კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვინ ასეირნებს ბაწარშებმულ ნიკა ქაცარიძეს იმერეთის მამულებში და რატომ უპირებდა ის 82 წლის მამიდას თმის გადაპარსვას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მსახიობი ნიკა ქაცარიძე კორონაპანდემიას დედაქალაქიდან იმერეთში, კერძოდ კი მშობლურ სოფელში გაერიდა. თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ამბობს, რომ ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილი განტვირთვა, კოსმოსში ფიქრებისა და სურვილების გაშვება და სულიერი დასვენებაა შესაძლებელი. მართალია, დასვენებისთვის ამხელა პაუზა არ ჰქონია და არც ოჯახის წევრებთან ყოფილა ამდენ ხანს, მაგრამ დროს სასიამოვნოდ ატარებს და დედაქალაქში დაბრუნებას არ ჩქარობს.
  ნიკა ქაცარიძე: უკვე ორი თვეა, დედაქალაქიდან იმერეთში, კერძოდ სოფელ ზოვრეთში, ვარ, მამაპაპისეულ მამულებში. ნამდვილ სამოთხეში ვარ და უკან დაბრუნება აღარ მინდა. სიმართლე გითხრათ, კორონასი არ მეშინოდა, უბრალოდ, რადგან ასეთი შანსი მომეცა, თეატრსა და ტელევიზიაში გვითხრეს, თავისუფლები ხართო, ეს შანსი გამოვიყენე. რა ჯობია, დილით ჩანჩქერის ხმა რომ გაღვიძებს, საღამოს ჰამაკში ჩაწოლილი ვარსკვლავებს უყურებ და თან, სურვილებს აგზავნი კოსმოსში... ფაქტობრივად, რობინზონ კრუზოსავით კუნძულზე მოვხვდი. ხალხსაც ვერ ვხედავ, მარტო ძროხები დადიან. ამას წინათ, ჩემმა გოგომ, მარიტამ, თოკი დამაჭერინა ხელში და დამატარებდა ეზოში: მამა, ვითომ-ვითომ, ბონდოს ძროხა ხარო (იცინის).
– საკუთარ სამოთხეში რობინზონ კრუზოსავით რომ ისვენებ, რამდენი პარასკევა გახვევია თავს?
– ერთი კი არა, ხუთი პარასკევა მყავს – მამიდა, დედა, და, ცოლი, და შვილი. სხვათა შორის, ბავშვობაშიც კი არ ვყოფილვარ ამდენ ხანს სოფელში, თუმცა, აქაურობა ბავშვობასთან ასოცირდება. სახლი ჩანჩქერის პირას დგას, მოსახლეობისგან მოშორებით. საოცარი, მისტიკური ადგილია, აქ დროის შეგრძნებას კარგავ. ამაზე მაგარ დასვენებას ვერც ვინატრებ. წარმოიდგინეთ, ჩემ თვალწინ გაიფურჩქნა ხეები, ამოვიდა ბალახი და გაზაფხულდა. საოცარი შეგრძნებაა, ბუნების გამოღვიძებას რომ ადევნებ თვალს. ველოდები და ძალიან მინდა, ის ჭინკა თუ ქაჯი ვნახო ტყიდან გამოსული, ბებიაჩემი რომ მიყვებოდა ბავშვობაში და არა და არ მოდის (იცინის). მოკლედ, შემოსავალი რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამოთხეში ვარ, სულ სცენა მესიზმრება და ღამეები არ მძინავს. მესიზმრება, რომ სცენაზე ვდგავარ, ტექსტი დამავიწყდა და ვიწყებ ტირილს... მეღვიძება და ვხვდები, სოფელში ვარ. ცუდი შეგრძნებაა და მართლა მეტირება, სცენას ამდენ ხანს რომ დავშორდი, მაგრამ მალე დავდგები და ისევ ვითამაშებ, სულ ასე ხომ არ ვიქნები? სხვათა შორის, ჩემს სახლთან ახლოს, 4 კილომეტრში, მეთორმეტე საუკუნის თამარ მეფის ხიდია, სადაც ყოველდღე მივდივარ და ამაყად გადავდი-გადმოვდივარ. საოცარი განცდაა თამარის ხიდზე სიარული. მართლა საოცარი, მისტიკური ადგილებია. შარშან, ზაფხულში აქ ერთი  დიდი ავტობუსი ჩინელები ვნახე და კინაღამ გული გამისკდა. ბაბუები მდიდრები მყავდა, მაგრამ გააკულაკეს და კი დავრჩი ღარიბი (იცინის). თუმცა, საკმაოდ დიდი
ტერიტორიების მფლობელი ვარ და კი დავდივარ მამულებში ფაშასავით. კიდევ ვამბობ, წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს რომ ჩანჩქერის ხმაში იძინებ და ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს. თუმცა, ამ ჩიტების ჭიკჭიკმა გამაგიჟა, მომიშალეს ნერვები.
