კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ქეთი ხატიაშვილი: კორონამ დაგვიბრუნა ნამდვილი ურთიერთობები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველანაირი სიტუაციის გამკლავებაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, გარეგნობას, გახალისდებით და დროსაც უფრო მხიარულად გაიყვანთ. ქეთი ხატიაშვილმა იზოლაციაში შვილი და დედაც აიყოლია და ყველა ერთად ცდილობს, ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოს.
  ქეთი ხატიაშვილი: ცოტა ხნის წინ იყო ჩემი შვილის – ანასტასიას დაბადების დღე, რომელიც ცხრა წლის გახდა. ჩემი და და ჩემი ბიძაშვილები იყვნენ ჩვენთან ერთად და ისე აღვნიშნეთ. ერთი კლასტერი ვართ და ჩვენი ერთად ყოფნა შეიძლებოდა (იცინის). იზოლაციის პირობებში მხოლოდ ტორტით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ამ პირობების მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გაერთნენ ბავშვები. ძალიან მონატრებულები არიან გართობას და დღე არაჩვეულებრივად გაატარეს. ცოტა ადრე ჩემი დაბადების დღეც იზოლაციაში აღვნიშნეთ. ონლაინ-დაბადების დღე მქონდა (იცინის). ჩემს შემთხვევაშიც იგივენაირი დღესასწაული გამოგვივიდა – ტორტითა და სანთლებით. თუმცა, ნამდვილად გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ კარგად ვისაუბრეთ. ის, რაც აქამდე გვაკლდა, კორონამ დაგვიბრუნა – ნამდვილი ურთიერთობები.
– დღეს ბევრს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა შეცვალა კორონამ თითოეულ ჩვენგანში...
– ამასთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე. მართლა ბევრი რამის გადაფასება მოხდა. მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უფრო სწორად მოვიქცევით ბევრ რამესთან მიმართებაში. უკვე უფრო მეტად დავაფასეთ ურთიერთობები. მივხვდით რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან პირისპირ კონტაქტი, რაც აქამდე მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი და უფრო სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობებზე ვიყავით გადასული.
– ბევრი განიცდიდა იმას, რომ ოჯახის წევრებთან ერთად გამოკეტილი არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს და კონფლიქტებმაც იმატა.
– ჩვენ მსგავს პრობლემებს არ შევუწუხებივართ, რადგან ახალ სახლში გადავედით. ჯერ მხოლოდ მე და ანასტასია გადავედით, შემდეგ დედასაც მოვენატრეთ და ისიც ჩვენთან გადმოვიდა. ახალ სახლში გადასვლას საკმაოდ ბევრი საზრუნავი ახლავს თან, ასე რომ, კონფლიქტებისთვის არ გვეცალა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი ერთად ვართ (იცინის). სხვათა შორის, ახალ სახლში გადასვლას კორონამ შეუწყო ხელი. ცოტა რთული სათქმელია, რომ კორონა კარგია, მაგრამ რომ არა ეს ამბავი, კიდევ კარგა ხანი ვერ გადავიდოდით (იცინის). სახლიდან სახლში გადასვლას, თურმე, ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
– როგორი იყო ქეთის ერთი ჩვეულებრივი დღე აქამდე და როგორია დღეს?
