კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გავწვრთნათ გონება, რომ უმეცრებით არ დასნეულდეს



  თუკი სულიერი ბრძოლის წარმართვისთვის ესოდენ აუცილებელი საკუთარი თავისადმი უნდობლობა და სასოება ღმრთისა ჩვენს გულში ეულად დარჩებიან, მაშინ არა თუ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტ ბოროტებაში ჩავეფლობით. ამიტომ მათთან ერთად და მათ გვერდით გვმართებს, აღვასრულოთ სხვა, რაღაც განსაკუთრებული, ანუ სულის განმსწავლელი სავარჯიშოები.
ამ სავარჯიშოთა რიცხვში უპირველესი უნდა იყოს გონებისა და ნებისყოფის წვრთნა.
  გვმართებს, გონება ვიხსნათ და დავიცვათ უმეცრებისგან, რომელიც აბნელებს მას და საშუალებას არ აძლევს, შეიცნოს ჭეშმარიტება – მისი ნამდვილი მისწრაფების მიზანი. ამისთვის გვმართებს, გავწვრთნათ გონება, რათა ნათელი და წმიდა იყოს და შეეძლოს გარჩევა, თუ რა არის აუცილებელი სულის განწმენდისა და სათნოებებით გამშვენებისათვის.
  გონების ესევითარად განათლებას შეიძლება მივაღწიოთ ორი ხერხით: პირველი და უფრო მეტად აუცილებელი არის ლოცვა. გვმართებს, ვევედროთ სულიწმიდას, რომ კეთილინებოს, ღმრთიური ნათელი მოჰფინოს ჩვენს გულებს, რასაც, ალბათ, მოგვმადლებს კიდეც, თუკი ჭეშმარიტად მოვიძიებთ ერთადერთ უფალს, წრფელი გულით ვიღვაწებთ მისი ნების აღსრულებისთვის და თუ ყოველ საქმეში დავემორჩილებით გამოცდილ სულიერ მოძღვართა რჩევებს და არაფერს აღვასრულებთ მათი რჩევის გარეშე.
მეორე ხერხი გონების წვრთნისათვის არის მუდმივი განხილვა საგნებისა და მოვლენებისა და წვდომა მათ არსში, რათა ნათლად ვიხილოთ, რომელია მათ შორის კარგი და რომელი – წამხდარი. არა ისე, როგორც მათ შესახებ მსჯელობს გრძნობა და წუთისოფელი, არამედ ისე, როგორც მსჯელობს მართალი გონება და სული წმიდა, ჭეშმარიტი სიტყვა წმიდა წერილისა, ღმრთივსულიერი მამები და ეკლესიის მოძღვარნი. რადგანაც, როდესაც საგნების განხილვა და მათ არსში ჩაღრმავება იქნება მართებული და ჯეროვანი, საშუალება მოგვეცემა, ნათლად შევიმეცნოთ იგი, რომ მთელი გულით ამაოებად და სიცრუედ ჩავთვალოთ ყოველივე, რასაც იწყნარებს და ყოველნაირად ეძიებს დაბრმავებული და გარყვნილი წუთისოფელი. კერძოდ, პატივი, სიამენი და სიმრავლე მონაგებთა სხვა არაფერია, თუ არა ამაოება და სულის წარწყმედა. გინება და ბოროტი განმკითხავნი, რომლებიც თან გვსდევს ამ სოფელში, ჭეშმარიტ დიდებას გვპირდება, ხოლო მწუხარება – სიხარულს. მიტევება მტრებისთვის და მათთვის კეთილის მიგება არის ჭეშმარიტი სულგრძელობა – ერთი ყველაზე უფრო დიდი ნიშანი ღმრთისადმი მიმსგავსებისა; უფრო მეტ ძალასა და ხელმწიფებას ავლენს ის, ვინც მოიძულებს ამსოფელს, ვიდრე ის, ვინც მთელ ქვეყანაზე მბრძანებლობს. ნებაყოფლობითი მორჩილება არის ქმედება, რომელიც უფრო მეტად გამოაჩენს სიმამაცეს და სულის სიმტკიცეს, ვიდრე სოფლის მთავართა ხელქვეით ყოფნა და მათი ბრძანების აღსრულება. თავმდაბლური თვითშემეცნება გერჩივნოს ყოველ სხვა მაღალ შემეცნებას. უკეთური მიდრეკილებებისა და გულისთქმების დაძლევა და მოკვდინება, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს ისინი, უფრო მეტ შექებას იმსახურებს, ვიდრე მრავალი ციხესიმაგრის დაპყრობა, ძლიერი და კარგად შეიარაღებული მხედრობის დამარცხება, სასწაულების აღსრულება და თვით მკვდრების აღდგინებაც კი.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
скачать dle 11.3