კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ უნდა მოუაროთ ადვილად მტვრევად ფრჩხილებს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  აშრევებული და მყიფე ფრჩხილები ბევრი ქალის ნაცნობი პრობლემაა. დღეს პოპულარობით სარგებლობს შილაკის გელით ფრჩხილების დაფერვა. ეს ერთგვარად უადვილებს ქალბატონებს საქმეს – მათ სრული გარანტია აქვთ, რომ ორი კვირის განმავლობაში ფრჩხილიდან ლაქი არ მოშორდებათ. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ აზიანებს შილაკის გელი და ზოგადად, მანიკური ფრჩხილებს. ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენების შემთხვევაში ფრჩხილები ყვითლდება, სუსტდება და ხდება მტვრევადი. თუ გსურთ, რომ ლაქიც წაისვათ და ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილებიც შეინარჩუნოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
* საკვები სოდა აძლიერებს ფრჩხილებს – ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ეს აბაზანა არა მარტო ფრჩხილებს, თქვენს კანსაც მოუხდება, ის მას ნაზსა და გლუვს გახდის. შეგიძლიათ, სოდა ცოტა წყალში გახსნათ, ფრჩხილებზე შეიზილოთ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ;
* იოდი მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ – ეცადეთ, დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად, ღამით წაისვით იოდის თხელი ფენა. გაიმეორეთ თვეში ორჯერ და თქვენი ფრჩხილები სიმაგრესა და სიჯანსაღეს შეინარჩუნებს;
* სოდის, იოდისა და მარილის აბაზანა – შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. 10-15 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ თითები ამ აბაზანაში და დაინახვთ, რომ ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება – გათეთრდება, გაქრება სიყვითლე, ლაქები და შავი ზოლები. ასეთი პროცედურების დახმარებით მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს;
* ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ფრჩხილებზე ამ ხსნარით 20-წუთიანი აბაზანა გაიკეთეთ. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეოროთ. ორი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრებულია;
* სანამ მანიკურს გაიკეთებთ, ფრჩხილებზე იოდი წაისვით, ამით მის სტრუქტურას დაზიანებისგან დაიცავთ;
* გაწურეთ ორი საშუალო ზომის ლიმონი და დაუმატეთ ზუსტად იმავე რაოდენობით წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ჩაალბეთ ფრჩხილები 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის ჩატარება საკმარისია ორ დღეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ შედეგი გაგაოცებთ.
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თუკი ფრჩხილები გექერცლებათ და ადვილად გემტვრევათ, ლაქზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ, ხარისხიანი, ვიტამინიზირებული ფრჩხილების მოვლის საშუალებები აირჩიეთ და თამამად გააგრძელეთ მათი გალამაზება.
ლაქის მოსაშორებლად რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ აცეტონის შემცველი სითხე, რადგან აცეტონი აშრობს ფრჩხილებს. უფრო მსუბუქი საშუალებებიც არსებობს. ზედმიწევნით მოარიდეთ ხელები სარეცხ და საყოფაცხოვრებო ქიმიას – მათი მუდმივი ზემოქმედება მხოლოდ კანს კი არ აშრობს, არამედ ფრჩხილებსაც აზიანებს. რეგულარულად წაისვით ხელის კრემი.
  ფრჩხილისთვის ოპტიმალურია კვადრატულ-ოვალური ანუ ნიჩბისებური ფორმა. მკვეთრად კვადრატული ფორმის ფრჩხილი შესაძლოა, გვერდებზე გადატყდეს, ხოლო მომრგვალებული უფრო მეტად აქერცვლისკენაა მიდრეკილი. ფრჩხილისთვის კვადრატულ-ოვალური ფორმის მისაცემად მაკრატელი და ქლიბი გამოიყენეთ – თავდაპირველად მაკრატლით მოიჭერით კვადრატულად, კუთხეები კი ქლიბით მოამრგვალეთ.
скачать dle 11.3