№22 ხართ არისტოკრატი?
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ადამიანის შინაგანი თვისებები უნიკალურია. მათი უგულებელყოფა ან დავიწყება შეუძლებელია. საკუთარი თავი თუ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაიცანით, ეს ტესტი ძალიან გამოგადგებათ.
შეგიძლიათ, არქივში თქვენი თავადური ფესვების დამადასტურებელი საბუთების ძებნა დაიწყოთ, თუკი:
* შენობაში შესვლისას იქ მყოფთ ყოველთვის ესალმებით, ასევე ემშვიდობებით შენობიდან გამოსვლისას. თუკი რამე მიზეზით ასე არ მოიქცევით, იმედია, შესაძლებლობისთანავე ამ შეცდომას გამოასწორებთ;
* ბოლომდე არასდროს ხართ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში. თუმცა თქვენ შეგიძლიათ როგორც მისი დაცვა, ასევე შეცვლაც, თუკი მოწინააღმდეგე მხარე დამაჯერებელ დასკვნებს წარმოგიდგენთ;
* ხშირად ამბობთ მადლობას, მაშინაც კი, როცა ამის მიზეზს არ გაძლევენ;
* ხშირად საკუთარ თავზე იღებთ დანაშაულს, რადგან ფიქრობთ, რომ დამნაშავის ძებნა პროდუქტიული არ იქნება. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი შეცდომის გამოსწორებაა;
* შეგიძლიათ, საკუთარი აზრი ყოველთვის ლამაზი და ზუსტი ფრაზებით გადმოსცეთ;
* თქვენი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაფრის გასაღები განათლებაა;
* არასდროს აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს. თუკი ასეთი რამ მოხდება, საკუთრი ნათქვამი თქვენ უფრო დაგტანჯავთ, ვიდრე ამ სიტყვების ადრესატს;
* არასდროს მოყვებით სხვის საიდუმლოს. არასდროს იტყვით ისეთ რამეს, რასაც შეიძლება, ირიბად მაინც, „დასმენა“ ეწოდოს;
* თქვენთვის მიუღებელია საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რეალურად რა ხასიათზე ხართ. მაშინაც კი, როცა უსიამოვნება გაქვთ. ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ უნდა იცოდეს;
* ყოველთვის ისტუმრებთ ვალს, რადგან თქვენთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობებია.