კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: გავიგე, რომ თმის ნიღბები ჟელატინით მზადდება. როგორ გავისქელო თმა სახლის პირობებში მისი დახმარებით, შევაჩერო ცვენა და ზოგადად, გავაჯანსაღო თმის სრტუქტურა?
პასუხი: ჟელატინი ცილების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია და დადებითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობასა და მის სტრუქტურაზე. თმის ნიღაბი, რომლის მთავარ ინგრედიენტს, სწორედ, ჟელატინი წარმოადგენს, ნამდვილად საუკეთესოა თმის ცვენის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და თმის გასასქელებლად – 1 სუფრის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, კარგად ურიეთ მკვრივი მასების გაქრობამდე და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით, რათა ჟელატინი სათანადოდ გაფუვდეს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შამპუნი და 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ. სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.
კითხვა: ცხელი დღეების დადგომა ჩემთვის ნამდვილი პრობლემაა, რადგან მეწყება იღლიის არეში ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი. რა არ ვცადე და არ მშველის. იქნებ რაიმე მირჩიოთ?
პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ 2-3 წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებულ მასას ბლანტი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით იღლიები, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ მეთოდით საიმედოდ დაიცავთ იღლიებს ჭარბოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან.
კითხვა: სახის კანი საკმაოდ გამომიშრა და როგორ დავატენიანო, რომ ნაადრევი ნაოჭებისგან და აკნესგან დავიცვა თავი?
პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას, დაუმატეთ ერთი კაფსულა E ვიტამინი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ ბლანტი მასა. კარგად შეიზილეთ სახის კანში და თითის ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მასაჟის შემდეგ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით მოიშორეთ ნარჩენები სახის კანიდან და დაიტანეთ ნებისმიერი მატონიზებელი საშუალება. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ კანის გატუტოვანებას, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ აკნეს, ლაქების გაჩენასა და კანის ნაადრევ დაბერებას.


скачать dle 11.3