კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენად მძიმე ცოდვაა წყევლა და მართლაც სრულდება თუ არა ის?
პასუხი: წყევლა უმძიმესი ცოდვაა – მომაკვდინებელი, მრისხანების ცოდვა. როდესაც ადამიანი იწყევლება, ის ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად მუდმივად იბრძვის სიკეთე და ბოროტება და როგორც უფალი შეისმენს ჩვენს კეთილ სურვილებს, ასევე, ბოროტი ძალა, ეშმაკიც უსმენს და ასრულებს ბოროტებას. წყევლის დროს ადამიანის ნება ეშმაკის ნებას ემთხვევა და ბოროტი ძალა ამ მომენტს ხელიდან არ უშვებს. ამიტომ, სანამ ადამიანი დაიწყევლება, უნდა დაფიქრდეს, რამხელა ცოდვას სჩადის. ამის ნაცვლად, უფალს უნდა ვთხოვოთ, ჩვენთვის ტკივილების მომნიჭებელ ადამიანს გონება გაუნათოს და მიახვედროს, რას სჩადის.
კითხვა: მოგეხსენებათ, ქუჩაში ძალიან ბევრ მათხოვარს ვხვდებით და როდესაც მათ ვერ ვეხმარები, ამას განვიცდი. როგორ უნდა გავცეთ მოწყალება?
პასუხი: თუკი ადამიანს რაიმე შემოსავალი აქვს, ეს უფლისგან ეძლევა და გაცემულ სიკეთეს მას ათმაგად დაუბრუნებს. ასე რომ, თუ გექნებათ სამოწყალო თანხა, თუნდაც მცირედი და გასცემთ, თქვენ ამით არაფერი დაგიშავდებათ, პირიქით მოგემატებათ. ხოლო თუ არ გაგაჩნიათ იმდენი თანხა, რომ სხვას დაეხმაროთ, მშვიდად ჩაუარეთ მათხოვარს და დალოცეთ, მისთვის ესეც დიდი დახმარება იქნება.
კითხვა: გარდაცვალების შემდეგ შერჩებათ თუ არა თავიანთი სქესი ქალისა და მამაკაცის სულებს.
პასუხი: უნდა ვიცოდეთ, რომ სულს არ გააჩნია სქესი და ადამიანების სულები ისე არიან, როგორც ანგელოზები.
კითხვა: როდესაც ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ, თავს იმართლებენ, კი არ განვიკითხავთ, ვამხელთო. რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის?
პასუხი: უპირველესად, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მხილება. მხილება ზოგადად, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. საჭიროა, ეს სიყვარულითა და გულისტკივილით გავაკეთოთ. ამასთანავე, სანამ ვინმეს ვამხელდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა ის ადამიანი და რამდენად სასარგებლოა ეს მხილება მისი სულისთვის. განკითხვა კი ხშირად უკავშირდება იმას, რომ ადამიანს აქვს სურვილი, სხვებზე ილაპარაკოს, გაჭოროს და ამით გაიყვანოს დრო. ხოლო მხილება ადამიანის მოყვასის მიმართ სიყვარულსა და გულშემატკივრობაზეა დამყარებული.
კითხვა: ძალიან მიმძიმს მოძღვართან ბავშვობაში ჩადენილი ჩემი ცოდვის გამხელა. როგორ დავძლიო ეს განცდა?
პასუხი: გახსოვდეთ, როდესაც აღსარებას მოძღვარს უმხელთ, ამ დროს თვით უფალი გისმენთ, უფლისთვის კი ნებისმიერი ადამიანური სისუსტე, რა ფორმითაც უნდა გამოიხატოს ის, გასაკვირი არ არის. რაც უფრო გულწრფელად მოინანიებს ადამიანი ჩადენილს, მით მალე მიიღებს შენდობას. რადგან ბავშვობაში ჩადენილი ცოდვა ასე გაწუხებთ, ესე იგი, გულით ნანობთ და სანამ მას აღსარებაში არ იტყვით, ამ განცდისგან ვერ გათავისუფლდებით. ამიტომ უნდა თქვათ მოძღვართან აღსარებაში, რაც გაწუხებთ, სძლიეთ სიმორცხვეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება.
скачать dle 11.3