№20 ღალატის ანატომია
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #18-19(1010)
***
მარიშკა ნელა და გამომწვევად ეწეოდა სიგარეტს.
დათომ საათს დახედა.
– გვიანია, უკვე უნდა წავიდე. დარჩები? თუ გინდა, იყავი და კიდევ ერთი ღამისას გადავიხდი.
– მადლობა, როგორი კეთილი ხარ. თუ დარჩენას გადავწყვეტ, მე თავად გადავიხდი, ჯერ ისე არ გამჭირვებია. კარგად მიხდიან.
– მარიშკა, ისევ დაიწყე? – შეიჭმუხნა კაცი, – იცი, დღეს როგორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გადავდე, რომ შენთან მოვსულიყავი?
– რას მორბოდი მერე?! – გულგრილად ჩაილაპარაკა გოგომ.
– მომენატრე, რა არის ამაში უცნაური. სულ შენზე ვფიქრობ, შენი მოფერების სურვილი ისე წამომივლის ხოლმე, თავს ვერ ვაიძულებ, საქმე გავაკეთო.
– საწყალი ბიჭი, ეს რა დღეშია. მერე შენი ცოლი? ის როდის გენატრება ხოლმე; ჩემთან როცა ხარ?
– რატომ მეჩხუბები, ვერ ვხვდები. მე ხომ არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ ასე მოხდა. ცოლიანი ვიყავი, როცა შევხვდით და მაშინ არ გაგიპროტესტებია.
– არ გამიპროტესტებია, მაგრამ ვერ ვიტან, როცა მაგრძნობინებენ, რომ მეორეხარისხოვანი ვარ.
– აი, ეგ საიდან მოიტანე. რატომ ხარ მეორეხარისხოვანი. როდისმე გაგრძნობინე? რამე მთხოვე და უარი გითხარი? რატომ ცდილობ ჩემს პროვოცირებას?
– მე რომ შენი პროვოცირება მინდოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი.
– როგორ მოიქცეოდი?
– დავორსულდებოდი. რა იყო, რა სახე გაქვს. შეგეშინდა? ჰა, ჰა, რამ დაგაფეთა? არ ვაპირებ.
– ძალიანაც რომ მოინდომო, არ გამოგივა. მე შვილი არ მეყოლება. უშვილო ვარ. თეონამ, ჩემმა ცოლმა ეს არ იცის. გამბედაობა არ მყოფნის, რომ ვუთხრა. თვითონ ძალიან უნდა შვილი.
მარიშკამ მხარზე დაადო ხელი.
– ვწუხვარ, მართლა...
– მე თითქმის შევეგუე ამას. ალბათ, როდისმე მომიწევს ცოლისთვის სიმართლის თქმა. წარმოდგენაც მიჭირს, როგორ შეხვდება ამ ამბავს.
– შეიძლება, მიგატოვოს... მაგრამ არა უშავს. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
გოგო შიშველი სხეულით მიეკრა ზურგზე და ტუჩებით კისერს მიეწება. დათომ უხეშად მოიშორა.
– მეორედ აღარ თქვა ეს. არასოდეს... გიკრძალავ...
***
თავშალი... თბილისში ნაყიდი და ვითომ საჩუქრად ჩამოტანილი მზრუნველი ქმრის მიერ.... ეჭვი შეუჩნდა და აღარ მოასვენა. ძალიან უნდოდა, ნინიკოსთვის ეკითხა, რომელ მაღაზიაში ნახა გასაყიდად და მერე გადაემოწმებინა, მაგრამ არ უნდოდა, იმ ქალებს დამსგავსებოდა, მანიაკური ეჭვით შეპყრობილები უკან რომ დასდევენ ქმრებს. ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ და ეჭვიანობით იმწარებენ ცხოვრებას. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ რეალობას თვალს ვეღარ დაუხუჭავდა, თითქოს არაფერი მომხდარაო.
თეფშის გატეხვის ხმამ გამოაფხიზლა. მაშინღა მიხვდა, რომ გარეცხილი თეფშები დაუცვივდა ხელიდან. დაჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა.
მეორე დღეს ნინიკოს სთხოვა, იქნებ იმ მაღაზიის მისამართი მითხრა, რაღაც განსაკუთრებულის ყიდვა მინდა. საჩუქარიც მაქვს მეგობრისთვის ამოსარჩევი და ძალიან დამეხმარებიო. ნინიკომ მისამართიც უთხრა და კიდეც შესთავაზა, წამოგყვებიო. ცნობისმოყვარე ნინიკოსთვის ჭარბი ინფორმაციის მიწოდება მის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ თავაზიანად უარყო ეს შემოთავაზება, თანაც ისე, რომ ნინიკოს არ სწყენოდა. ვიკასთან კიდევ შეიძლებოდა, გული გადაეშალა, თუმცა ზომიერად. ყოველთვის ცდილობდა, იმაზე მეტი არასოდეს ეთქვა, ვიდრე ეს საჭირო იყო.
იმ დღეს თავშალი საგანგებოდ გაიკეთა. სახლიდან რომ გადიოდა, დათოს ლოყაზეც კი აკოცა. ქმარმაც ღიმილით მოუწონა ჩაცმულობა.
– გამარჯობა... როგორ მინდოდა, ისევ შვეხვედროდით, – ვახოს გაბრწყინებულმა სახემ განწყობა ოდნავ გამოუკეთა.
– რა კარგია, ვახო! რატომ ვეღარ გხედავდი. ერთხელ მაინც როგორ ვერ დავემთხვიეთ.
– თქვენი ფოტოები მაქვს ტელეფონში. მინდოდა, გადმომეგზავნა, მაგრამ თქვენი ტელეფონის ნომერი არ მქონდა.
– ჰო, როგორ დამავიწყდა, არ მოგეცი... საით?
– სამსახურში.
– წამოდი, წაგიყვან.
ბიჭმა უხერხულად გაიღიმა.
– არ მინდა, შეგაწუხოთ.
– არ შევწუხდები და თქვენობით ნუ მელაპარაკები. ხომ დავმეგობრდით. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, ძალიან კარგი იყო.
– შემიძლია, სხვა ქუჩები და ღირსშესანიშნაობებიც გაჩვენოთ. თუკი გენდომებათ, რა თქმა უნდა.
– მაჩვენე, მაჩვენე, – გაიცინა თეონამ და ერთბაშად მოიღუშა. გაახსენდა, იმ მაღაზიაში რომ აპირებდა მისვლას. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ გრძნობდა, ეს უნდა გაეკეთებინა. გულში ჩაბუდებული ეჭვი და გაურკვევლობა მაინც არ მოასვენებდა.
– მომისმინე, ვახო, ძალიან გეჩქარება?
– შემიძლია, დავრეკო და ვუთხრა, რომ დამაგვიანდება. დღესაც გინდათ, რომ გავისეირნოთ? ცოტა დავიბენი.
– არა, არა, ეგ არ მიგულისხმია.
– მინდა, ერთ ადგილას გამომყვე. განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ძალიან დამეხმარები.
– სიამოვნებით გამოგყვებით.
– ოღონდ. ზედმეტი შეკითხვები არ დამისვა.
ბიჭმა ღიმილით აიჩეჩა მხრები.
– რა პრობლემაა, საერთოდ გავჩუმდები.
თეონამ მადლიერებით გაუღიმა.
– ძალიან კარგი ბიჭი ხარ.
– თქვენი საიდუმლო თქვენი საიდუმლოა. გასეირნებაზე კი უარს არ ვიტყვი...
მაღაზია საკმაოდ პატარა იყო. მხოლოდ ერთი ოთახი, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი, სალონის სტილში და ძალიან თავაზიანი გოგონაც ღიმილად დაიღვარა მის დანახვაზე.
– მობრძანდით, ჩვენთან, მგონი, პირველად ხართ თუ მეშლება? რითი შემიძლია, გემსახუროთ? დაბრძანდით, ყავას მოგართმევთ და შემდეგ აარჩიეთ, რაც მოგეწონებათ. იმედი მაქვს, რამეს აუცილებლად შეარჩევთ. ოჰ, ეს თავშალი, ისე გიხდებათ...
– თავშალი? გეცნობათ?
– რა თქმა უნდა, განსაკუთრებული კოლექციიდან არის. სულ ორი ცალი გვქონდა, თანაც განსხვავებული შეფერილობითა და ნახატით. ისიც კი მახსოვს, ვინ იყიდა.
– მართლა? – თეონა ოდნავ გაფითრდა, – ყველა კლიენტს ასე იმახსოვრებთ?
– ყველას არა. მხოლოდ იმათ, ვინც ჩვენი მუდმივი კლიენტია, ან...
– ან? ჩაეკითხა თეონა და ხმა შესამჩნევად აუკანკალდა. გოგონამ ცნობისმოყვარედ შეხედა.
– უბრალოდ, ის მამაკაცი ძალიან ჩქარობდა. მითხრა, თქვენ გენდობით, მთავარია, ძალიან მოდური და ძვირფასი იყოსო. ამიტომაც, შეუძლებელია, დამვიწყებოდა. თქვენ შეარჩევთ რამეს? არაჩვეულებრივი პერანგები გვაქვს, მაღალწელიან შარვლებს რომ მოუხდება. თქვენ, ალბათ, იცვამთ მაღალწელიან შარვლებს. ისეთი ტანი გაქვთ, ძალიან მოგიხდებათ. ნახავთ? ესენიც მხოლოდ ორი ცალია. ჩვენი მაღაზია იმით არის გამორჩეული, რომ მხოლოდ ექსკლუზიურ მოდელებს ვიღებთ.
ვახომ ფრთხილად შეახო ხელი გაქვავებულ ქალს და ოდნავ შეანჯღრია. თეონა გამოერკვა:
– დიახ, ვნახავ, თუ შეიძლება. შარვალიც მომიძებნეთ და მისი შესაფერისი ფეხსაცმელიც. ყველაფერი ტრენდული, ბოლო კოლექციის, როგორც თქვენ ამბობთ.
გოგონას სახე გაუნათდა და დაფაცურდა.
– თუ თანხაში შეზღუდული არ ხართ, ჩანთასაც შესაფერისს გირჩევდით.
– არა, არ ვარ შეზღუდული...
როცა ნავაჭრს მანქანაში ალაგებდნენ, თეონამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა. ვახომ სწრაფად შეაშველა ხელი.
– ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე არ იყო. ვიცი, რომ ქალები ახალი სამოსის შეძენით სიამოვნებას იღებენ. თქვენ კი პირიქით გაღიზიანდით და განერვიულდით. შეგიძლიათ, არაფერი მითხრათ, მაგრამ თქვენ გვერდით ვარ და უბრალოდ, მოგისმენთ. იქნებ, რამის გაკეთება შევძლო.
– მანქანის ტარება იცი? – თეონამ ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და ვახოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, გასაღები გაუწოდა, – საჭესთან დაჯექი და სადმე, სუფთა ჰაერზე გამიყვანე.
***
თუ ადამიანს ბოლომდე არ აქვს ურთიერთობა გაწყვეტილი საკუთარ სინდისთან, დროდადრო ის აუცილებლად შეახსენებს ხოლმე თავს. უხერხულ სიტუაციაში აგდებს და ძილს უფრთხობს. სინდისს კიდევ ერთი უცნაური თვისებაც აქვს – ამ ყველაფერს მაშინ აკეთებს, როცა თავად მოუნდება.
