კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 20 ივლისს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფეროა წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმული მისია არის ის, რომ იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. საჭიროა ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. გარშემო უნდა შექმნათ ჰარმონიული გარემო. სათანადო ყურადღება მიაქციეთ შვილების აღზრდას. იყავით ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მომთმენი. ასევე, იყავით ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ, იყავით ფრთხილი და წინდახედული; დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება – იქნება ეს ოჯახი, სამსახური, სანათესაო თუ სამეგობრო წრე. ასე თქვენ შეასრულებთ კოსმიურ მისიას. თქვენთვის წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; დიზაინი, არქიტექტურა; სამოდელო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი; მედიცინიდან – კარდიოლოგია, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ასევე, უძრავი ქონების ბიზნესი, სამეურნეო საქმიანობა, ბიოლოგიური მიმართულება, საკონდიტრო ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საარქივო-სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, ანტიკვარიატის სალომბარდო საქმე, სამასაჟო, ასევე, გასართობი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 25 აგვისტოს, დილის საათებში. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები?
პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია: ჟურნალისტიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, მთარგმნელობითი საქმე, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო სფერო, მშენებლობა და არქიტექტურა.
скачать dle 11.3