კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ განკურნა ქართველმა მკურნალმა ხალხი კორონავირუსისგან და ვინ უპირისპირდება მას

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  პროფესორი და ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ამტკიცებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად რამდენიმე მეთოდი უკვე შექმნილია.
  გიგლა გობეჩია (ჟურნალისტი, პროფესორი, საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაციის  – „ლაზაროსის“ ხელმძღვანელი): რაც ახლა ხდება, ეს თავიდან ბოლომდე გლობალური ფარმამაფიისა და გლობალისტების აფერაა. მაგრამ მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ გონიერი ადამიანები, მათ შორის ვირუსოლოგები, ინფექციონისტები, მოაზროვნეები, რომელთაც უკვე დაიწყეს ძალიან მძაფრი შეკითხვების დასმა. ეს შეკითხვები მოითხოვს სწორ პასუხს და არა მხოლოდ დაუსაბუთებელ „დარჩი სახლშის“ და შეუსაბამო, იდიოტურ კანონებს.
– ყველა ფიქრობს, როგორ აირიდოს თავიდან კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე და ამ დროს, თქვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს რესურისი კორონავირუსის შესაჩერებლად, თუმცა კონკრეტულ სახელებს არ ასახელებთ. რას გულისხმობთ?
– ადამიანებთან, რომლებიც ჩემი ასოციაციის საინფორმაციო ბანკში მყავს შეყვანილი, წლების ურთიერთობა მაკავშირებს. მათ ექსპერიმენტებს ვაკვირდები, შედეგებს ვაშუქებთ და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემი სიტყვები ჰაერიდან მოტანილი ნამდვილად არ არის. მე მაქვს ეს ინფორმაცია და ასეთ დროს ჩუმად ყოფნა ჩემს პროფესიონალურ და ადამიანურ ნორმებში არ ჯდებოდა. ამიტომაც გავახმაურე ეს ნოვაციები და მივმართე ჩვენს ხელისუფლებას. წესით, მედიაში გამოქვეყნებულ მასალას რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ ნურას უკაცრავად, აქ არავის არაფერი აინტერესებს.
 არსებობს ქართველი ბიოლოგი, რომელიც ამჟამად ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ცხოვრობს. იმ კორპუსში, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ, დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. კორპუსი ჩაკეტეს. ამ ქალბატონს უზარმაზარი გამოცდილება აქვს სამკურნალო-საწამლო მიმართულებით. მან გაშიფრა უძველეს კარაბადინებში გადმოცემული რეცეპტები და შექმნა ძალიან საინტერესო პრეპარატი, რომელსაც ქართველი ონკოპროფესორები 2000-იან წლებში იყენებდნენ. 2010-იან წლებში ეს ქალბატონი წავიდა საქართველოდან, რადგან ვერ გაუძლო ნაცრეჟიმის დროს განხორციელებულ წამებას მისი ოჯახის წევრების მიმართ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა. მოკლედ, ამ ქალბატონმა დაამზადა ეს წამალი და ორ დღეში ფეხზე დააყენა კორონათი დაავადებული ადამიანები. აბსოლუტურად ყველა სიმპტომი გაუქრო. ეს მარტივი ბალახეული წამალია, რომელიც არა მხოლოდ კორონას, ნებისმიერ ვირუსს ამარცხებს, მაგრამ საწყის ეტაპზე. თუ ის ორგანიზმს მოედება, ფილტვებში გადავა და ჯანმრთელ ქსოვილებს დააზიანებს, მერე უკვე სხვანაირი ჩარევაა საჭირო. ფაქტია, რომ ქართველმა ქალმა განკურნა ეს ადამიანები და ევროპელი ექიმები იძულებულები გახდნენ, ეს კორპუსი კარანტინის რეჟიმიდან მოეხსნათ. თუმცა, იმ ქვეყანაში ექიმები ამით არ დაინტერესდნენ. მაპატიეთ ჟარგონისთვის – „კაჩავი“ დაუწყეს ქართველ მკურნალს, როგორ გაბედეთ ამის გაკეთება, ჩვენ მხოლოდ ჯანმოს სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთო. ჯანმომ საერთოდ არ იცის, რომ საქართველოში კოლხურ მედიცინას სამი-ოთხიათასწლიანი ისტორია აქვს. 2000-იანი წლების დასაწყისში მე შევხვდი ტიბეტელ ლამას. ჩემთან ერთად იყო ჩემი ასოციაციის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ გოცაძე და იმ კაცმა გვითხრა, რას დაეძებთ ამ ტიბეტურ მედიცინაში, როცა ტიბეტურ მედიცინას, უძველესი დროიდან მოყოლებული, კოლხური მედიცინიდან აქვს მთელი რიგი რეცეპტები წაღებულიო?! ასეთ მედიცინას ჯანმოსნაირი არამზადა ორგანიზაციები არ ცნობენ.
  დასახელებული ჯგუფიდან ერთ-ერთ პროფესორს, აკადემიკოსს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ჰქონდა სერიოზული შეთავაზება ბატონ პაატა იმნაძესთან. მისი პასუხი იყო ასეთი – ჩვენ ვმოქმედებთ პრტოკოლით. ვისი პროტოკოლით მოქმედებთ? სანამდე შეიძლება, ამხელა ტრადიციისა და გამოცდილების მქონე ქვეყანას უკარნახონ თავისი პირობები ასეთმა უსუსურმა ორგანიზაციებმა. იმ ორ კვირასთან დაკაშირებით, რომელსაც ბატონი ტრამპი ჯანმოს ედავება, ტრამპს აბსოლუტურად ვეთანხმები. კორონავირუსის პიკმა საქართველოში იანვრის თვეში გაიარა. უამრავი ექიმი მყავს გამოკითხული ამასთან დაკავშირებით. ამაზე პრესის წინაშე არ საუბრობენ, მაგრამ ჩემთან ისაუბრეს. კორონავირუსის პანდემიის გაღვივება და ამ დონეზე მითიზაცია ვიღაცების ინტერესშია და ეს სპეცსამსახურებმა უნდა იძიონ.
  გამოდის ფიზიკოსი, რომლის ნანოგენერატორი მსოფლიოს უზარმაზარ და უძლიერეს ცენტრებშია გამოცდილი და უდიდესი ინტერესით ელოდებიან ყველგან ამ კაცს. ის კი არ მიდის იმის გამო, რომ პატრიოტია და უნდა, ყველაფერი აქ გააკეთოს. უარს ამბობს იმ შემოთავაზებებზე, რომელსაც სხვა სახელმწიფოები სთავაზობენ და რჩება რუსთავის ტერიტორიაზე, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ლუკმა-პურის ფული არ გააჩნია. როგორც ის ამტკიცებს, ამ ნანოგენერატორით შესაძლებელია ერთდროულად 60-იდან 100-ამდე პაციენტი ჩაერთოს მის ველში და უსწრაფესად განიკურნოს. ეს გამოგონება კორონავირუსის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ადამიანთან წლებია, ურთიერთობა მაქვს და მის კვლევებს ვაკვირდები. ჰაერზე არაფერს ვამბობ, მე ფაქტებზე გესაუბრებით. მინისტრი ხარ თუ ვინც, გამოდი და ეს ფაქტი უარყავი. ჯანდაცვის მინისტრს ეს ფაქტი მაგიდაზე უდევს და მისგან პასუხი არ არის. რას ჰგავს ეს? ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჯანდაცვის მინისტრს, თუ ის უნდა ემსახუროს ქართველ ხალხს?! როცა ასეთი დონის ინფორმაცია შესდის, ის ვალდებულია, პასუხი გაგვცეს. ადრე ამაზე ეკონომიკის მინისტრს – ქალბატონ თურნავასაც მივწერე. დაკარგა, ბატონო, წერილი. რაზეა საუბარი, ვის უნდა უსმინო აქ? ჩემ გარშემო ერთი კორონიანი ვერ ვნახე, საიდან არის ეს პანდემია ვერ ვხვდები. რომც იყოს, ვიცი ტექნოლოგიები, მივცემ რჩევას და ერთი წამლის დალევით მორჩება ყველა. რად უნდა ამას ამხელა ისტერიკა?!
  არის 90 წელს მიტანებული ნანობიოლოგი კახეთის რეგიონიდან, რომელიც 17 დაპატენტებული წამლის ავტორია. მან ორი ახალი პრეპარატი შექმნა ანტიკორვილი და კორვირანტი და გამოცდას ითხოვს. მზად არის ნიმუშები ყველას უსასყიდლოდ მისცეს და ვიღაცამ ხომ უნდა მოუსმინოს?! რატომ უნდა იაროს მთელმა საქართველომ ამ სამეულის ჭკუაზე?! მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა ექიმმა ხალხური მედიცინის, ბალახეული წამლების საშუალებით ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია კორონას მკურნალობის საქმეში. მაგრამ მთელი ჩინეთი და ჯანმო აუჯანყდა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად დამარცხებადია, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდათ.
  შემდეგია ქიმიკოსი, რომელიც მცხეთაში ცხოვრობს. მას აქვს თავის მეთოდიკა, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიის გამოყვანა. მაგრამ უსმენს ვინმე? არავინ. სასოწარკვეთილმა მითხრა, მზად ვარ, შემყარონ კორონავირუსი და მათ თვალწინ, 2-3 დღეში მოვირჩენო. მეტი რაღა უნდა გითხრას ადამიანმა?! თავის დარგის პროფესიონალია, მაგრამ არავის არაფერი აინტერესებს. საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და სახალხო მკურნალთა ასოციაცია „ლაზაროსი“ 2007 წელს დავაფუძვნე. იქედან მოყოლებული უამრავი ინფორმაცია დამიგროვდა, ძალიან ბევრ გამომგონებელსა და მკურნალს შევხვედრივარ, რომელთაც შეუძლიათ, სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდით დგომის შედეგად, საქართველოს საგარეო ვალიდან ორ-სამ წელიწადში ერთი თეთრიც კი აღარ დაგვიტოვონ. მაგრამ ამათ არ აწყობთ ამის გაკეთება.
  დავუბრუნდეთ კორონას, ვინმემ  გაკვეთა გარდაცვლილი ადამიანის გვამი? ერთადერთი – გერმანელებმა, მართლა სხვა ხალხია და არცერთ გაკვეთილში კორონა არ აღმოჩნდა, ყველა თანმდევი დაავადებითაა გარდაცვლილი. ასე რომ, კითხვები უნდა გაიშვას იმნაძისა და გამყრელიძის მიმართულებით. რატომ არ კვეთენ აქ გვამს? დაადასტურონ ადამიანების გარდაცვალების მიზეზები.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ძალა ხალხურ მედიცინაშია?
– ხალხურ მედიცინაში იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ესენი ფიქრობენ. უამრავი ფაქტი მახსენდება, იმდენი ექსპერიმენტი ჩამიტარებია 30 წლის განმავლობაში. ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით. 90-იან წლებში ათარბეგოვის ქუჩაზე მუშაობდა მაგული გამყრელიძე – ექსტრასენსი, სახალხო მკურნალი, განათლებით მუსიკოსი. მან ქირურგის მიერ მოჭრილი შუა თითი გაზარდა სრულყოფილად. მივედი ექიმთან, რომელმაც ეს გააკეთა და როგორც ჟურნალისტი, ვეკითხები პირველი კატეგორიის ქირურგს: შესაძლებელი იყო რამე მეთოდით ამ თითის გაზრდა-მეთქი? დამცინიო, გამომლანძღა და შემდეგ ვაჩვენე ეს თითი. მე როგორც გამომძიებელ-ჟურნალისტს მაინტერესებს მისი უდიდებულესობა ფაქტი და არა გავრცელებული შეხედულებები. რაც დღეს ამოუხსნელად გვეჩვენება, იმას ხვალ ამოხსნის სამყარო.
– გქონიათ მცდელობა, საქართველოს ფარგლებს გარეთ სამეცნიერო წრეებისთვის მიგეწოდებინათ ეს ინფორმაცია?
– კი, მქონდა ამის მცდელობა. ჩემი შინაური წყაროებით ვეცადე, იტალიისა და საფრანგეთისთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია. მაგრამ გასაგებად მომწერეს თავიანთი დამოკიდებულება ალტერნატიული მეთოდების მიმართ. საფრანგეთიდან ისიც კი მომწერეს, მოდი, ჯერ ქართველმა ექიმებმა სცადონ ეს ყველაფერიო.
– ტრამპთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
– ღია წერილი უკვე გამზადებული მაქვს ტრამპისთვის. ველოდები გარკვეული დროის გასვლას, რასაც ქართული კანონმდებლობა მავალდებულებს. თუ ორი კვირის განმავლობაში ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელობიდან არ იქნება პასუხი, სრული უფლება მაქვს, ოფიციალურად, ღია წერილით მივმართო ბატონ ტრამპს, ჯანმოსა და სხვებს და ვამცნო ეს ინფორმაცია. მე ჩემს ვალს მოვიხდი, თუ მიიღებენ – მიიღებენ. ძალიან ცუდი რაღაცები აქვთ ნეოლიბერალისტურ ძალებს ჩაფიქრებული. სიამოვნებით დავუდგები გვერდით ბატონ ტრამპს მათთან ბრძოლაში და შევაიარაღებ ამ ინფორმაციით.

скачать dle 11.3