კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ედუარდ შევარდნაძემ „ტაბლეტკას“ ჩეკისტური ხაფანგი მოუწყო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„ტაბლეტკა“
  37 წლის ვიქტორ მოსეშვილი საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. თუმცა მას სახელითა და გვარით თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ იცნობდნენ – მას ყველა „ტაბლეტკას“ (აბი) ეძახდა. მოსეშვილი ფარმაცევტი იყო და ოფიციალურად თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში პროვიზორად მუშაობდა. სინამდვილეში კი, „ტაბლეტკა“ დეფიციტური წამლებით ვაჭრობდა და არ არსებობდა ისეთი ფარმაცევტული ნაწარმი, რომლის შოვნაც მას არ შეეძლო. „ტაბლეტკას“ ფართო ნაცნობობა ჰქონდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეროვნებით ებრაელი იყო და ძვირფასი მედიკამენტები თავისი თანამემამულეების მეშვეობით, ძირითადად, კონტრაბანდული გზით შემოჰქონდა. მოსეშვილს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა, აგრეთვე, მეოთხე სამედიცინო სამმართველოსთან. ამ უწყებას „კრემლის კლინიკას“ უწოდებდნენ. იქ საბჭოთა პარტიულ ელიტას ემსახურებოდნენ და მის საწყობებში ყველა დეფიციტური პრეპარატი ინახებოდა. ექიმები და მედპერსონალიც უმაღლესი კვალიფიკაციის ჰყავდათ. „ტაბლეტკა“ ამ „სამედიცინო ნაკრძალში“ შინაური კაცი იყო და მისი შემოსავლის 60 პროცენტი სწორედ იქიდან მოდიოდა. აქედან გამომდინარე, მოსეშვილი, ფაქტობრივად, ხელშეუხებლად ითვლებოდა. მისი კლიენტები იყვნენ არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ უმაღლესი პარტიული თუ სხვა ელიტის წევრები. „ტაბლეტკა“ კი, ფაქტობრივად, კანონგარეშე იდგა. თუმცა, როგორც კი ვასილ მჟავანაძე ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა, ახალმა „პირველმა“ „ტაბლეტკასთვისაც“ მოიცალა.
„არ მიცნობთ?
„ტაბლეტკა“ ვარ“...
  ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ ვიქტორ მოსეშვილის „დამუშავება“ პირადად გენერალ-მაიორ კონსტანტინე კეთილაძეს დაავალა, რომელმაც ამ პოსტზე შევარდნაძე შეცვალა. ახალმა „პირველმა“ ახალ მინისტრს უთხრა:
– კარგად იცი, „ტაბლეტკაზე“ რომ საკმაო მასალები გვაქვს მოგროვილი, სისტემაში მოიყვანე ისინი და ყველა კანონის დაცვით იმოქმედე.
სპეციალურმა საგამოძიებო ოპერატიულმა ჯგუფმა ვიქტორ მოსეშვილი მისსავე სახლში დააპატიმრა. თან, სხვადასხვა სამხილები ამოიღეს – ძირითადად, დეფიციტური წამლები და დიდძალი ფული. „ტაბლეტკა“ სამინისტროში მიიყვანეს, შემდეგ კი იზოლატორში ჩასვეს. თუმცა, სამი დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს. საქმე ის იყო, რომ კეთილაძეს პირადად იური ჩურბანოვმა დაურეკა, რომელიც საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის მოადგილე და ლეონიდ ბრეჟნევის სიძე იყო. კეთილაძემ ამ ზარის შესახებ შევარდნაძეს აუწყა, რომელთანაც კაბინეტში სახეწამოჭარხლებული მივიდა. „პირველმა“ კი თავი გააქნია, გაიცინა და უთხრა: „გაუშვი, დროებით...“
„სვაბოდაზე“ გამოსულმა „ტაბლეტკამ“ მიიჩნია, რომ საქართველოში მისი დამჭერი არავინ იყო, თან შევარდნაძის მიმართ სიძულვილი გაუმძაფრდა. მას ფარულად დასცინოდა კიდეც და შანსს არ უშვებდა, რომ მისთვის საკუთარი უპირატესობა ეჩვენებინა. თუ მოსეშვილი დეფიციტური წამლებით ადრე ფარულად ვაჭრობდა, ახლა უკვე არ მალავდა ამას. თანაც, თვეში ერთხელ ახალ მანქანას ყიდულობდა და რომ იტყვიან, სიმდიდრეში ცურავდა. პირველი დაჭერიდან შვიდი წლის შემდეგ 100 ათას მანეთად მოსეშვილმა მოსკოვში უახლესი მარკის „მერსედესი“ შეიძინა და თბილისში ჩამოიყვანა. ნომრად კი საკუთარი დაბადების თარიღი და ინიციალები ჰქონდა. ახალი მანქანით „ტაბლეტკამ“ მხოლოდ სამი დღე იარა. საღამოს კი, როდესაც მოსეშვილი „მერსედესს“ გარაჟში აყენებდა, ის „კაგებესა“ და საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთობლივმა ჯგუფმა დააპატიმრა. სახლი გაუჩხრიკეს და 1,5 მილიონი მანეთის სხვადასხვა დანიშნულების დეფიციტური წამლები ამოუღეს. ვიქტორ მოსეშვილი ირონიულად იღიმებოდა და დარწმუნებული იყო, რომ კვლავ გაუშვებდნენ. თუმცა, როდესაც ამოღების ოქმი შეადგინეს და გააცნეს, რომ „ვიშკა“ (დახვრეტა) ემუქრებოდა, ძალოვნებს უთხრა:
– „ტაბლეტკა“ ვარ, არ მიცნობთ, რომ მიჭერთ?
