კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 საშიშია თუ არა მაისთან დაკავშირებული ცრურწმენები

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  კარგა ხანია, დადგა ვარდობისთვე - მაისი, მაგრამ ავდარსა და უამინდობას დასასრული არ უჩანს. ამას ემატება ათასი ჭორ-მართალი იმ მოვლენათა თუ ღონისძიებების შესახებ, მაისში რომ არ არის ხელსაყრელი. თუ რა უდევს საფუძვლად მსგავს ცრურწმენათა გავრცელებას და ასევე, რა მინიშნებების შესრულებაა რეკომენდებული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მომეტებული ნალექიანობის დროს (რასაც განსაკუთრებით მაისში არ ვუჩივით) ყველაზე საჭირო ნივთის, ქოლგის გამოყენებასთან დაკავშირებით,  - ამ ყოველივეზე გვიამბობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა გ.
- მაისი რომ წელიწადის ყველაზე წვიმიანი თვეა და ამ სეზონის შეუცვლელი ნივთი სწორედ ქოლგაა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება და ისიც ცხადია, ნებისმიერ ოჯახში, ყველასთვის სათითაოდ თუ არა, თითო მაინც რომ მოიძევება. ისიც გაგებული გექნებათ: ქოლგის ძირს დავარდა ან სახლში მისი გახსნა, არ შეიძლებაო. თუ რაზე მიუთითებს ეს მინიშნებები ან კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ მისი მოხმარებისას, ამაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად მაისთან დაკავშირებულ გაფრხილებებზე.
– გამიგია, რომ მაისში ქორწინებას ერიდებიან...
- მარტო ეგ?! - ძველად მაისს უწმინდურ სულთა გალაღებისა და სრული თავაშვებულობის თვედ აცხადებდნენ და ხალხი იმასაც ამბობდა, მისი დადგომისთანავე „კუდიანები“ მელოგინე ქალებს ჩვილ ჭინკებს შეუსვამენ და ამ უბედურებს მერე სულ თავის ჭკუაზე ატარებენ „შვილად წოდებულ“ ბოროტ არსებათა საშუალებითო. თუმცა, არც მამაკაცებს ადგათ უკეთესი დღე: ულამაზეს ქალიშვილებად ქცეული „კუდიანი ავსულები“ სულის ამოხდამდე ტანჯავდნენ მათი ხიბლის ბადეში გაბმულ მამრებს. თუმცა, როგორც ყველაფერს, ამ მოარულ საშიშ ამბებსაც თავისი ახსნა აქვს. უბედურების მაუწყებელი სამაისო ტრადიციები სოფლიდან იღებს სათავეს და სამეურნეო საჭიროებებს უკავშირდება. დათბობასთან ერთად ერთბაშად იჩენს თავს სეზონური სამუშაოები მინდვრად, ბაღ-ბოსტანსა თუ ყანაში. შენ კი თუ ამ ყველაფერს მიატოვებ და ქორწილში მოილხენ ან რაღაც გარიგებას გამოეკიდები - რა ეშველება ამდენ სამუშაოს? მაგრამ განა შეიძლება, ამის გამო მაისში ახალგაზრდები სრულიად მოწყვიტო ლხინსა და სასეირო თავყრილობებს?! უფრო პირიქით, სტუმარიც უნდა მიიღო და შესაფერისადაც უმასპინძლო. მაგრამ, როგორი საქმეა „გამოცარიელებულ“ მაისში სუფრის გაშლა? - აი მიზეზი, რატომაც მიაჩნდათ ქორწილი და ზეიმი მაისში უბედურებად... მაგრამ, თუ მაინც მოახერხებთ ქორწილის გადახდას, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. მაისში ვალად ნურაფერს გასცემო, ნათქვამია, რაც იგივე პრობლემას უკავშირდება: „მშიერ“ თვეში თავად რომ არა ჰქონდათ რა, სხვას რას მისცემდნენ?! ყველა ცრურწმენის მიუხედავად, მაისი სიყვარულისთვის საუკეთესი დროა - განსაკუთრებით მაისში დაბადებულებს გაუმართლებთ. მათ სიყვარულის ქალღმერთის წყალობს და კეთილდღეობას უგზავნის თითოეულ მათგანს. ასე რომ, ნურაფრის გეშინიათ, ამინდსა და ხვნა-თესვაზე გადაგებული ჩვენი შორეული წინაპრები მაისის უიღბლობას ყოფით პრობლემებს უკავშირებდნენ და თუ ვინმესთვის ეს თვე დღესაც უიღბლო აღმოჩნდა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რაც მოინდომა, ის მიიღო.
