კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 სტალინს თამაში არასოდეს წაუგია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში უაღრესად დაძაბული ცხოვრების რიტმი ჰქონდა, საბჭოთა ბელადს თითქმის არასოდეს ღალატობდა ნერვები და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ცივი გონებითა და უემოციოდ იღებდა...
  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იური ტოლსტოპიატოვი წერს: „სტალინს ცხოვრების ისეთი რეჟიმი ჰქონდა, რომელსაც ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანი ნამდვილად ვერ გაუძლებდა და არათუ 73 წელიწადს იცოცხლებდა, არამედ შესაძლოა, 30 წლამდეც კი ვერ მიეღწია... ყოველგვარი გადაჭარბებისა და კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ სტალინი ნამდვილად ფოლადისგან იყო ჩამოსხმული. მან ისეთ ქარცეცხლში გამოიარა, როგორიც მსოფლიო ისტორიაში ცნობილ არცერთ მმართველს არ შეხვედრია. ამასთან, საბჭოთა ბელადმა ყველაფერს გაუძლო და ღირსეულად გამოვიდა ყველა განსაცდელიდან. სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „1894 წლიდან მოყოლებული 1953 წლამდე, ანუ თითქმის 60 წლის განმავლობაში იოსებ სტალინს ჯოჯოხეთური დღის რეჟიმი ჰქონდა. მისი სხეული, ტვინი და ფსიქიკა მაქსიმალური „ბრუნვებით“ მოქმედებდა და მართლაც რომ, აუხსნელი ფენომენია, როგორ გაუძლო მან ყოველივე ამას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების, რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციაში დაბადებულმა და გაზრდილმა ჭაბუკმა არნახული ინტელექტი, ნება და ფიზიკური გამძლეობა გამოავლინა და ისეთ კოლოსალურ წარმატებებს მიაღწია, რაზეც ვერც კი იოცნებებდნენ მმართველად გაზრდილი ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდანვე ამ საქმისთვის (ქვეყნის სამართავად) ამზადებდნენ. სტალინმა იმდენი გაუკეთა რუსეთს და ეს სახელმწიფო ისეთ არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა, რაც თავისი ქვეყნისთვის რუსეთის ყველა ერთად აღებულ მმართველს არ გაუკეთებია...“
  ძნელია, არ დაეთანხმო გენერალ ვოლკოგონოვს, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა და საჭიროა, უფრო ღრმად ჩავიხედოთ სტალინის ფენომენში და მიახლოებით მაინც გავიგოთ, როგორ მოახერხა მან ეს... სტალინს, როგორც ეს ისტორიკოს-ექსპერტებმა უტყუარად დაამტკიცეს, ჰქონდა გეგმა, რომელიც სქემატურად ასე გამოიყურებოდა – ხელისუფლებაში მოსვლა და მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება. მტკიცე, მონოლითური სახელმწიფოს შექმნა, სადაც უბრალო ადამიანს სამართლიანი და ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნებოდა... შეიძლება, ითქვას, რომ სტალინმა მტკიცე სახელმწიფოც შექმნა და მეტ-ნაკლებად სამართლებრივ ქვეყანაში – ადამიანთა ღირსეული საზოგადოებაც. მაგრამ მთავარი იქ თავად იყო და მისი, როგორც ბელადის, ნება მართავდა ყველაფერს, ხოლო როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ხოლო მისი მემკვიდრე ბერია კი შეთქმულებმა ვერაგულად მოკლეს, სტალინის მონოლითურ საზოგადოებასა და ქვეყანას რღვევა დაუწყეს და ის 39 წელიწადში დაიშალა... როი მედვედევი