კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვაშლის გასაოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ვაშლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. განსაკუთრებული თვისებების გამო ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. ვაშლი პექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს. პექტინი ნაწლავებში ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აქტივაციას. ხელს უწყობს მავნე პროდუქტების, მძიმე ლითონების, რადიონუკლიდების, ტოქსინებისა და ასე შემდეგ გამოდევნას. სწორედ ამიტომაა გახეხილი ვაშლის მიღება ფაღარათის წინააღმდეგ მებრძოლი არაჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდი. ხოლო დიეტა, რომელიც გამდიდრებულია პექტინებით, 30 პროცენტით დაბლა სწევს ქოლესტერინს და იმავდროულად, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
  ვაშლი მდიდარია მინერალებით. ის შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – რკინას. ვიტამინებიდან – C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, ეს კომპონენტები ვაშლში ადვილად ასათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად ოპტიმალური კომბინაციით არის წარმოდგენილი.
  ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად მიირთვან.
  ვაშლის შემადგენლობაშია ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი მჟავები, როგორიცაა ვაშლის, ღვინისა და ლიმონის მჟავა, ხოლო მთრიმლავ ნივთიერებებთან კომპლექსში ეს მჟავები აჩერებს ნაწლავებში ლპობისა და დუღილის პროცესებს, საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა არ შეიგრძნოს მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, ხელს უწყობს ნაწლავების ბუნებრივ გაწმენდასა და აღდგენას. ჯანსაღი ნაწლავები კი დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.
ვაშლი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველასთვის – როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
ძალზე იშვიათი ვიტამინი G ვაშლში გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ხილში. მას „მადის“ ვიტამინს უწოდებენ. ის უზრუნველყოფს საჭმლის ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს ადამიანს ზრდაში.
  ვაშლის მიღება სჯობს ცოცხალი სახით, შესაძლებელია გახეხილიც. უფრო სასარგებლოა წვრილი, მჟავე და ველური ვაშლი. მასში სასარგებლო ნივთიერებების ათჯერ მეტი რაოდენობაა.
  ვაშლი კარგია ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ორგანიზმს ეხმარება ნაღვლის ბუშტის კენჭოვან დაავადებებთან და ქოლეცისტიტთან ბრძოლაში.
  ღვძილისა და ნაღვილს ბუტშის დაავადაებების დროს ნახევარი ლიტრი ვაშლის წვენი გასხენით 75 გრამ თაფლში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
ვაშლის ქერქის ჩაი ამშვიდებს ნერვებს, ამცირებს ხველასა და ყელის ჩახეხვის შეგრძნებას, ებრძვის ჭარბ წონასა და სიმსუქნეს, აქვს შარდმდენი ეფექტი.
 ვაშლის ქერქი გაახმეთ და დააქუცმაცეთ. 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და დააყენეთ, როგორც ჩაი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6-ჯრ.
  ტერფებზე ნახეთქების მოსაშორებლად ვაშლი წვრილად დაჭერით, ხარშეთ ცოტაოდენ რძეში, სანამ ფაფად არ გადაიქცევა, გააგრილეთ, სქლად დაიდეთ ნახეთქებზე, დააფარეთ დოლბანდი და 30 წუთით გაიჩერეთ.
მეჭეჭების მოსაშორებლად კანი დაიზილეთ ახლად მოჭრილი ვაშლის კიდით 3-4 წუთის განმავლობაში, დღეში 5-6-ჯერ. პროცედურის ჩატარება ერთი თვე დაგჭირდებათ.
скачать dle 11.3