, ამ სერიალშიც ასე გაგრძელდება, თუმცა ცოლ-ქმრის ამპლუაში აღარ იქნებით. თამუნას გარდა, ძველი პარტნიორებიდან, ახალ სერიალში მონაწილეობენ თათული ედიშერაშვილი, გოგა ბარბაქაძე...
– ჩვენ ერთმანეთის უთქმელად გვესმის. მართლა, შეხედვაც კი არ გვჭირდება, ისე ვიგებთ სათქმელს. ერთმანეთს მოხარშულს ვიცნობთ, როგორც მეგობრები, როგორც პარტნიორები და გადასაღებ მოედანზე ჩვენთვის ერთად ყოფნა დიდი სიამოვნებაა. შემოქმედებით ჯგუფზეც შემიძლია იგივე ვთქვა, მხოლოდ სცენარისტები გვყავს ახლები. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ძველი სიკეთეები რომ გახსენდება და გიბრუნდება, ისეთი შეგრძნება მაქვს ამწუთას.
– როგორ გაჩნდა კარანტინში კიდევ ერთი ახალი სამსახური?
– კარანტინამდეც გვქონდა ამაზე საუბარი. ასე კონკრეტულად არა, მაგრამ ჩანასახის დონეზე – კი. კარანტინმა ხელი შეგვიშალა მუშაობის დაწყებაში, მაგრამ რეჟისორი და სცენარისტები დისტანციურად მუშაობდნენ პერსონაჟებზე, ფიქრობდნენ, წერდნენ. როცა კარანტინის დასრულების დრო მოახლოვდა და მდგომარეობა შემსუბუქდა, მსახიობებიც ჩავერთეთ და გადაღებაც დავიწყეთ. იმედი მაქვს, სერიებსაც მალე იხილავს მაყურებელი.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როცა გაიგეთ, რომ იმ ადამიანებთან ერთად მოგიწევდათ მუშაობა, ვისთანაც წლების წინ იყავით?
– მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ რაღაც დოზით საშიშროებაც არსებობს. ახლის ძიებაში ვართ, როგორც მსახიობები, ისე რეჟისორი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, ძალიან საყვარელ და ყველასთვის ნაცნობ პერსონაჟებს უნდა ავარიდოთ თავი და ახალი სახეები შევქმნათ, რაც ასე თუ ისე, მაინც რთულია. რადგან გარშემო ყველა ლაშიკოთი მიცნობს და დღემდე ბევრი ამ სახელით მომმართავს. ვფიქრობ, რომ ეს პერსონაჟი არ გაქრება და არც უნდა გაქრეს მაყურებლის მეხსიერებიდან და მადლობა ყველას ამისთვის, მაგრამ ახლა ვცდილობთ, რომ მაყურებლებს კიდევ უფრო სხვა კუთხით დავანახოთ სიტუაციური კომედია და ახალი პერსონაჟები. მიუხედავად იმისა, რომ ჰაბიტუსი, გამოხედვა და ქცევის მანერა, შეიძლება, ერთი გვქონდეს.
– რატომ, ჰაბიტუსი ნამდვილად აღარ გაქვთ ისეთი, როგორიც ლაშას ჰქონდა. ის გაცილებით დიდ წონით კატეგორიაში იყო. თქვენი დიეტების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
– კი ბატონო, ჰაბიტუსი მართლა შემეცვალა. დიეტას რაც შეეხება, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. თითქოს რაღაც გასახდომი წამლებით დავიკელი წონაში. ვითომ, ინტერვიუც მქონდა ამაზე მიცემული, რაც სიმართლე არ არის. რეალურად, მოკლებული კილოგრამები, სწორი კვების, მოწესრიგებული რეჟიმისა და ვარჯიშის დამსახურებაა. ამისთვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, კარანტინის დროს წონაში ისევ მოვიმატე. ჩემმა ფიზიკურმა აქტივობამ იკლო, რადგან სპორტული დარბაზებიც დაიხურა, საცურაო აუზებიც და სანამ სხვა ხერხებს მივმართავდი, ორი თვე სახლში უმოძრაოდ ყოფნა მომიწია. ახლა დავიწყე ბუნებაში სიარული, სახლში აპლიკაციების დახმარებით ვარჯიში და იმედია, ზედმეტ წონას მალე მოვიშორებ. ადვილი არ არის, გამიჭირდება, მაგრამ აქტიურ ცხოვრების რიტმსაც ვუბრუნდები და ვიცი, რომ გამომივა.
– მაყურებელმა როგორ მიიღო საყვარელ მსახიობებთან შეხვედრის ახალი შანსი?
– ყველა ძალიან დადებითად შეხვდა ამ ამბავს, მოლოდინი აქვთ, რომ დადებითი სერიალი იქნება და უმრავლესობა იგივე პერსონაჟებს ელოდება, ამიტომაც ახალი გმირები კიდევ უფრო საყვარლები და მათთვის მისაღებები უნდა იყვნენ, როგორც ძველ პერსონაჟებს გულშემატკივრობდნენ, ახლებიც ისევე რომ შეიყვარონ და უგულშემატკივრონ.
– „მთავარ არხზე“ ძირითადი აქცენტები პოლიტიკაზე მოდის. რამდენად იქნება პოლიტიკა აქტუალური ამ სერიალში?
– არ იქნება პოლიტიკა, რადგან ჩვენი ფორმატი გამორიცხავს მსგავს თემატიკას. გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ბუნებრივია, ინდივიდუალურ დონეზე ატარებს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, მე ვფიქრობ, საკმარისია, საკუთარი საქმე აკეთო კარგად. ამ სერიალში არ იქნება პოლიტიკა, აქ ყველა ბედნიერი იქნება – პოზიციაც და ოპოზიციაც.
– როგორც მივხვდი, ახალი პერსონაჟი ლაშიკოსგან ძალიან განსხვავდება.
– ახალი პერსონაჟი განსხვავდება წინასგან. მას ოთხი თუ ხუთი ცოლი ჰყავდა და როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხებოდა, ყოველთვის ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას, ამჯერად – პირიქით. არ ჩქარობს, თავისუფალი ცხოვრება ურჩევნია და სხვა ჰობი აქვს. თუმცა, სერიალია და პერსონაჟის სრული სახე ჯერ არ ვიცით, შესაძლოა, მომავალში ბევრი დამატებითი ხაზი განვითარდეს.
– რეალურადაც განსხვავდებით, ახალი პერსონაჟისგან. თქვენ 21 წლის უკვე მამა იყავით. რა არის თქვენი ოჯახის სიმყარის განმაპირობებელი.
– ვიჩქარე? ჩემი აზრით დროული იყო. ზოგისთვის 21 წელი ადრეა, სხვისთვის კი – დროულია. მე არ ვთვლი, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პერსონაჟი კი არ ჩქარობს, თავის დროს ელოდება, ასე უფრო სწორად ჟღერს. მე სამი შვილის მამა ვარ. უკვე 14 წელია, ოჯახი მაქვს. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩემი შვილები კარგ ადამიანებად იზრდებიან და ამაში დიდი წვლილი მე მიმიძღვის.
– შვილებს „შუა ქალაქის“ პერიოდი, ალბათ, კარგად არ ახსოვთ, მაგრამ ბუნებრივია, იციან ამის შესახებ. რას ამბობენ, როცა მამისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას ხედავენ?
– ამ სიტუაციასთან ერთად გაიზარდნენ, მაგრამ შეიძლება, არის პერიოდები, როცა ამით ამაყობენ, მაგრამ ზოგჯერ „ამის შვილია, იმის შვილია“ შეიძლება, დამღლელიც იყოს. თუმცა, ამბობენ და ვატყობ კიდეც, ძალიან უხარიათ, მათ გარდა მათი მამა ძალიან ბევრ ადამიანს რომ უყვარს.
– მეუღლე რას ამბობს ქმარზე, რამდენად არის საკუთარი პერსონაჟივით მხიარული და ხალისიანიო?
– მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ამ სერიალამდე სხვა პროექტებშიც ვუნახივარ, თეატრში ჩემს სპექტაკლებს ესწრებოდა და ჩემს სხვა პერსონაჟებსაც კარგად იცნობს. სამუშაო პროცესსაც ხედავს და შედეგსაც, მაგრამ შედარებებს ნაკლებად ვაკეთებთ. ყოველთვის ინტერესდება ჩემი პროფესიული ამბებით, ისევე როგორც მე მისი სამსახურით. მეუღლე ხელოვნების პედაგოგია სკოლაში, პროფესიით ისტორიკოსია.
– ცოტა ხნის წინ „ღამის შოუ“ მიგყავდათ „პირველ არხზე“, გამორჩეული შოუ იყო, თუმცა ეს პროექტი, რატომღაც, მალე დასრულდა, რის შემდეგაც ისე აქტიურად აღარ ჩანდით.
– ეს შოუ ჩემთვის ახალი იყო, წამყვანის ამპლუაში მანამდე არ ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კარგი გამოცდილება მივიღე, გამოხმაურებაც საინტერესო იყო და მაყურებელიც სწორად აღიქვამდა ჩვენს ნამუშევარს. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, მაგრამ კითხვაზე – რატომ გრძელდებოდა ცოტა ხანი, მე ვერ გიპასუხებთ. ამის შემდეგ ვიმუშავე „ფორსაჟზე“ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ერთ-ერთ დეპარტამენტში ვმუშაობდი ორგანიზაციულ საკითხებზე. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. აღმოვაჩინე, რომ სწორი მოტივაციითა და მენეჯმენტით დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია. პირდაპირ გეტყვით, რასაც „უნივერსალის“ წარმომადგენლები ამბობდნენ. მათი თქმით, რაც ჩვენ მოკლე დროში შევძელით, წარმოუდგენელი იყო და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ჩვენი მუშაობით. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მეც, როგორც ყველა, სახლში ვიყავი გამოკეტილი.

скачать dle 11.3