№21 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი 2007 წლის 21 აგვისტოს, დილის რვა საათსა და ოც წუთზე დაიბადა. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია და რომელი დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება?
პასუხი: თქვენი შვილი, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეექმნას პრობლემები. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: ხასიათში მეტად უნდა გამოავლინოს შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების უნარი. მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეს განვითარებული პასუხისმგებლობა. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს და არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვოს. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მის ცხოვრებისეულ წარმატებებს განაპირობებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. პროფესიებიდან კი კარგია და მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.