კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მკვეთრად განსხვავებული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ყველასთვის ცნობილია, რომ ქალებისა და მამაკაცების აზროვნება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვადება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს განსხვავება გამოწვეულია ქალისა და მამაკაცის ტვინის სხვადასხვაგვარი აგებულების გამო. ეს არ არის მითი, არამედ რეალობაა. თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ქალის ტვინი პატარაა და მამაკაცის – დიდი. ანუ, არავინ ჩათვალოს, რომ განსხვავებულობა მამაკაცების გენიალურობას ადასტურებს. სულაც არა.
განსხვავება გამოიხატება თავისებურებებში.
  კაცების ტვინი ბევრად უფრო მარტივადაა მოწყობილი. მოდი, ასე ვთქვათ – დაყოფილია პატარა კოლოფებად და ყოველი მათგანი სხვადასხვა თემაზეა ორიენტირებული – მანქანაზე, ფულზე, სამსახურზე, შვილებზე... კაცის ტვინი მთლიანად დაფარულია ამ „კოლოფებით“ და ისინი არასოდეს არღვევენ მთავარ წესს – არ ეხებიან ერთმანეთს, არ ირევიან. შეიძლება, მამაკაცი ცხოვრებაში მოუწესრიგებელია და არასდროს იცის, სად დევს მისი წინდები, მაგრამ ტვინში ყველაფერი წესრიგში აქვს. როდესაც კაცი რაიმეზე ფიქრობს, ის ხსნის კონკრეტულად ერთ რომელიმე კოლოფს. მსჯელობს იმაზე, რაც მასშია მოქცეული და აბრუნებს უკან ისე, რომ არ ეხება სხვა კოლოფის შიგთავსს.
  ქალის ტვინი იმით განსხვავდება, რომ ის არის ქსელების ერთობლიობა, ფიქრებისა და აზრების ურთულესი ბადე. ქალის ტვინში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ფული – მანქანასთან, მანქანა – სამსახურთან, შვილები – ქმართან, გართობა – დაქალებთან... არავითარი კონკრეტული კოლოფები. ეს არის ერთგვარი სოციალური ქსელი უსწრაფესი ინტერნეტით, რომლის სიჩქარეც ემოციებით განისაზღვრება. სწორედ ამიტომ არის, რომ ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ, რაც კაცებს არასოდეს გამოსდით.
  და ყველაზე მთავარი – მამაკაცის ტვინში არის ერთი კოლოფი, რომლის არსებობა და დანიშნულება არცერთ ქალს არ ესმის. ეს კოლოფი არაფერზე არ არის ორიენტირებული. მისი სახელიც ასეთია – „კოლოფი არაფრის შესახებ“. სხვათა შორის, ეს კოლოფი მამაკაცისთვის ტვინის ყველაზე საყვარელი ნაწილია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მამაკაცს შეუძლია, უბრალოდ, არაფერზე იფიქროს და არაფერი აკეთოს. „გამორთოს“ და დაისვენოს. ქალებს კი, როგორც არ უნდა ისვენებდნენ ისინი, ტვინი ყოველთვის ჩართული აქვთ და მათი ფიქრი რომელიმე აქტუალურ საკითხზე არის მიმართული.
  არანაირი უპირატესობა რომელიმე მხარეს – ქალისა და კაცის ტვინი ორივე თავისებურად უნიკალურია. კაცის დადებითი მხარე ისაა, რომ ერთ საგანზე შეუძლია მობილიზება, ქალის კი – ის, რომ ერთდროულად ბევრ რამეს აანალიზებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ქალს შეუძლია, ხელში აყვანილი ბავშვით სამზარეულოში საუზმე აკეთოს, თან ტელევიზორს უსმენდეს და მაინც შეძლოს, სახლიდან გამავალ ქმარს პროდუქტების სია „დააწიოს“, რომლიდანაც მამაკაცს ნახევარზე მეტი არ დაამახსოვრდება, თუკი „კოლოფში“ არ შეინახა. ყველაზე წარმატებული მამაკაციც კი ვერ ახერხებს ერთდროულად რამდენიმე საქმის არათუ გაკეთებას, მათზე ფიქრსაც კი.

ნუ დაელოდები

  გიყვარდეს – ნიშნავს გრძნობდე, გინდოდეს და ტკბებოდე მასთან ახლოს ყოფნით, მაგრამ სიყვარული, ასევე, მოქმედებაცაა – რაღაც ძალიან კარგის გაკეთება საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარული აქტივობის გარეშე არ არსებობს. თუ ამ ადამიანთან ურთიერთობისას სიამოვნებას მხოლოდ ჩახუტებითა და კოცნით ვიღებთ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს, ეს სიყვარული არ არის, ეს შეყვარებულობაა.
ბევრ ოჯახში სწორედ ასე ხდება: ანუ, ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებსა და ყვავილებს, მამაკაცი კი – გემრიელ ვახშამსა და ყურადღებას. ცოლს უნდა, ქმარმა გააბედნიეროს, ქმარიც ელის შეპირებულ ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი კი წყენასა და საყვედურებს წარმოშობს.
  სწორედ ასე ირღვევა ოჯახები და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების მიზეზით უკვალოდ ქრება სიყვარული. თუმცა, თუკი დავფიქრდებით, სიყვარული რეალურად არც ყოფილა – იყო შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი.
  სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ, პასუხისმგებლიან ადამიანს შორის. შემდგარი პიროვნება იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. არ ადანაშაულებს, არ განსჯის, არ აკრიტიკებს - უყვარს საკუთარი თავი – მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. მზად არის, გაუზიაროს თავისი სიყვარული ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს. ჩამოყალიბებული პიროვნება არ ელოდება, რომ ვინმე გააბედნიერებს. ის ბედნიერია.
საპირისპიროდ ამისა ჩამოუყალიბებელი პიროვნება:
  ყოველთვის არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის. სიყვარული მასაც სჭირდება. სჭირდება იმისთვის, რომ შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მაგრამ სიყვარულის რესურსები არ აქვს. ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ხვდება, რომ ვერავინ შეიყვარებს. იმიტომ, რომ არ შეუძლია სხვა ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის ის. ცდილობს, გადააკეთოს თავისი შეხედულებების მიხედვით.
  არ არის მზად იმუშაოს ურთიერთობებზე, მიაჩნია, რომ ამაზე მისმა მეორე ნახევარმა უნდა იმუშაოს, რადგან ის სხვამ უნდა გააბედნიეროს.
სრულფასოვანი ურთიერთობის მოსურნე ადამიანი კი თავის რჩეულს იღებს ისეთს, როგორიც არის ის რეალურად. არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, მარტივად უყვარს. მზად არის, იმუშაოს ურთიერთობაზე, შეცვალოს თუ რამე შესაცვლელია, გამოიჩინოს ძალისხმევა.
  დაიწყეთ მოქმედება სასწრაფოდ! გააკეთეთ რამე საყვარელი ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის, დაფიქრდით, რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას და დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი, თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყება. ის თავად იმუშავებს ურთიერთობაზე. გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა – დაიწყეთ პირველმა.
скачать dle 11.3