კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები ბოლო ჟამის პერიოდში და რატომ არ უნდა საუბრობდნენ დღეს სასულიერო პირები ეშმაკის გეგმებზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

როგორია ეკლესიური სწვალება მეორედ მოსვლის, ბოლო ჟამის შესახებ – გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სახარებაში წერია, როგორ იჯდა 38 წელი ადამიანი ტბასთან და ელოდებოდა, როდის აიმღვრეოდა წყალი, რადგან გადმოცემის თანახმად, წელიწადში ერთხელ ანგელოზი გადმოდიოდა, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ტბაში, ის იკურნებოდა. ასე იჯდა ის ადამიანი და ელოდებოდა სხვა ადამიანს, რომელიც წყლის ამღვრევის დროს აიყვანდა ხელში და წყალში ჩასვამდა. ბევრი იყო ასეთი, მაგრამ მაცხოვარი მასთან მივიდა და უთხრა: გინდა განკურნებაო. მან კი უპასუხა: კაცი არ მყავს, წამავლოს ხელი და ტბაში ჩამიყვანოსო. გამოჩნდა ქრისტე, რომელიც ეუბნება: ადექი, აიღე ცხედარი შენი, აღარ შესცოდო, რომ უარესი არ დაგემართოსო. როგორც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ღმერთი გვეხმარება, წამოსწევს წინ ჩვენს ცხოვრებას და მერე აღარც ღმერთი გვახსოვს და არც მისი მადლიერები ვართ. წმიდანთა ცხოვრებაში წერია, რომ ეს ადამიანი იყო ის, რომელიც სახეში ურტყამდა ქრისტეს და აფურთხებდა. ასე მოექცა ღმერთკაცს, ვინც 38 წელი ხეიბარი იყო, თუმცა ქრისტემ განკურნა ის, აღარ შესცოდო, უარესი დაგემართებაო. მსგავსი რამ შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს. მუდამ გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის ღმერთკაცი, რომელმაც ხელი მოგკიდა, ფეხზე წამოგაყენა და გითხრა: რომ განიკურნე და აღარ შესცოდოო.
– ბოლო პერიოდში ბევრი ცრუ ქადაგება, სწავლება, იდეოლოგია ვრცელდება. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ვიღაცები სარგებლობენ ადამიანების შიშით და ქადაგებენ, ოღონდ არა წმიდა წერილიდან, არამედ ვიღაც მასონების, სიონისტების გეგმებზე და ჩვენც შეშინებული ვართ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება, რათა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. სასულიერო პირი უფლის გეგმებზე უნდა საუბრობდეს და არა ეშმაკის. პავლე მოციქული ამბობს: ურჯულოების საიდუმლო უკვე არსებობს, მაგრამ ახლა არის შემკავებელი, ანუ მართლმადიდებელი იმპერატორი, რომელიც წრიდან განიყვანებაო. ეშმაკი ხნავს, ღმერთი თესავს. ამ კატაკლიზმებში ღმერთი დაინახავს, ვინ ეშმაკის იქნება და ვინ ღმერთის. ეშმაკის გეგმებს, რომ გაგაცნობენ, უთხარი: ქვემოთ ღმერთის ბეჭედი დარტყმული აქვს ან ღმერთისგან აქვს ხელი მოწერილიო. როდის იყო, რომ ღმერთი ეშმაკის გეგმას ამტკიცებდა. ეშმაკი არის ღვითს კარიკატურა, მას ბაძავს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ეს საკითხები ყველა ქრისტიანს აწუხებდა ყველა პერიოდში, ყველა ეპოქაში. როცა დაიბადები, იქიდან გარდაცვალებამდე ბოლო ჟამია. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აინტერესებთ მოციქულებს, როდის იქნება მეორედ მოსვლაო. მაცხოვარი კი მათ გარკვევით ეუბნება: დრო და თარიღების შესახებ არ არის საჭირო, თქვენ იცოდეთო. ვინც გეტყვით, რომ იესო ქრისტე ამა და ამ დროს, ამა და ამ დღეს მოვაო, ის არის ანტიქრისტე. თუმცა, მაცხოვარი იმასაც ამბობს: როგორც მშობიარობას წინ უძღვის ტკივილები, როგორც გამოზაფხულდება და კვირტები ამოუვა ხეს, მისი რტოები დარბილდება, აქედან მიხვდებით, როდის დადგება ეს პერიოდიო, ანუ იქნება ომები, მიწისძვრები და ჭირნი დიდნი.
– მამაო, თითქმის ყველა საუკუნეში იყო ომები, მიწისძვრები, პანდემიები...
– გეთანხმებით. ყველა საუკუნეში ხდებოდა ეს, მაგრამ ეს კატაკლიზმები დაშვებულია ღმერთისგან, რათა გავიგოთ ვინ არის კარგი ქრისტიანი და ვინ – ცუდი, ვინ არის კარგი პატრიარქი და ვინ – ცუდი, ვინ კარგი მღვდელი და ვინ – ცუდი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება ადამიანების ორი კატეგორია: ქრისტიანები და არაქრისტინები. ამ პანდემიამაც ხომ გვაჩვენა ყველაფერი, ხომ მოხდა „ტესტირება“ და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს კატაკლიზმები არის იმისთვის, რომ გამოჩნდეს ვინ ვინ არის. როცა ყველაფერი გაირკვევა, მერე მოვა ანტიქრისტე და სათავეში ჩაუდგება იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანებს დაუწყებენ ლანძღვა-გინებას და შემცირდება ქრისტიანების რიცხვი, თან ძალიან, ისე, რომ მაცხოვარი ამბობს: ვნახავ კი დედამიწაზე რწმენას. ერთეული ადამიანები იქნებიან ქრისტიანები. სახარება სასუფევლის შესახებ ექადაგება ყველას მთელ მსოფლიოშიო. ანუ, როცა ყველა ადამიანი გაიგებს სიმართლეს, რომ ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლობაში, ჭეშმარიტება არის ქრისტეში, მაშინ მოვა აღსასრულიო. ყველაფერი დალაგებული იქნება, ანტიქრსიტე მსოფლიო იმპერატორი გახდება, აღარ იქნება ვირუსები, ომები, არც ეკონომიკური კრიზისი, მშვიდობა დაისადგურებს, სწორედ მაშინ მოვა მაცხოვარი და აღსასრული. და არა მაშინ, როცა შეშინებულები სახლში ვართ ჩაკეტილები. პავლე მოციქული ბრძანებს თესალონიკელთა მეორე ეპისტოლის მეორე თავში, მეორე, მესამე მუხლში: ნუ შეძრწუნდებით გონებით, ნუ შეშფოთდებით ნურც სულით, ნურც სიტყვით, ნურც ვინმეს ქადაგებით, რამეთუ არ მოვა იგი დღე, სანამ არ იქნება უდიდესი განდგომილება და არ მოვა უსჯულოების კაცი, ანტიქრისტე. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება, სწავლება მეორედ მოსვლის შესახებ. გასულ საუკუნეში მოღვაწე მამა იოანე კრესტიანკინი დღევანდელი მოვლენების შესახებ ძალიან გარკვევით ამბობს თავის ქადაგებაში: თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების შესაძლებლობებით ფარულადაც და განცხადებულადაც რომ აღნიშნონ ადამიანები ჩიპებით, ნომრებითა და ბეჭდებით, ისინი ვერ ავნებენ ქრისტიანის სულს,  თუ მისი მხრიდან არ იქნება უარყოფა ქრისტესი და ეკლესიის. ქრისტეს თუ არ უარყოფ, აღარ აქვს მნიშვნელობა, რას გაგიკეთებენ. მაგრამ როცა შენდა უნებურად რაღაც იყიდე, დალიე, არ იცი, რა არის, არ მოგეკითხება, რადგან არ არის ეს ქრისტეს უარყოფა. ჩვენ იმდენად დამონებული ვართ სმარტფონებს, ინტერნეტს, არხებს, რომ ჩვენდაუნებურად, როცა გვეტყვიან ან მიიღებ კოდირებას და გექნება ყველაფერი, ან კარგად იყავიო, აღარ ვეტყვით უარს. თუმცა, ეს ყველაფერი სამწელიწად-ნახევარი გაგრძელდება და როგორღაც გავძლებთ ჩიპირების გარეშე, ოღონდ ამაზე ფიქრი დღეიდან უნდა დავიწყოთ. კორონავირუსიც ზუსტად ამის გაფრთხილებაა, რომ მივხედოთ სოფელს. თუ გინდა, რომ თავისუფალი იყო, მიწას უნდა ფლობდე და შრომა უნდა იცოდე.

скачать dle 11.3