კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ერთ-ერთ საეკლესიო წიგნში ამოვიკითხე, რომ ცოდვაა „მუსიკანობა“ (როდესაც მუსიკალურ საკრავზე უკრავ ან მღერი) და „როკვა“ (ცეკვა). თუ შეიძლება, ამიხსენით, რატომ არის ხელოვნების ეს დარგები ცოდვა ან ქართული ცეკვა და ვთქვათ, სალამურზე დაკვრა ცოდვაა?
პასუხი: ხელოვნების ნებისმიერი დარგი, მათ შორის ცეკვა და სიმღერა, მხოლოდ მაშინ შეიძლება, ცოდვად ჩაითვალოს, თუ იმ ზღვარს გადადის, როცა ადამიანი თავაშვებული ხდება და ადამიანურ სახეს კარგავს.  რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ ხელოვნებას, მის განვითარებაზე ქრისტიანობამ ღრმა კვალი დააჩნია და გააკეთილშობილა. თუ ქართული ხელოვნება ნამდვილად გვიყვარს, ჩვენი ვალია, მოვუაროთ მას და ქრისტიანული, ეროვნული სახე არ დავუკარგოთ.
კითხვა: ჩემს შვილებს უკვე საკმაო ასაკი აქვთ და მინდა, რომ დაქორწინდნენ. თუ არსებობს სპეციალური ლოცვები ამ სურვილის სათხოვნელად?
პასუხი: საეკლესიო კანონიკაში ასეთი სპეციფიკური ლოცვები არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თხოვნით შეგიძლიათ, უფალს მიმართოთ, მაგრამ გირჩევთ, თქვენი სათხოვარი უფლის მიმართ არ დააკონკრეტოთ, რადგან უფალმა თვითონ იცის, რა სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს. მთავარია, მივენდოთ მას. თქვენი სურვილის ასასრულებლად ილოცეთ ჩვეულებრივი საეკლესიო ლოცვებით. ამ ლოცვებში ყველაფერი იგულისხმება და ვინც ითხოვს, მიეცემა კიდეც. სთხოვეთ უფალს თქვენი შვილების გულები წარმართოს სათნოებისა და სიმშვიდისკენ. როდესაც ადამიანის გული სიმშვიდითა და სათნოებით აივსება, ყველაფერი წესრიგდება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეუძლია თუ არა ადამიანს, იტვირთოს სხვისი ცოდვები (მაგალითად, დედამ – შვილის). რამდენად შესაძლებელია, ეს მოხდეს მართლმადიდებელ ქრისტიანებში?
პასუხი: სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე აღება მხოლოდ მაცხოვარს შეეძლო და ჯვარზე გაკვრით იტვირთა კიდეც მთელი კაცობრიობის ცოდვები. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ მოკვდავს არ ძალუძს, აიღოს სხვისი ცოდვები. რადგან მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს ჩადენილი ცოდვებისთვის.
კითხვა: არის შემთხვევები, როდესაც აზრადაც არ გაგვივლია ცუდი საქციელის ჩადენა, მით უმეტეს, ცოდვის ქმნა, მაგრამ ხანდახან ისე აეწყობა მოვლენები, რომ ჩვენი ესა თუ ის საქციელი ვიღაცას გულს სტკენს. აღმოჩნდება, რომ არასწორად მოვიქეცით და შევცოდეთ. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთ დროს?
პასუხი: რადგანაც ყოველი ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავია, თავისი ადამიანური ბუნებით, შესაძლოა, ჩავარდეს ამა თუ იმ ცოდვაში, უნებლიეთ აწყენინოს მოყვასს, იცრუოს, თუნდაც გულში ბოროტება არ ჰქონდეს – ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება. თუმცა, საჭიროა, ადამიანმა გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, დაფიქრდეს და მიხვდება, რა გააკეთა სწორად, რა შესცოდა და ყოველივე ამის შესახებ მოძღვარს დაელაპარაკოს. სწორედ იმისთვის არსებობს აღსარება და სინანული, რომ ადამიანი გათავისუფლდეს ჩადენილი ცოდვებისგან. ოღონდ მისი სინანული გულწრფელი უნდა იყოს.


скачать dle 11.3