დათომ მობილური დადო და ამოიოხრა. ბანკიდან მოსულმა მესიჯმა ამცნო, რომ მისი ანგარიშიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მოიხსნა. იმას არ შეუშფოთებია, რომ ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. თეონასაც ნებისმიერ წუთს შეეძლო ქმრის სახელფასო ბარათით ესარგებლა, მაგრამ ქალი მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როცა თვეში ორჯერ პროდუქტების მარაგის შესავსებად მიდიოდა. ჩვეულებრივ, ის ამას თვის პირველ შაბათს აკეთებდა ან, მაქსიმუმ, მეორე შაბათს. ეს ის შემთხვევა აშკარად არ იყო, თანაც საკმაოდ დიდი თანხა გაქრა... ვერაფრით გადაწყვიტა, დაერეკა ცოლისთვის თუ არა. ერთი შეხედვით, არაფერი იქნებოდა უჩვეულო იმაში, რომ თეონას გარდერობის განახლება მოუნდებოდა. მაგრამ ქალს ეს არასოდეს გაუკეთებია. ყოველ შემთხვეაში, ან თავის შემოსავალს ხარჯავდა ამისთვის, ან ბრენდულ მაღაზიებს ერთად ჩამოუვლიდნენ ხოლმე. „რაღაც ისე არ არის, რაღაც გამომეპარა... თეონა ჩუმად არის, მაგრამ... შეიძლება, მისი სიჩუმე გაცილებით სახიფათო იყოს. დავურეკო? უფრო მეტი კითხვები რომ გავაჩინო ამით? თუმცა, ისეც ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორ მივხვდე, რა ხდება ჩემი ცოლის გულში? თუ მარიშკას შესახებ გაიგებს, ზუსტად ვიცი, არ მაპატიებს...“, – ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც დარეკა ცოლთან. თეონამ არ უპასუხა...
თეონამ სათვალე მოიხსნა და ბიჭს გაუღიმა.
– გმადლობ... აქ ისეთი სუფთა ჰაერია, ლურჯი ცა და მზე... მზე არასოდეს არის ბევრი.
– ზაფხულიც გეყვარება.
– ძალიან, ძალიან მიყვარს და მოუთმენლად ველოდები, როდის მოვა. მაშინვე ზღვაზე წასვლა მინდება. ზღვა ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა.
– მეც ძალიან მიყვარს ზღვა. სხვაგან ვერც ვისვენებ.
– ჩემს ქმარს კი არ უყვარს ზღვაზე ყოფნა. წუწუნებს, ძალიან მცხელაო, – ამოიოხრა თეონამ და ვახოსკენ შებრუნდა. ტუჩები უთრთოდა. შარფის ამბავი არ ასვენებდა.
– შეიძლება, რაღაც გკითხო? – ყოყმანით თქვა ბიჭმა.
– ვხვდები, რაც უნდა მკითხო. ალბათ, რაღაც უნდა აგიხსნა... ასეთ საქციელს მიზეზი აქვს. უბრალოდ, არ ვიცი, შენ როგორ გაგიზიარო ის, რაც ჩემთვის ძალიან პირადულია.
– შეგიძლია, მენდო. თუმცა, თუ არაფერს მეტყვი, ამასაც გავიგებ.
ქალმა მადლიერებით შეხედა.
– ძალიან კარგი ბიჭი ხარ. გაგიკვირდება, მაგრამ ისეთი დაქალი არ მყავს, რომ ბოლომდე გულახდილი ვიყო. ქალები უცნაური არსებები ვართ ან საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ ხოლმე ჭკუას, ან საერთოდ ვერ ვსწავლობთ. იცი, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ ატყუებენ?
– წარმომიდგენია.
– არა, ამის წარმოდგენა ძნელია. ეს უნდა განიცადო... – თეონა დაბარბაცდა, თითქოს თავბრუ დაეხვა. ვახომ სწრაფად მიაშველა ხელი. წელზე მოხვია და მხარზე მიიყრდნო. ქალის სხეულის სითბომ თავიდან ფეხებამდე დაუარა. თეონას თმა სახეზე ედებოდა. მისმა სურნელმა გააბრუა. ანგარიშმიუცემლად მეორე ხელიც მოხვია და სახე ამ სურნელოვან, ფაფუკ თმაში ჩამალა. ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია. თითქოს ელოდა ამას. აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის იგრძნო ბედნიერების ასეთი მოზღვავება. გული ისე უცემდა, როგორც შეყვარებულ გოგონებს უცემთ ხოლმე პირველ პაემანზე წასვლის წინ. რაღაც მომენტში ორივემ დაკარგა კონტროლი...
