კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მოწყურებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი...“

  მართალია, ჯერ თითქმის ისევ სახლებში ვართ და პირბადეებითაც დავიარებით და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავებულა, მხოლოდ სამ-სამნი გადავაადგილდებით ავტოებით, მაგრამ ველოდებით, რომ „მწვანე დერეფნის“ სტატუსს მოვიპოვებთ და პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებიც დაგვესევიან.
  ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგვაგულიანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქ-ნმა თურნავამ: „საქართველოში ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.“
და, მართლაც, ისე მოხდა, რომ კორონაც კი არ გვეკარება (რაც დიდად გასაკვირი არ არის, იმდენი დუშმანი მოგვინელებია ნიგვზიანი ფხალეულივით).
  ქ-ნმა მინისტრმა იქვე დასძინა, რომ უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან თავიანთი ქვეყნებიდან გასვლასა და დასვენებას, ხოლო, რაკი საქართველო იმ ერთეულ უსაფრთხო ადგილებს შორისაა, სადაც ტურისტებს ზემონახსენები წყურვილის მოკვლა შეეძლებათ, ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია, იმას გარდა, რომ წყურვილი მოვუკლათ!
  ანუ, როგორც არასდროსაა აქტუალური: მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი და ისღა დაგვრჩება შესასრულებელი: „მევალისათვის მიმატანინე ვალი, გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები, შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები“ და ა. შ. და ა. შ...


скачать dle 11.3