– აქამდე ძალიან დატვირთული დღე მქონდა. დილით ადრე ვდგებოდი, ჩემი დღე რვის ნახევარზე იწყებოდა. მივდიოდი სკოლაში, შემედგ იყო „ვორდ კლასში“ ვარჯიში. დღის განმავლობაში უამრავი საქმე, საღამოს კი – დარბაზში ვარჯიში 8-9 საათამდე. შემდეგ სახლში გავრბოდი და ვგეგმავდი მეორე დღეს. დღეს ჩემი დილა გაცილებით გვიან იწყება. ცხრა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე ვდგებით. ანასტასიას ონლაინ-
გაკვეთილები ეწყება, მეც ჩემი ონლაინ-გაკვეთილები მაქვს ჩასაწერი. მაგალითად, ახლა ვაკის პარკში ვარ გამოსული, ვისვენებ, მზეს ვეფიცხები, საღამოს ისევ ონლაინ-გაკვეთილები მექნება. ვცდილობ, დრო მშვიდად და სასიამოვნოდ გავატარო. ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია კვირაში სამჯერ ატარებს ონლაინ-გაკვეთილებს „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, უფასოა და არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. არც ისაა მნიშვნელოვანი, ხართ თუ არა ტანმოვარჯიშე. ყველასთვის სასარგებლო ვარჯიშებია. ვატარებ მე და ჩვენი კიდევ ერთი მწვრთნელი, ასევე, ჩვენი ქორეოგრაფი, რომელიც ვარჯიშებს ბალეტის ელემენტებით ამდიდრებს. გარდა ამისა, კიდევ მაქვს კერძო ონლაინ-გაკვეთილები და ასე შემდეგ. მოკლედ, აქტიური დასვენების პერიოდი მაქვს (იცინის).
– იყო მომენტი, როცა პანიკამ მოგიცვათ?
– თავიდან, როდესაც ტელევიზორში იტალიის კადრებს აჩვენებდნენ, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველდღე მატულობდა, თან დიდი რაოდენობით, ძალიან შემეშინდა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჯობდა ტელევიზორისთვისაც ნაკლებად მეყურებინა. ინფორმაციას თავად უცხოური საიტებიდან ვიღებდი და მალევე მივხვდი, რომ ამ სიტუაციაში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნება იყო. ყველაზე მეტად ახლა მეგობრები, სამსახური და ბავშვები მენატრებიან.
– სახლში ყოფნა რომ არ მოგწყინდეს, ყოველდღე ხალათით არ უნდა იაროო, ამბობენ. ცდილობთ, შინაც ფორმაში იყოთ?
– სახლში ხალათი საერთოდ არ მაქვს, არ მიყვარს (იცინის). აქამდეც და ახლაც, ყოველდღიურად სპორტულ სამოსს ვიყენებ. ახლა, გარეთ ნაკლებად გავდივარ, მაგრამ ონლაინ-გაკვეთილები ხომ მაქვს და მირჩევნია, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო და ჩვეულ ფორმას არ ვუღალატო.
– ძალიან ბევრი ჩვენგანი კორპუსის ბინაში ცხოვრობს, რას ურჩევ მათ, როგორ შეინარჩუნონ ცხოვრების ჯანსაღი წესი ამ პირობებში?
– აქამდე მეც კორპუსის ბინაში ვცხოვრობდი და მინდა, ყველას ვურჩიო, თუ კარგი ამინდია, ბოლომდე გამოაღეთ ფანჯრები, გადით აივანზე, შეიქმენით განწყობა, რომ ღია ცის ქვეშ ხართ. ასეთ პირობებში ვარჯიში ბევრად ნაყოფიერია. სუფთა ჰაერს სუნთქავთ, ფილტვები ჟანგბადით ივსება. ღია ცის ქვეშ ვარჯიშს არაფერი სჯობს. მით უმეტეს, გაზაფხულია და ამ დროს მზის სხივების მიღება, თუნდაც აივანზე, ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო განტვირთვაა. დაიწყეთ ქვემოდან ზემოთ და ყველა ვარჯიში გააკეთეთ ათ-ათჯერ. ცერებზე აწევა გაჭიმული მუხლებით, მუხლების ტრიალი ორივე მხარეს, წელის ტრიალი, ასევე, ორივე მხარეს – კისრისა და მხრების, ზურგის ვარჯიში, პრესი და ასე შემდეგ. ივარჯიშეთ ყოველდღე. შეადგინეთ დღის განრიგი, რაც დღის რეჟიმის შენარჩუნებაში ან, სულაც, აღდგენაში დაგეხმარებათ. დაწერეთ, რომელ საათზე გინდათ გაღვიძება, რომელზე – კვება და თუ სხვა საქმეები. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ერთ დღეში რეჟიმის დაბრუნება ორგანიზმისთვის სტრესია, ამიტომ ნელ-ნელა დაიწყეთ ამაზე ზრუნვა.

скачать dle 11.3