№20 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 10 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?
პასუხი: წარმატების მისაღწევად აუცილებელია, შეასრულოთ თქვენი კარმული მისია. კერძოდ, იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პუნქტუალური. გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების იმედი, შეძელით ინიციატივის აღება, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. წინა პლანზე წამოსწიეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. ამასთანავე, დაეყრდენით ინტუიციას, შეინახეთ საიდუმლო. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დგებით, ასრულებთ კარმულ მისიას და იმარჯვებთ კიდეც. გეტყვით იმასაც, რომ აუცილებელია, დაასტაბილუროთ საოჯახო და სანათესაო წრე. უნდა ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ ადათ-წესები, იყოთ პატრიოტი, პატივი სცეთ ტრადიციებს. ასე რომ, თქვენი სამყოფელი არის სამშობლო და მისი სამსახური.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 25 ივნისს, საღამოს 9 საათზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გაუმართლებს და იქნება თუ არა წარმატებული სპორტში?
პასუხი: სპორტთან მიმართებაში მას ცოტა წინაღობები ექნება. მაგრამ, ძალების მოსინჯვა ღირს. სპორტი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი კოსმიური მისიაა, იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, პუნქტუალური, მოწესრიგებული, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდგეს სერიოზულობით და გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ირგვლივ შემოიკრიბოს ერთგული ადამიანები და თავადაც იყოს ერთგული. უნდა იყოს წინდახედული და ფრთხილი. მაქსიმალურად დაასტაბილუროს ურთიერთობები. პატივი სცეს ტრადიციებს. ამით ის დადგება სწორ ევოლუციურ გზაზე და ცხოვრებაში გამარჯვებებსაც მიაღწევს. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საქველმოქმედო საქმიანობა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოთერაპია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, არქიტექტურა, დიზაინი, კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, ოღონდ ენდოკრინოლოგიის გარდა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.