№20 ანეკდოტები
– გურიაში, სამოთხის ბაღში ადამი, ევა და ბიძინა არიან. გველი დადის აქეთ-იქით დაბნეული... - რა დაგემართა, რას დეიარები აქეთ-იქით? - ეკითხება ადამი. გველი გაოგნებული პასუხობს: - სა წეიღო ამ კაცმა ვაშლის ხეი?
***
მამა არიგებს შვილს: კარგი კაცი რომ დადგე, ყოველთვის უნდა იყო პუნქტუალური და ფრთხილი. – მამა, რას ნიშნავს „პუნქტუალური“? – ჩაეკითხა ბავშვი. – იმას, რომ რასაც დაპირდები, უნდა შეასრულო. – სიფრთხილე რაღა შუაშია? – არავის არაფერს რომ არ შეპირდე.
სხარტულები
* თვითიზოლაციაში ჭირს მხოლოდ პირველი 5 წელი.* ბანკების მიმართვა ხალხს: დარჩი სახლში (სანამ შენია).