კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ ამზადებენ დედამიწის მოსახლეობას შემოდგომასა და ზამთარში პანდემიის უარესი სცენარისთვის და რატომ გამოიწვევს იძულებითი ვაქცინაცია მღელვარებას მსოფლიოში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა, ვირუსის შეკავებისა და მისი მართვის მიმართულებით, ჩვენებურ მედიკოსებს რჩევებსაც ეკითხებიან და აქეთაც უზიარებენ და, უდიდესი ალბათობით, საქართველო „მწვანე დერეფნის“ სტატუსსაც მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც თავისუფლად დავტოვებთ ქვეყანას და მსურველებსაც თავისუფლად შემოვუშვებთ. ამის მიუხედავადაც, ჩვენებური ცნობილი სამეულიდან ორი (ბ-ები გამყრელიძე და იმნაძე) ახლა უკვე შემოდგომაზე გასააქტიურებელი მეორე, მესამე და მეოთხე ტალღებით გვაშინებენ (ამაზე უარესი იქნებაო, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ტალღა არც კი გვიგრძნია, რომ არა შეზღუდვები, შეშინება უცნაურია). რაც მთავარია, ჯანდაცვის მინისტრმაც დაგვაიმედა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს, თუმცა ჯერარარსებულს, მაგრამ ვაქცინას (არადა, წესით, ვაქცინა მათ უნდა მიაწოდონ, ვისაც დღემდე პრობლემა ვერ მოუგვარებია). ასეა თუ ისე, სურათი ერთობ უცნაურია და ჩვენი როლიც ამ საერთო ისტერიულ პანდემიაში, რაზეც ირაკლი გოგავასთან ერთად ვისაუბრებთ.
– კორონაპანდემიის ავანგარდში როგორ მოვხვდით? რა როლი გვაქვს, საცდელი ლაბორატორიის, თუ როგორ აღმოვჩნდით პანდემიასთან მებრძოლთა შორის წინა ხაზზე?
– ეპიდემიის კლასიკური განსაზღვრებაა, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულია მოსახლეობის ერთი პროცენტი ან კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის 5 პროცენტი. პანდემიას რაც შეეხება, მასაც აქვს თავისი კრიტერიუმები. იმის თქმა მინდა, რომ, კლასიკური განმარტებით, არსებული ვითარება ეპიდემია არ არის და, როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ, არც პანდემიაა. სხვადასხვა კვლევის შედეგი ქვეყნდება. ვიცით გერმანელების, ბონის უნივერსიტეტის კვლევა, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკ მონტანიეს კვლევა, კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა, იყო ინდური, ჩინური, იტალიური კვლევები და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ამ კვლევების მიხედვით. ამ ყველაფერს უნდა შესწავლა.
– რას გულისხმობთ განსხვავებაში? ერთსა და იმავე რამეს იკვლევენ?
– რაღაც ვირუსი რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ რა არის ეს ვირუსი, ვერ თანხმდებიან. სტენფორდის უნივერსიტეტი პირდაპირ აცხადებს, რომ გრიპის ვირუსზე ნაკლებად საშიშია. ანუ ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს, უფრო აგრესიულსა და შემაშინებელს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3.4 პროცენტი დაასახელეს თავის დროზე, როდესაც, მაგალითად, კალიფორნიის კვლევა 0,1-0,2 პროცენტს ასახელებს, გერმანელები – 0.37 პროცენტს. ჩვენთან, საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ გვითხრეს, რომ ეს უცნობი ვირუსია და პანიკაში ჩაყარეს მთელი მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებული იყო, ეზრუნა საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ ამოცანას თავი გაართვა კარგად. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ახლა დგება მომენტი, რომ უნდა შეფასდეს თავად ვირუსისგან მოსალოდნელი ხიფათი და ვირუსთან ბრძოლის პროცესში დაწესებული ამკრძალავი ღონისძიებებით გამოწვეული სირთულეები. გერმანიაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც აწუხებთ სხვადასხვა დაავადება, ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა, არ მიდის საავადმყოფოებში, თან – სახლში ჯდომით იმუნიტეტი ქვეითდება და ეს გამოიწვევს სიკვდილიანობის გაზრდას. ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანთა მიმართვიანობამ იკლო 50 პროცენტით.
