კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ექიმის რჩევები

კითხვა: შევამჩნიე, რომ მარჯვენა ტერფზე ცერთან მაქვს პოდაგრისთვის დამახასიათებელი გამობერილობა. ხანგრძლივი სიარულის, დატვირთვისა და ხელის დადებით მტკივნეულია. ახლა ექიმთან ვერც მივდივარ, ვარ 21 წლის. როგორც ვიცი, პოდაგრა უფრო ასაკოვან ქალებს უვითარდებათ. გთხოვთ, სანამ ექიმთან მივალ, დამეხმაროთ.
პასუხი: თქვენი ასაკიდან, სქესიდან და ჩივილებიდან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად საფიქრებელია პოდაგრის დიაგნოზი, დიდი ალბათობით, პოდაგრაში გულისხმობთ ტერფის ვალგუსურ დეფორმაციას, რაც თქვენს ასაკში არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ან ტერფის პრობლემას (ბრტყელტერფიანობა ან ტერფის მაღალი თაღის არსებობა) უკავშირდება. საჭიროებთ ორთოპედის კონსულტაციასა და ტერფის დიაგნოსტიკას.
კითხვა: ამჟამად რუსეთში ვარ, ტყეში ვვარჯიშობდი და ტკიპამ მიკბინა. არ ვიცი, „ჩამჯდარი“ იყო თუ არა, მოვკიდე ხელი და გადავაგდე. რა შეიძლება, გავაკეთო? როგორ მოვიქცე? დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფექციურშიც ვერ მივდივარ.
პასუხი: კარგი იქნებოდა, რომ ტკიპა შეგენახათ და გამოკვლევა ჩატარებულიყო, იყო თუ არა ის დაავადების გადამტანი. ახლა სხვას ვერაფერს იზამთ იმის გარდა, რომ დაიმუშაოთ ნაკბენი ადგილი და დააკვირდეთ თავს: თუ ორი კვირის განმავლობაში დაგეწყებათ შეწითლება (ეს შეწითლება ჰგავს სამიზნეს – წითელი არშიაა და შუაში ამობურცული წერტილი ჩანს), თავის ტკივილი, მოგემატებათ ტემპერატურა, გექნებათ დაღლილობის შეგრძნება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დაგვიანების შემთხვევაში, ეს შესაძლოა, ძალიან საშიში იყოს.
კითხვა: ვარ 23 წლის გოგონა, გათხოვილი. გავიკეთე სისხლის ანალიზი, შენიშვნაში წერია, რომ აღინიშნება ნეირტოფილოზი, შეფარდებითი ლიმფოპენია. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს? ასევე, შარდში არის დიდი რაოდენობით ბაქტერიები და ლორწო.
პასუხი: ასეთი ცვლილებები რომელიმე ორგანოს ბაქტერიული ანთების მაჩვენებელია. შარდის ანალიზის მიხედვით ჩანს, რომ გაქვთ საშარდე გზების ანთება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც მოგცემთ დანიშნულებას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3