№21 როგორ აღმართა ზურაბ წერეთელმა რაკეტებით ამერიკის ცათამბჯენებს შორის 30 მეტრის სიმაღლის ქრისტეს მხედარი
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„საავტორო ჰონორარები – ესაა ფული, რომლითაც ვცხოვრობ. ჩემი შეკვეთები აქაც და უცხოეთშიც ძალიან დიდი თანხებია. საქმე ფულში კი არ არის. მე ის არ მაინტერესებს. ხარჯვისას უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე მიღებისას. ხან წინასწარ უკვე დახარჯული მაქვს. ჩემთვის მთავარია, სამუშაო შევასრულო ხარისხიანად. ბოლომდე მივიყვანო, რაც ჩავიფიქრე... ბედნიერება ფლობაში კი არა, დაუფლებაშია... ისე, რაც მეტს გავცემ, ვიცი, რომ მეტს მივიღებ... მე პრემიებსა და საპატიო წოდებებზე უარს არ ვამბობ, როგორც ამას მრავალი აკეთებს. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. ჩემი ნამუშევრების არასოდეს შემრცხვება“, – ამბობს თავის დღიურებში ზურაბ წერეთელი, რომელიც მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეპიზოდებით არის დატვირთული.
***
„ერთხელ ფერადი სიზმარი მესიზმრა. წმიდა გიორგი შუბით ბირთვულ რაკეტებს ანადგურებდა. გაოცებული დავრჩი. გაოგნებული ვიყავი, იმდენად ცხადი სიზმარი იყო. „ოგონიოკის“ კორესპონდენტს მოვუყევი. ორი კვირა სახელოსნოში ჩავიკეტე. გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. ყველას უცხოეთში ვეგონე. სიზმრის განხორციელება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ. ბოლოს და ბოლოს გავაკეთე ესკიზები, მაგრამ ჩემთვის ვამბობდი: სიგიჟეა! იცით, რატომ? წმიდა გიორგი ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული წმიდანია. მსოფლიოში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკლესია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე მოიხსენიებდა მის წმიდა სახელს, თითქმის ყველა სოფელშია მისი სახელობის ეკლესია. არსადაა ქვეყნად წმიდა გიორგის იმდენი დღესასწაული, რამდენიც საქართველოში – 363 წმიდა გიორგი. არსად ჰქვია ეს სახელი იმდენ მამაკაცს, რამდენსაც საქართველოში – ყველა მეორე გიორგია. გაჭირვების ჟამს ყველა მას მიმართავს... ჯერ კიდეც კომუნისტების დროს გადავწყვიტე 363 წმიდა გიორგის გამოსახულება გამეკეთებინა ფერწერაში, გრაფიკაში, მინანქარში, ბრინჯაოში... ამ აღთქმას ნელ-ნელა ვასრულებ“...
ზურაბ წერეთელმა კაცობრიობის გამანადგურებელი მონსტრის, რაკეტების დეტალებით დატენილი ურჩხულის, წმიდა გიორგის შუბით განგმირვის რიტუალი ჩაატარა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, წერეთელმა მაგიური სიზმარი გააცოცხლა, რაც დასაწყიში „სიგიჟედ“ მონათლა. პრაქტიკულად უმოკლეს ხანში განახორციელა: მშვიდობის დაცვის კომიტეტის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა 6 ჩამოწერილი რაკეტა – სს-20, გაუგზავნა ბაგებში. გაეროს მდივნის პერეს
დე კუელიარის მოთხოვნით კი – ამერიკული პერშინგები მიიღო. არავის მოსვლია აზრად. ამ შეუთავსებელი სიმბოლოების შეთავსება – ამერიკის ცათამბჯენებს შორის აღმართული 30 მეტრის სიმაღლის ქრისტეს მხედარი წმიდა გიორგი მეოცე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ ურჩხულს ჰა, ჰა და ამერიკის მიწაზე მოკლავს... ორი ელემენტი, გაყოფილი გადაულახავი საზღვრით... „ბოროტსა სძლია კეთილმან“ – ეს ქართული გზავნილია ამერიკის მიწაზე გამოთქმული (ნ. კობიაშვილი).
დე კუელიარის მოთხოვნით კი – ამერიკული პერშინგები მიიღო. არავის მოსვლია აზრად. ამ შეუთავსებელი სიმბოლოების შეთავსება – ამერიკის ცათამბჯენებს შორის აღმართული 30 მეტრის სიმაღლის ქრისტეს მხედარი წმიდა გიორგი მეოცე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ ურჩხულს ჰა, ჰა და ამერიკის მიწაზე მოკლავს... ორი ელემენტი, გაყოფილი გადაულახავი საზღვრით... „ბოროტსა სძლია კეთილმან“ – ეს ქართული გზავნილია ამერიკის მიწაზე გამოთქმული (ნ. კობიაშვილი).
***
და აი კიდევ ერთი ამბავი: „ბრაზილიაში მუშაობისას გავიცანი რიოს საბალეტო დასის ხელმძღვანელი ჟენია ფეოდოროვა. საოცარი ისტორია მომიყვა. დაიბადა ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარზე. ომამდე ნორმალურად ცხოვრობდნენ. ომის დროს პაპა დაუწვეს, მამა დაუხვრიტეს, დედის შესახებ აღარ მომიყვა, ვერ შეძლო, ტიროდა. გადარჩა, მაგრამ ბედმა დაც დააშორა. დიახ, ნახვის იმედიც აღრ ჰქონდა. ამ ქალის ისტორიამ შემძრა. მოსკოვში დაბრუნებისთანავე დავიწყე მისი დის ძებნა. აღმოვაჩინე – ჟენიას და თურმე დონბასში ცხოვრობდა. დავურეკე და ვეუბნები: ბრაზილიიდან მოკითხვას გითვლიან. შეშინებულმა ყურმილი დააგდო. ვრეკავ მეორედ, მესამედ, ის კი ყვირის: ნუ ხულიგნობთ, რა ბრაზილია, რის ბრაზილია?! იძულებული გავხდი და ჩემი თანაშემწე გავგზავნე დონბასში, ჟენიას კი მივეხმარეთ ბრაზილიიდან ჩამოფრენილიყო. დები ერთმანეთს ჩემს სახელოსნოში შეხვდნენ, საოცარი სანახავი იყო! თხელი, კოხტა ბრაზილიელი ბალერინა და უზარმაზარი, მსუქანი უკრაინელი დეიდა! ყველა ტიროდა, ჩუმად მეც კი ავტირდი. ძალიან მძიმე სურათი იყო. მაშინ დამებადა „ხალხთა ტრაგედიის“ შექმნის იდეა.
***
ბრაზილიაში მივფრინავდი, ეს იყო პირველი მივლინება უცხოეთში. საბაჟო დეკლარაციაში ოქროს ჯვარიც იკრძალებოდა, კონფისკაციის უფლება ჰქონდათ. მებაჟე მიყურებდა და დუმდა, ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. მეც ვდუმდი და განაჩენს ველოდი – ბებიის ნაჩუქარ ჯვარს არავითარ შემთხვევაში არ მოვიხსნიდი. „მაჩვენეთ ჯვარი“, – მითხრა მებაჟემ. „ჯვარს ვერ მოვიხსნი, არ შემიძლია, თუ გინდათ, ნუ გამიშვებთ“. ისეთი სახე მქონდა, მებაჟეს სიცილი აუტყდა და ხელი ჩაიქნია. გამიშვეს. ეს ჯვარი არაოდეს მომიხსნია.