– ვირუსის შიშის გამო არ მიდიან საავადმყოფოებში?
– დიახ, რომ არ დაინფიცირდნენ, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოები წარმოადგენს ვირუსის გავრცელების კერას. აქედან გამომდინარე, შემდეგ თვეებში უნდა ველოდოთ სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მატებას და ამას ამბობს ყველა მეცნიერი. ამას გარდა არსებობს ჩინური და იტალიური კვლევები, რომ სტრესით დაქვეითებული იმუნიტეტი გამოიწვევს სხვადასხვა დაავადებას. იმას ვამბობ, რომ ზომები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გაატარეს, არ უნდა წარმოადგენდეს უფრო დიდ ხიფათს, ვიდრე ეს კორონავირუსია. ამიტომ აქ საჭიროა უფრო მეტი ურთიერთობა მეცნიერებს შორის, თუმცა ღია პლატფორმაზე ინფორმაცია იცვლება. სპეციალისტების აზრი უნდა მოვისმინოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვერ მოვუსმენთ, ვინაიდან მათ არ ენდობა აშშ-ის პრეზიდენტი. უშველებელი უსტარი მისწერა, შეუწყვიტა დაფინანსება, არადა აშშ თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარამდე აფინანსებდა ყოველწლიურად და გამოთქვა ეჭვები, რომლებიც ჩამოთვლილია ძალიან დასაბუთებულად იმ წერილში, რომელიც ტრამპმა მისწერა ჯანმოს ხელმძღვანელს, ეთიოპიელ შავგვრემან კაცს, რომ ჯანმომ არასწორად დაიცვა ჩინური ინტერესები, მალავდნენ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებს უჰანში.
– და, მიუხედავად ამ ფონისა, ჩინეთი დაჰპირდა ჯანმოს, რომ აუნაზღაურებდა აშშ-ისგან მიღებულ დანაკლისს და მომდევნო ორ წელიწადში 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს ჯანმოს. ასეთი აშკარაა უკვე ეს დაპირისპირება, თუ დანარჩენი მსოფლიო ამას გულუბრყვილოდ მიიღებს, როგორც ჩინეთის მიერ გამოჩენილ კეთილ ნებას?
– ვფიქრობ, ეს არის გლობალური მედია-პროექტი. მთელი პრობლემის მხოლოდ 20 პროცენტია ვირუსი, დანარჩენია მსოფლიოს წამყვანი მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ისტერია. ამის ერთ-ერთი მიზანია ტრამპის დამარცხება არჩევნებში, დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება ამის მიხვედრას და დანახვას. ტრამპის მთავარი დამსახურებები, ამერიკის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა და მაჩვენებლები, დაიყვანეს ნულზე ამ პანდემიისა და ჩაკეტვის გამო.
– ერთია, რომ ტექნოლოგიების განვითარება აძლიერებს მასებზე გავლენის შესაძლებლობას ინფორმაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ტექნოლოგიების განვითარება ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას და ააშკარავებს დეზინფორმაციას? გრძელვადიანად შესაძლებელია ადამიანების ასე მასობრივად გამოშტერება?
– ეს ათწლეულების განმავლობაში აპრობირებული ტექნოლოგიაა: მასების მართვა ინფორმაციის დოზირებულად მიწოდებით, აზროვნების სტილის გადაკეთება. დასავლეთ ევროპის მაგალითზე ჩანს, რომ მიაღწიეს უმეტესად, აშშ-შიც, თუმცა იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, დღეს რეალური ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, უნდა ეძებო, ისიც არაწამყვან მედიაში, უფრო სოციალურ ქსელებსა და ჯგუფებში, იმასაც გაფილტვრა სჭირდება, რადგან ბევრი ყალბი ამბავია. ყველა ადამიანს არ აქვს იმდენი გამოცდილება, დრო, რომ ამას ჩაუჯდეს და გააანალიზოს, ამიტომ აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე არ ფიქრობს. ამას გარდა, არის საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, ჯანმო, არის საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გეუბნებიან, თუ ამ პროტოკოლს შეასრულებ და ამ სცენარს გაჰყვები, მიიღებ ფულს და ასე შემდეგ. ეს არის მძლავრი ინფრასტრუქტურა და აკლიათ ერთი – პენტაგონი. პენტაგონის ხელმძღვანელი კი არის აშშ-ის პრეზიდენტი.
