№21 შვრიის ფაფით ერთ კვირაში დაკლებული 4 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
შვრიის ფაფის დიეტა საკმაოდ ეფექტურია და სასარგებლო. ის, გარდა იმისა, რომ წინაში ადვილად დაგაკლებინებთ, წმენდს ნაწლავებს და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება. ერთკვირიანი, ყოველდღიური მენიუ კი ასეთია:
საუზმე: 1 თეფში შვრიის ფაფა, 2 ვაშლი, უშაქრო მწვანე ჩაი. შეგიძლიათ, ფაფას დაჭრილი ვაშლი დაუმატოთ ან მიირთვათ ცალკე.
სადილი: 1 თეფში შვრიის ფაფა 1 ჩაის კოვზი თაფლით, 2 ვაშლი, 100 გრამი ხაჭო.
ვახშამი: 2 ვაშლი, 200 გრამი ხაჭო.
თუ შიმშილი შეგაწუხებთ და დიეტის დაცვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, ზემოთ მოცემულ მენიუს სადილსა და ვახშამზე 300 გრამი ბოსტნეული დაუმატოთ. უნდა სვათ, დღეში 3 ლიტრამდე წყალი.