- რა ვუყოთ ქოლგას, თითქმის ყოველდღიურ თანამგზავრად რომ გვექცა ამ წვიმიან მაისს?
- ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ქოლგას, რომელიც მრავალი საუკუნის წინ გამოჩნდა ჩინეთში როგორც ხელისუფალთა ატრიბუტი: საზეიმო პროცესიების დროს  იმპერატორები ღია ცისქვეშ 13 მოოქრული ქოლგით გადაადგილდებოდნენ. ეს გახლდათ 12 ზოდიაქოს ნიშნით გარშემორტყმული მზის სიმბოლო. რაც შეეხება ევროპას, ქოლგა იქ მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა და თავიდან იქაც მზისგან თავდასაცავად იყენებდნენ. ჩვენთვის ჩვეული დანიშნულება კი მან მხოლოდ გასული საუკუნის შუახნიდან მიიღო. როგორც ყველა ხანგრძლივი ისტორიის მქონე ნივთს, ქოლგასაც უამრავი მინიშნება და ცრურწმენა უკავშირდება. მაგალითად, ქოლგის პოვნა ცუდის ნიშანია - თუ სადმე ქოლგას გადააწყდით, რომელიც ვიღაცას დარჩა ან სულაც დაკარგა, აღებას ნუ იჩქარებთ, რადგან ამ უდავოდ საჭირო ნივთთან ერთად, შეიძლება მისი პატრონის პრობლემები და უსიამოვნებანიც თან გაიყოლოთ.
- რატომ არ შეიძლება ქოლგის შენობაში გახსნა?
- უბედურებას გამოიწვევს. ძველად სჯეროდათ, რომ ქოლგის შენობაში გახსნა მზეს განარისხებდა და ეს მინიშნება იმდროიდელია, როცა ქოლგის დანიშნულება მზის სხივებისგან დაცვა გახლდათ. სხვა ვერსიით, ქოლგის სახლში გახსნა გამაღიზიანებელია ოჯახის მცველი სულებისთვის, გამუდმებით თქვენს კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ და უსიამოვნებებს თავიდან გაცილებენ. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო კი, ამ სიკეთეს უნდა გამოემშვიდობოთ - წინ კარგი არაფერი გელოდებათ. ამ მინიშნების ფესვები მის ისტორიაში უნდა ვეძებოთ - ქოლგის პირველი, უზარმაზარი დასაკეცი კონსტრუქციის შენობაში გახსნა მართლაც სახიფათო იყო, რადგან თამაშის დროს შეიძლება მისგან ბავშვი დაშავებულიყო. შემდეგი მინიშნება გვაფრთხილებს, რომ არ შეიძლება ქოლგის საწოლზე დადება ან გაშლილი სახით იატაკზე დადგმა - ამით ფულის შემოდინების ენერგიას მოუსპობთ საკუთარ თავს.  
- როგორ მოვიქცეთ, თუ ქოლგა ძირს დაგვივარდა?
- ნუ იჩქარებთ მისი აღებას, თორემ მალე უსიამოვნება შეგხვდებათ. თუ თქვენ მახლობლად ვინმეა, შეეცადეთ, ქოლგა მან მოგაწოდოთ. მაგრამ, თუ მაინცდამაინც თავად მოგიწიათ ამის გაკეთება, სახლში მისვლისთანავე აუცილებლად სარკეში ჩაიხედეთ. არც დაბადების დღეზე აჩუქოთ ვინმეს ქოლგა - ასეთი პრეზენტი იუბილარის თავზე მთელი წლით შეყრის ღრუბლებს და იღბალს არ აღირსებს. მაგრამ, თუ მაინც ქოლგის ჩუქება გინდათ, საქმიანი გარიგების სახე მიეცით და სიმბოლურ ფასად „მიჰყიდეთ“ იუბილარს. დაბოლოს, არ არის სასურველი, წვიმაში ერთი ქოლგის ქვეშ ორნი შეიყუჟოთ. ამან შეიძლება, შემოსავლების შემცირება გამოიწვიოს ან ვინმემ სამსახურში შეგავიწროოთ.

скачать dle 11.3