***
ბიჭვინთაში მრავალი ცნობილი ადამიანი გავიცანი. ერთხელ, ხარაჩოებზე შავი ცემენტით ვმუშაობდი. სახე და ხელები გაშავებული მქონდა. რამდენიმე წყვილი იდგა და ქვემოდან მიყურებდა, ისინი თითქმის მთელი კვირა მაკვირდებოდნენ, აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი, როგორ ვმუშაობდი. ერთ-ერთმა მამაკაცმა მთხოვა, ქვემოთ ჩავსულიყავი. ჩავედი, გამეცნენ – კულინკანოვი, გერასიმოვი მეუღლით, ფურცევა მეუღლით. „ზანგ გინეკოლოგს ჰგავხარო“, – მითხრა
გერასიმოვმა და ყველას სიცილი აუტყდა. შემდეგ შემომთავაზეს მოსკოვში, ვასილევის ქუჩაზე კინოსახლის დეკორატიული გაფორმება, სხვათა შორის, იქაც სრული თავისუფლება მქონდა, როგორც ბიჭვინთაში. როგორც მინდოდა, ისე ვმუშაობდი. გახსნაზე უამრავი ხალხი მოვიდა. სტუმრებისთვის პატარა სუვენირები დავამზადეთ სპილენძისგან, მათ შორის ჯვრებიც. საჩუქრები უზარმაზარ ლანგარზე ელაგა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეყო, მაგრამ გამიკვირდა, როცა ფურცევამ ჯვარი აირჩია... საბჭოთა იდეოლოგია და ჯვარი?.. ბიჭვინთაში ვალით ვცხოვრობდი, ვიღებდი და ვიღებდი პროცენტიან ვალებს, თანხა იზრდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს მოლარემ ჩამომიტანა ფული. ძალიან დიდი თანხა იყო, ვალებიც დავარიგე და მაშინვე მეგობრებს დავურეკე, ბიჭვინთაში მოვიპატიჟე.
გერასიმოვმა და ყველას სიცილი აუტყდა. შემდეგ შემომთავაზეს მოსკოვში, ვასილევის ქუჩაზე კინოსახლის დეკორატიული გაფორმება, სხვათა შორის, იქაც სრული თავისუფლება მქონდა, როგორც ბიჭვინთაში. როგორც მინდოდა, ისე ვმუშაობდი. გახსნაზე უამრავი ხალხი მოვიდა. სტუმრებისთვის პატარა სუვენირები დავამზადეთ სპილენძისგან, მათ შორის ჯვრებიც. საჩუქრები უზარმაზარ ლანგარზე ელაგა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეყო, მაგრამ გამიკვირდა, როცა ფურცევამ ჯვარი აირჩია... საბჭოთა იდეოლოგია და ჯვარი?.. ბიჭვინთაში ვალით ვცხოვრობდი, ვიღებდი და ვიღებდი პროცენტიან ვალებს, თანხა იზრდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს მოლარემ ჩამომიტანა ფული. ძალიან დიდი თანხა იყო, ვალებიც დავარიგე და მაშინვე მეგობრებს დავურეკე, ბიჭვინთაში მოვიპატიჟე.
***
მუზეუმები მიყვარს, ყველაფერს ზედმიწევნით ვეცნობი. ტროკადეროზე ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის საინტერესო მუზეუმი აღმოჩნდა. მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი. საქართველოს კუთხე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაღაც არაქართული ნივთები იყო გამოფენილი, ყველაფერი არეული. ამ განყოფილებას მადამ დელავი ხელმძღავნელობდა. დაველაპარაკე. მან დახმარება მთხოვა, ეთნოგრაფია ჩემთვის ახლოსაა... სასწრაფოდ დავიწყე ნივთების შეგროვება, მშვენიერი ეთნოგრაფიული მასალა შევაგროვე. წარმოვადგინე კულტურის მინისტრთან. დემიჩევმა დაამტკიცა, რომ გატანის თვალსაზრისით საშიში არაფერია და უფლება მივიღე. მთელი კონტეინერი გემით გავგზავნე. უცებ დემიჩევის მოადგილე, ვინმე ივანოვი წინააღმდეგი წავიდა. დეპეშა გააგზავნა საფრანგეთში და ტვირთი საბაჟოზე დააპატიმრეს. წავედი ისევ დემიჩევთან, ის ივანოვს იძახებს. ივანოვი თავის განკარგულებას ტვირთში ხმლების არსებობით ამართლებს. დემიჩევს სასაცილოდ არ ჰყოფნის. საფრანგეთის ელჩმაც ბევრი იცინა. „შენ ნუ ნერვიულობ, წადი სასტუმროში, დაისვენე, ნახავ, ცოტა ხანში თვითონ ივანოვი დაგირეკავს და ტვირთის მიღებას მოგვთხოვს“. ასეც მოხდა. ივანოვი რეკავს შეშინებული. დიდი ჯარიმაა, საბაჟოს ფული უნდა გადაუხადო ტვირთის „შენახვისათვის“. ასე მივაღწიე მიზანს. ახლა ამ მუზეუმში მშვენიერი ქართული კუთხეა. მართლაც მშვენიერი მასალა შევაგროვე. გამიმართლა“.