კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გააოცა გია ბაღაშვილმა თავისი ამერიკელი მასპინძელი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მუსიკოსი გია ბაღაშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „1990 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში, ეგრეთ წოდებული, კეთილი ნების თამაშები ჩატარდა, ეს იყო შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელშიც სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. იმპერია უკვე იშლებოდა. „კაგებეს“ კონტროლი შესუსტებული იყო და საზღვარგარეთ გამგზავრება – გაიოლებული. მაშინ 18 წლის ვიყავი და ამერიკელების მიწვევით სიეტლში გამგზავრების პატივი მეც მხვდა წილად. ამერიკელებმა ოჯახებში გაგვანაწილეს. ჩემი მასპინძელი ქალბატონი აეროპორტში მანქანით დამხვდა და სახლში წამიყვანა. სახლში რომ მივედით (მე ოთხი ჩემოდანი მიჭირავს), მასპინძელმა კარი გააღო, ტელევიზორი ჩართო და მიხსნის – ეს ტელევიზორიაო, რადგან ფიქრობდნენ, მოსკოვში დათვები დადიანო და შესაბამისად, მე ველური ვეგონე და ფიქრობდა, ამ ნივთს პირველად ვხედავდი. ისე დაემთხვა, რომ ტელევიზორით ჭიდაობის ფინალს უჩვენებდნენ, რომელშიც ჩვენი დათო გობეჯიშვილი და ამერიკელი ბრიუს ბაუმგარტნერი ხვდებოდნენ ერთმანეთს (დათომ გაიმარჯვა). ეს რომ დავინახე, ჩემოდნები დავყარე, სავარძელში მოვკალათდი და დათოს ემოციურად ვგულშემატკივრობდი. ერთ ნახვად ღირდა მასპინძლის გაოცებული მზერა, რომელსაც ეგონა, რომ ტელევიზორი პირველად ვნახე და ველურ ყიჟინას ამიტომ გამოვცემდი. ქალი, ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ მთელ დღეებს ამ „ყუთთან“ ასეთ ემოციებში გავატარებდი და ეს მის გამომეტყველებაში იყო ასახული. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და დავარწმუნე, რომ ველური ნამდვილად არ ვიყავი“.

скачать dle 11.3