კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ მოიპოვეს ზუგდიდის თეატრისთვის შავი ბადე სადეკორაციოდ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მსახიობი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „1996 წელს ზუგდიდის თეატრში ვმუშაობდი და სპექტაკლი დავდგი აფხაზეთზე. სცენა ასეთი იყო: საბავშვო ბაღში არიან შეყრილები დაპატიმრებული ადამიანები. მინდოდა, რომ ისინი ბადეში მომექცია, რომ ციხის ატმოსფერო შექმნილიყო. სცენის უკან რკინის კონსტრუქციები დამიდგეს, რომელიც გალიის მსგავსი იყო. წინ კი ბადე უნდა ჩამოეკიდათ. გადის დრო, ბადე არ ჩანს. არადა გენერალური რეპეტიციის დროც მოახლოვდა. წინა დღეს მხატვარს შევახსენე და შემპირდა, მალე იქნებაო. და მართლაც, მეორე დღეს თეატრში რომ მივედი, ვხედავ, სცენაზე შავი ფერის ბადე კიდია. ერთი სიტყვით, გენერალური რეპეტიცია წარმატებით ჩავატარეთ. რომ დავასრულეთ და თეატრიდან გავედით, ჩოჩქოლის ხმა შემომესმა. თეატრის უკან საფეხბურთო სტადიონი იყო. იმ დღეს თამაში ტარდებოდა და კარის ბადე კი ვიღაცებს ჩამოეხსნათ. სწორედ ის შავი ბადე, რომელიც სცენაზე დამხვდა...
  მხატვარს რომ ვკითხე, ეს როგორ მოახერხეთ-მეთქი, მან მითხრა, ბადეს რომ ვხსნიდით, იქვე შავი საღებავით სავსე ვედრო გვედგა. თეთრი ბადე შიგ ჩავაგდეთ, წამოვიღეთ და უკვე შეღებილი დაგახვედრეთო...“

скачать dle 11.3