პროკურატურის მაღალჩინოსანს ამაზე გაეცინა და მიუგო:
– კარგად გიცნობთ და „ტაბლეტკა“ რომ ხართ, ამიტომ გიჭერთო.
ჩეკისტური ხაფანგი
  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყვანილ ვიქტორ მოსეშვილს წინ დაუდეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში 100 ათას მანეთად ნაყიდი „მერსედესი“ ცნობილ საბჭოთა მსახიობსა და მომღერალს ვლადიმირ ვისოცკის კუთვნილება იყო. ეს ავტომობილი მას მოჰპარეს და გადაღებეს, „მარკიროვკები“ შეუცვალეს და ყალბი საბუთები დაურთეს. ანუ, ეს მანქანა ძებნაში იყო. საგულისხმოა ის, რომ გამოძიებამ ვერც ქურდების ვინაობა დაადგინა და ვერც მანქანის გამყიდველის. ამიტომ, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, მოსეშვილი ამბობდა, რომ მას ეს „ჩეკისტური“ ხაფანგი შევარდნაძემ „გაუჩალიჩა“. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ მას მოსკოვიდან ვერავინ გამოესარჩლებოდა. „ტაბლეტკას“ ვარაუდი მხოლოდ ვარაუდად დარჩა. ხოლო რაც შეეხება 1.5 მილიონის დეფიციტურ წამლებს, ეს დასახვრეტი მუხლი იყო. მოსეშვილი ყოველმხრივ უარყოფდა წამლების შესახებ ბრალდებას, რადგან იცოდა, რომ დახვრეტდნენ. თუმცა ფაქტები სახეზე იყო და „ტაბლეტკა“ სამინისტროს ციხეში გამოამწყვდიეს. ასეთ ყოფაში ექვსი თვე დაჰყო ნერვიულობის ნიადაგზე უკვე დიაბეტის საწყისი სტადია ჰქონდა, როცა პირადად ახალი მინისტრი გურამ გვეტაძე ელაპარაკა და უთხრა:
– ედუარდ ამბროსოვიჩს შეეცოდეთ და ნება დაგვრთო, რომ თქვენგან ამოღებული წამლების ისეთი რაოდენობა აღვნუსხოთ, რომელიც დახვრეტას არ ითვალისწინებსო.
„ტაბლეტკამ“ შვებით ამოისუნთქა და მინისტრს უთხრა, რომ შევარდნაძისთვის მადლობა გადაეხადა გულმოწყალებისთვის.
მოგვიანებით, „ტაბლეტკა“ შევარდნაძეზე ამბობდა: დესპოტურად მომექცა. შაქარი დამმართა. დეფიციტური წამლები კი გაანიავაო. საქმე ის იყო, რომ შევარდნაძის მითითებით, მოსეშვილისგან კონფისკირებული წამლები საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში დაარიგეს. მკაცრი მითითება იყო, რომ ისინი დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ და არ გაეყიდათ. თუმცა, რამდენიმე ექიმმა ეს დეფიციტური წამლები მაინც მიჰყიდეს პაციენტებს, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ისინი დააპატიმრეს, ექიმობა ჩამოართვეს და ციხეში გაამწესეს.

скачать dle 11.3