– ვაქცინა ჩვენ რატომ უნდა მოგვაწოდონ ერთ-ერთ პირველებს? რა დამსახურებისთვის? მესმის, ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ცოცხალ რიგს იკავებენ არარსებული ვაქცინის გასაკეთებლად, თან – ასე მოკლე დროში შექმნილის.
– რამდენიმე ათეულ ვირუსოლოგს მოვუსმინე, წავიკითხე სხვადასხვა ენაზე მათი კვლევები, ვაქცინის შექმნას სჭირდება 3-7 წელი ფორსირებულ რეჟიმში, კლასიკურად ვაქცინა იქმნება 10-15 წლის განმავლობაში. ვაქცინას სჭირდება კლინიკური კვლევა, უკუჩვენებების გამოვლინება. ეს კი ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. ტესტირების ეტაპებიც აუცილებელია. შეიძლება, შეიქმნას ეფექტიანი ვაქცინა, მაგრამ რას გამოუშვებენ მასობრივად, ისიც შესამოწმებელია, იმიტომ რომ ეს ორი შესაძლოა, ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ამიტომ ნებისმიერი ვაქცინის გაკეთება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ვინც ძალიან შეშინებულია კორონავირუსით ან ნებისმიერი სხვა დაავადებით, რის ვაქცინაც არსებობს, მას შეუძლია, გაიკეთოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არ სურს, გაიკეთოს ვაქცინა, არ უნდა გაიკეთოს და არგუმენტი არ არის, რომ ამით საშიშროებას უქმნიან საზოგადოებას. ვისაც ეშინია, მან გაიკეთოს და იყოს უსაფრთხოდ. თუ ნებაყოფლობითი იქნება, პრობლემას მაინც ვხედავ, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა იქნება იმ ამპულაში, მაგრამ იძულებითი ვაქცინირება არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში გამოიწვევს დიდ მღელვარებას.
– პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე ახლა შემოდგომისა და ზამთრის მეორე, მესამე და მეოთხე ტალღებით რატომ გვაშინებენ, რომ იქნება უფრო უარესი, წლობით უნდა ვიაროთ პირბადეებით, არ მივეკაროთ ერთმანეთს და მისთანანი. რას ემსახურება ეს?
– ყველა ქვეყანაში მიდის ერთიანი რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთონ და როდის რა უნდა თქვან. ჩვენც ამას მივყვებით. ამაზეა დამოკიდებული დაპირებული დახმარება, ანუ 3.5 მილიარდი დოლარის მიღება. ხელისუფლების მხრიდან თუ შევხედავთ, რთულია ასეთ სიტუაციაში ამ დახმარებაზე უარის თქმა და ჩვენს ხელისუფლებას არჩევანი მცირე აქვს, მაგრამ მე მიკვირს დიდი სახელმწიფოების ქმედებები, მაგალითად, რუსეთის, რომელიც ჩემთვის მოულოდნელად აჰყვა ამ ამბავს, მაგრამ ბელორუსის, შვედეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის მაგალითები, რომლებმაც მინიმალური შეზღუდვები დააწესეს, საპირისპიროს აჩვენებს. მაგალითად, მადაგასკარის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯანმო მას სთავაზობდა 20 მილიონ დოლარს ქრთამად, თუ გააგრძელებდა პანდემიის სცენარს და ინფიცირებულთა სტატისტიკას გააბევრებდა. ტანზანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუღეს სინჯები პაპაიას და თხას და ლაბორატორიაში ორივეს დაუდგინდა კორონავირუსი. აი, ასეთი რაღაცებიც ხდება. დიაგნოზი ისმება ისე, რომ გაკვეთა არ ხდება, ამის გარეშე კი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ფონზე საჭიროა სერიოზული ანალიზის გაკეთება. ზაფხულში, ვინაიდან ულტრაიისფერი გამოსხივება კლავს ვირუსს ძალიან მალე, შედარებით წყნარ ვითარებაში უნდა ვიმსჯელოთ ამაზე.

скачать dle 11.3