– ახლა ის პერიოდია, როცა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და ხალხი მიწაზე მუშაობს, შენ კი მხოლოდ ჰამაკში წოლითა და კოსმოსში ოცნებების გაგზავნით ხარ დაკავებული?
– არა, რატომ? მე და მამიდაჩემმა ზესტაფონში ვიყიდეთ ელექტროხერხი, ცელი... ტრაქტორი კი მყავს. ხან შეშას ვხერხავ, ხან ბალახს ვცელავ და მიწაც დავხანი ტრაქტორით, მეტი რა გავაკეთო? კერვაც კი დავიწყე. ახალი ნიჭები აღმომაჩნდა (იცინის). ამას წინათ ვხუმრობდი: ამინდის პროგნოზზე მეტირებოდა, ახლა მულტფილმებზე გადავედი და მგონი, სენტიმენტალური კლასტერი „ავიკიდე-მეთქი“ (იცინის).
– ხერხი, ცელი და ტრაქტორი – გასაგებია, მაგრამ კერვა რამ დაგაწყებინა?
– ბავშვის ჩამოსაკიდი „კენგურუ“ დაგვრჩა თბილისში. არადა, ლაზარე უკვე ათი კილოა, მოიმატა, დამძიმდა, სულ ხელში უნდა აყვანა და მოვიფიქრე, ჩემი ხელით შევკერავ-მეთქი. ნაჭერი ვიპოვე, მოვახლაფორთე, ძველი ზურგჩანთის სამაგრები მივაკერე, თან ვწუწუნებდი: რომელი  თერძი ბესო მე ვარ-მეთქი, მაგრამ კი გამომივიდა და მშვენიერი „კენგურუ“ ჩამოვიკიდე გულზე (იცინის). თან, ის ჩამოსაკიდი, „ჩიკოს“ ფირმის იყო და ცოლი დამცინის: ახალი დიზაინერი დაიბადა იმერეთში შენი სახით და  ადრე თუ „ჩიკო კენგურუები“ გამოდიოდა, ახლა „ნიკო კენგურუები“ გამოვაო (იცინის). ასე რომ, „ჩიკო“ დაგვრჩა თბილისში, სამაგიეროდ მამამ ლაზარეს შეუკერა „ნიკო“.
– სალონები რომ დაკეტილია და თმა გაგეზარდა, ამ პრობლემას როგორ აგვარებ?
– სხვათა შორის, დიდი ხანია გრძელი თმა და წვერი არ მქონია და მომწონს გატყიურებულ მდგომარეობაში ყოფნა. ესეც ახალი როლი, ადაპტირება და შეგრძნებაა. თმის გადაპარსვას ვაპირებდი, 82 წლის მამიდაც ამყვა, მეც გადავიპარსავო, მაგრამ თმის ელექტროსაპარსი ვერ ვიშოვე. ასე რომ, მადლობა თქვან, თორემ, დავერეოდი ოჯახის წევრებს და დავტოვებდი უთმოდ (იცინის). თან, ვიხალისებდით და თან, კარგი თმა ამოგვივიდოდა. არა უშავს, მოვითმენ, გაიხსნება მალე სალონები, ჩამოვალ თბილისში, მოვსწესრიგდები და ჩავდგები სამუშაო ფორმაში. მადლობა კორონას – ამდენი ხანი არ დამისვენია, თან ოჯახის წევრები ახლოს გავიცანი – ძალიან კარგი ხალხი ყოფილა (იცინის). იმდენად შევეჩვიე სოფლის ცხოვრებას, ზუსტად ვიცი, წამოსვლის წინ ბევრს ვიტირებ.


скачать dle 11.3