კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 მოამზადეთ ქუსლები საზაფხულო ფეხსაცმლისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზამთრის ფეხსაცმლის ტარების შემდეგ ქუსლები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ღია ფეხსაცმლის სეზონისათვის ქუსლების კანი იდეალურად გლუვი და საოცრად ნაზი რომ იყოს, საკმარისია, მიმართოთ რამდენიმე ძალიან მარტივ საშინაო პროცედურას, რომ კოჟრები, ბზარები, გარქოვანებული, გაუხეშებული კანი – ყველა ეს პრობლემა წარსულში მოიტოვოთ. ზოგადად, ქუსლები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის, რის შედეგადაც კანი სხეულის ამ მიდამოში უხეშდება და რქოვანდება. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება, თავი იჩინოს ბზარების ფორმირების პრობლემამაც, რაც უდიდეს ტკივილთან და დისკომფორტის შეგრძნებასთანაა დაკავშირებული.
  სოდისა და საპნის აბაზანა – 3 ლიტრ თბილ წყალში, გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 2 სუფრის კოვზი გახეხილი სარეცხი საპონი. ამ აბაზანაში ჩაყავით ფეხები 10 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.
სოდისა და ზეთების აბაზანა – თუ ფეხის კანის დარბილება და დატენიანება გსურთ, ეს მარტივი პროცედურა აუცილებლად დაგეხმარებათ: 3 ლიტრ თბილ წყალში დაამატეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და რამდენიმე წვეთი იმ ეთერზეთების ნარევი, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ – ზეითუნის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდისა და ნუშის ზეთი. მზა აბაზანაში გქონდეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს, სასურველი შედეგის მიღებამდე.
  რძის აბაზანა – იმისთვის, რომ თქვენი ქუსლები იდეალურად გლუვი გახდეს, მოიშოროთ კოჟრები და ბზარები, 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 ლიტრი თბილი რძე, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით.
სოდისა და წყალბადის ზეჟანგის აბაზანა – ბზარებისგან კვალიც რომ არ დარჩეს, მოამზადეთ შემდეგნაირი აბაზანა: თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ჩაყავით ფეხები 15 წუთით.
იოდის აბაზანა – ფეხის კანის ნებისმიერი დაზიანება წარსულში რომ დარჩეს, 2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, 2 სუფრის კოვზი იოდი და მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს, სასურველი შედეგის მიღებამდე.
  ასპირინისა და ლიმონის ნიღაბი – მოგაშორებთ გარქოვანებულ კანსა და ბზარებს: 6 აბ ასპირინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი წყალი. მიღებული მასით კარგად დაიმუშავეთ ქუსლებისა და ფეხისგულების კანი. შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით, ორი კვირის განმავლობაში.
скачать dle 11.3