თეონამ პერანგის ღილები შეიკრა. ცდილობდა, ბიჭისთვის არ შეეხედა.
– ჩემი ქმარი მღალატობს, – თქვა და ვერაფერი რომ ვერ იგრძნო, გაუკვირდა.
ვახომ ამოიოხრა.
– გავიფიქრე, რომ მაგას მეტყოდი. ანუ, მე მასზე შურის საძიებლად გამომიყენე?
ქალი შეკრთა.
– არა, რას ამბობ? ასე რატომ იფიქრე? ცდები.
ბიჭმა თავი გააქნია.
– ასეა, შურისძიება გინდოდა და ასე იმიტომ მოიქეცი. რა სულელი ვარ. როგორ მეგონა, რომ მოგეწონე, როგორ ვიფიქრე, რომ ჩემ მიმართ გრძნობა გაგიჩნდა. უბრალოდ, გამომიყენე... – მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოიღო და წინ დაუდო, – მშვიდობით...
– მოიცა, სად მიდიხარ? – თეონა გაოგნებული შეჰყურებდა ცარცივით გათეთრებულ ბიჭს. ქალს ჯერაც არ სჯეროდა იმას, რაც მოხდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ქმრის ღალატს შეძლებდა.
– არ წახვიდე, ვახო, დავილაპარაკოთ.
– სალაპარაკო აღარაფერია. არ ინერვიულოთ, მე არავის არაფერს ვეტყვი. ისე მოვიქცევი, თითქოს საერთოდ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს.
– მე ამას არ გთხოვ.
– თეონა, ნუ მოიტყუებ თავს. მე შენთვის არაფერს ვნიშნავ. არც არაფრის იმედი მაქვს და მივდივარ...
თეონა მექანიკურად მართავდა მანქანას. იმას ხვდებოდა, რომ ყველაფერი შეიცვალა და ძველებურად ვეღარ იქნებოდა. ვახოს გაჩერება აღარ უცდია. ბიჭი ნაწილობრივ მართალი იყო, ამიტომ საპირისპიროს მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. შურისძიებაზე ნამდვილად არ უფიქრია. ბოლომდე დარწმუნებულიც არ იყო დათოს ღალატში. უფრო სწორად, ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები არ ჰქონდა. მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა იმაში, რომ მომხდარს არ ნანობდა...
დათო ჩვეულებრივზე ადრე წამოვიდა ოფისიდან. ვერ მოისვენა. ზოგი შეხვედრა გააუქმა. თათბირი გადადო. მარიშკას მისწერა, რამდენიმე დღე შენს ნახვას ვერ შევძლებო და სახლში წავიდა. მესიჯი კი სასწრაფოდ წაშალა. მარიშკა ისტერიკულად რეკავდა, დათო კი არ პასუხობდა. მერე საერთოდაც გამორთო ტელეფონი, რასაც არასოდეს აკეთებდა. სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. ეკრანს უყურებდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გაუგონია. გულის კანკალით ელოდებოდა ცოლის დაბრუნებას. პირველად იმ საღამოს გააცნობირერა მთელი სისრულით, რომ ცოლი უყვარდა. ვერ შეეგუებოდა თეონას დაკარგვას. მიუხედავად იმისა, რომ მარიშკა არანორმალურად იზიდავდა, ბოლომდე აცნობიერებდა, რას განიცდიდა მის მიმართ. ეს ვნება იყო და არა სიყვარული.
თეონამ ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა და ოთახში ფეხშიშველა შევიდა. სავარძელში პულტით ხელში მჯდარი ქმრის დანახვა გაუკვირდა.
– სახლში ხარ? უცნაურია. არ გელოდებოდი.
– გირეკავდი. რომ გეპასუხა, გეტყოდი, რომ დღეს ადრე ვაპირებდი მოსვლას. სად იყავი? სამსახურშიც დაგირეკე, იქაც არ მისულხარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში