№22 ბრძნული აზრები
ვოლტერი: მეფემ იცის, თუ როგორ ააშენოს იმპერია მისკენ ნასროლი ქვებით.
ნაპოლეონი: გიყვარდეს მიწა შენი ისე, რომ ამ სიყვარულის ეშინოდეს შენს მტერს.
მონტენი: ადამიანს ყოველთვის ეშინია შეუცნობლის, რადგან ის, რაც ცნობილია, არც ისე საშიშია.
ჰაბარდი: სამყარო დღეს ისე სწრაფად მოძრაობს, რომ მას, ვინც ამბობს, არ შემიძლიაო, როგორც წესი, აფერხებს ის, ვისაც შეუძლია.
პლატონი: ბრძენი ადამიანები იმიტომ საუბრობენ, რომ მათ აქვთ სათქმელი. სულელები კი მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცის თქმა უნდათ.
აინშტაინი: სწავლა არ არის ცოდნა. ცოდნის ერთადერთი წყაროა გამოცდილება.
ვოვენარგი: სულელი, რომელმაც აღიარა, რომ სულელია, უკვე აღარაა სულელი.
კარნეგი: არც ერთი ადამიანი არ გახდება მდიდარი, თუ სხვებსაც არ გაამდიდრებს.
ჰაუსი: ადამიანები მარტოხელები არიან, რადგან ისინი ხიდების მაგივრად კედლებს აშენებენ.
კონსტანტინე: თუ გსურს, ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.
ჩესტერფილდი: თუ შეგიძლია, იყავი სხვებზე ჭკვიანი, მაგრამ ეს მათ არ უთხრა.
გოეთე: ადამიანის ნახევრად ცოდნა მეორე ადამიანის ცოდნისგან გამომდინარეობს.
ჩერჩილი: ისტორია გამარჯვებულების მიერაა დაწერილი.
კოელიო: სიყვარულის ენერგია ვერსად წაგიყვანს, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა რომ იმალება, შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ჩეხოვი: ისე არაფერი ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.
რემარკი: ის, ვინც თვალებით ხედავს, ნახევრად ბრმაა. ის ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფრის დანახვა მხოლოდ თვალებითაა შესაძლებელი, სრულებით ბრმაა.
ფრანკლინი: ქორწინებას სიყვარულის გარეშე სიყვარული ქორწინების გარეშე მოსდევს.
შანელი: არ მისთხოვდეთ მამაკაცს, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს.