კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა შეიძლება, აკავშირებდეს ქალს ქმართან, რომელსაც ღალატს პატიობს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ქორწინებათა დანგრევის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტესად რომელიმე პარტნიორის მხრიდან ღალატია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი განსაკუთრებით რთული პერიოდი და ღალატით გამოწვეული ტკივილი, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა განაპირობებს მას, რა აჩენს ადამიანში ღალატის სურვილს... ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, მეუღლეების 4 პროცენტი აღიარებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მეუღლეს უღალატა და სხვა ადამიანთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
მაკა (38 წლის): ოჯახი 28 წლის ასაკში შევქმენი. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. გაგიკვირდებათ და ქმარს ჯერ კიდევ პირველი კლასიდან ვიცნობდი. ჩვენ კლასელები ვიყავით, სკოლა ერთად დავამთავრეთ. ვმეგობრობდით. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი გზები გაიყარა. რატომღაც ამის მერე კლასელები არასდროს შევკრებილვართ, თავი ვერ მოვაბით. შესაბამისად, ზოგიერთ კლასელთან კონტაქტიც არ მქონია. მხოლოდ მათ ვხედავდი, რომლებიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ. მერე ისე მოხდა, რომ ისევ შეგვახვედრა ცხოვრებამ. მაშინ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი.  ერთ დღესაც ჩვენს ოფისში ახალი თანამშრომელი მოვიდა. ერთმანეთს რომ შევხედეთ, ორივე გაოცებული დავრჩით – სკოლის დამთავრებიდან თითქმის ათი წელი იყო გასული და ძალიან შეცვლილები ვიყავით, მაგრამ ერთმანეთი მაშინვე ვიცანით. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ჩვენი ძველი მეგობრობა, სკოლის ამბები. ბევრი ვიმხიარულეთ, ბოლოს კი ტელეფონის ნომერი გამომართვა. სამსახურთან დაკავშირებით რამე კითხვა თუ გამიჩნდა, დაგირეკავო. მართლაც, იმავე საღამოს დამირეკა. ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს ვყოფილვართ. რამდენიმე თვეში ოჯახი შევქმენით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემს მეუღლეს ძველმა ურთიერთობამ თავი არ შეახსენა.
– რა ურთიერთობას გულისხმობთ, ძველ სიყვარულს?
– არა, მის საყვარელს. როცა ჩვენ შევხვდით, როგორც ბევრ უცოლო მამაკაცს პარტნიორი ქალი ჰყავდა. თავისზე ცხრა წლით უფროსი საყვარელი. როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა, თურმე იმ ქალს თავი დაანება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ვუყვარდი და არ უნდოდა ჩემთვის ეღალატა. ეს ქალი მიავიწყდა. ჩვენ ვიქორწინეთ, გოგონა შეგვეძინა, მალევე ბიჭიც გავაჩინე და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ჩვენი დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ ის ქალი ისევ გამოჩნდა ჩემი ქმრის ცხოვრებაში. მანაც ცდუნებას ვეღარ გაუძლო.
– თქვენ ეს ყველაფერი ვინ გიამბოთ?
– რა თქმა უნდა, ქმარმა, თორემ ასეთ დეტალებს საიდან გავიგებდი. იმ ქალის შესახებ ადრეც მომიყვა და ისიც მითხრა, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ექნებოდა და ყველაფერი ჩვენს შეხვედრამდე იყო. მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მერე რა, თუ უცოლო კაცს საყვარელი ეყოლებოდა, მთავარია, რომ ცოლის შერთვის მერე ეს აღარ მოხდებოდა. ჩემი მეუღლე ისეთი ტიპია, არაფერს მიმალავდა და თუ რამე იყო, ყველაფერს გულახდილად მეუბნებოდა. ამიტომ ერთმანეთში ძალიან ღია ურთიერთობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მისი საყვარლის გამოჩენის ამბავი პირველმა მე შევიტყვე. ქმარმა მითხრა, რომ იმ ქალის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა, ამბობს, რომ ვერ დამივიწყაო. ჩემმა ქმარმა მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, მე მისგან თავს შორს დავიჭერო. თუმცა, გარკვეული შიში მაინც გამიჩნდა. მით უმეტეს, ვიცი, რომ ბევრი ქალი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც კაცი „დაითრიოს“.
– თქვენი ქმრის ყოფილმა საყვარელმა ეს შეძლო?
– კი და თან ისე, რომ გარკვეული ხნით ქმარი წამართვა. ქმრის იმედი მქონდა, მასში დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდა, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი გააკეთა. ერთი-ორჯერ სახლშიც კი დაურეკა. მითხრა, მისი ძველი ახლობელი ვარ, ტელეფონზე არ მპასუხობს და დაუძახეო. მაშინ ჩემი ქმარი ძალიან გაბრაზდა, რით ვერ შეიგნო, მასთან ურთიერთობა რომ არ მსურსო. ტელეფონზე არ პასუხობდა, გაურბოდა. მან კი თავისი მაინც გაიტანა. ჩემი ქმრის ასეთმა უარმა, როგორც ჩანს, უფრო გაამწარა და გააქტიურდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ სახლში მაინც მიიტყუა, მერე კი რაღაცით გააბრუა. ჩემი ქმარი ოჯახიდან წავიდა და 3 წელი იმ ქალთან ცხოვრობდა. საშინელი დღეები გამოვიარე, ბავშვებიც განიცდიდნენ მამის სახლიდან წასვლას. თან ყველაზე მტკივნეული ის იყო, ვიცოდი, რომ ჩემი  ქმარი იმ ქალმა რაღაცებით გააბრუა. ახლა კი ისევ ოჯახისკენ მობრუნდა. გონება გაეხსნა და მიხვდა, რომ ოჯახს გული ატკინა. ერთ დღესაც სახლში მოგვადგა. რომ დავინახე, გული წამივიდა. ამ 3 წლის განმავლობაში ის ერთხელაც არ მინახავს. ბოდიშები მიხადა და მიხსნიდა, რომ იმ ქალმა რაღაც გაუკეთა. მეზიზღება ის ქალი, ეს 3 წელი ოჯახს რომ მომაცილაო. მაშინვე შევატყვე, როგორი გულწრფელი იყო, მე ხომ ქმარს საკუთარი თავივით ვიცნობ.
– თქვენ რა უთხარით? ქმარს ღალატი აპატიეთ?
– კი, ვაპატიე, იმიტომ, რომ მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და მასაც ასევე ვუყვარვარ. კი ეცადა ის ქალი, რომ საბოლოოდ დავეშორებინეთ, მაგრამ ვერ შეძლო. დღეს მე და ჩემი ქმარი ისევ ერთად ვცხოვრობთ და ჩვენს შვილებს ვზრდით. ვცდილობ, ის წლები არ გავახსენო, რადგან როცა ამ ყველაფერს იხსენებს, ძალიან რცხვენია და ნერვიულობს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი ღალატს გამიზნულად არასდროს იკადრებდა, იმ ქალს რაღაცებით რომ არ გაებრუებინა. მადლობა ღმერთს, რომ გონს მოეგო და ოჯახს დაუბრუნდა. თქვენთან საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრ ქალს მივმართო. ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უპატიებელი არაფერია, როცა დიდ სიყვარულს ეხება საქმე. თანაც, ჩემი ქმრის შემთხვევაში, იმ ქალმა იაქტიურა და იმდენი ქნა, რომ თავისთან წაიყვანა. მთავარი ის არის, ბოლოს მაინც მოვიდა ჭკუაზე და მიხვდა, რომ მისთვის ცოლი და შვილები უფრო ძვირფასი იყო. თუ ქმარი მართლა გიყვარს, მაშინ ერთხელ ღალატსაც აპატიებ. მეც ასე ვამბობდი ხოლმე, ქმარს ღალატი როგორ უნდა ვაპატიო-მეთქი, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ ღალატის პატიება შემძლებია.

скачать dle 11.3