წერს: „სტალინმა თავისი გეგმის განხორციელება გროსმაისტერული ოსტატობით დაიწყო. ამაში კი მას იატაკქვეშეთის უდიდესი გამოცდილება, მაღალი ინტელექტი და ფოლადისებური ნებისყოფა დაეხმარა. გეგმის პირველი ეტაპი იყო ძალაუფლებაში მოსვლის მერე ბოლშევიკთა „ებრაული ფრთის“ განადგურება და ეს მან ებრაელებისვე ხელით განახორციელა. ჯერ ტროცკი „დადო ბეჭებზე“, შემდგომ კი ტროცკისტებიც ლევ დავიდოვიჩის (ტროცკის) გზას გაუყენა, რადგან იცოდა, რომ ისინი უკვე თავად მასაც შეუტევდნენ და რომ იტყვიან, სტალინმა დასწრებაზე ითამაშა.“
  მედვედევის სიტყვებს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სტალინის ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, მისი ინტელექტისა და პასუხისმგებლობის „პროდუქტი“ იყო. ანუ, სტალინმა იცოდა, რომ ბოლშევიკთა ებრაული ფრთა ძალაუფლებისკენ იმიტომ მიილტვოდა, რომ შემდგომ რუსეთი გაეძარცვა და ხალხი დაემონებინა, რასაც ტროცკი საკმაოდ ღიადაც აცხადებდა. ამიტომ სტალინს, რომელიც სრულიად საპირისპიროს ფიქრობდა და მთელი ცხოვრება ხალხის კეთილდღეობის იდეას მიუძღვნა, დიდი პასუხისმგებლობა ამოძრავებდა ამ ხალხის მიმართ. გენერალი ვოლკოგონოვი: „სტალინის ფენომენური გონიერება და ნებისყოფა ნათლად გამოჩნდა 1918 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე. 30 აგვისტოს, დილით, პეტროგრადში მოკლეს პეტროგრადის „ჩეკას“ უფროსი მოისეი ურიცკი. იმავე დღეს კი მოსკოვში მძიმედ დაჭრეს ვლადიმირ ლენინი. ურიცკის მკვლელი და ლენინზე თავმდამსხმელი ცხელ კვალზე შეიპყრეს. კაპლანი (ლენინზე თავდამსხმელი ქალი) იაკობ სვერდლოვმა მეორე დღესვე კრემლში დაახვრეტინა „ჩეკისტებს“. შემდგომ კი 2 სექტემბერს „წითელი ტერორი“ გამოცხადდა და რუსეთი სისხლში ჩაეფლო. სვერდლოვი საკავშირო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ტროცკის კი „წითელი არმია“ ებარა. მათ, ერთი მხრივ, რომ ხალხი დაეშინებინათ, მეორე მხრივ კი, რუსეთში საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინათ და კანონიერად გადაექციათ, მისი მოსახლეობა კი საკუთარ მონებად გადაექციათ, ქვეყანაში სრული განუკითხაობის განხორციელება დაიწყეს. პოლიტბიუროს სხდომაზე, სადაც „წითელი ტერორი“ დაკანონდა, ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ მხოლოდ სტალინი წავიდა, მაგრამ ის მარტო იყო და უმრავლესობამ გაიმარჯვა...“
  როგორც მოგვიანებით, უკვე ისტორიულად დამტკიცდა, ლენინზე თავდასხმა (ის უნდა მოეკლათ) და ურიცკის მკვლელობა თავად სვერდლოვისა და ტროცკის ორგანიზებული იყო. კაპლანი კი ასე სასწრაფოდ იმიტომ მოიშორეს თავიდან, რომ მას სიმართლე არ ეთქვა და სვერდლოვ-ტროცკის ტანდემი არ გამოეაშკარავებინა. თუმცა, სტალინს უკვე 1918 წლის 15 სექტემბერს უტყუარი საბუთები ჰქონდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მაგრამ მან ისინი მხოლოდ 10 წლის მერე, მაშინ გამოიყენა, როდესაც ტროცკი საბოლოოდ მოიშორა ქვეყნიდან და ისე, რომ თავად კრუპსკაიამაც კი ვერ ამოიღო ხმა. თუმცა, ლენინის ქვრივი ტროცკის მეგობარი და მომხრე იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი ნებისყოფა, ძალა და ნერვებია იმისთვის საჭირო, რომ დროზე ადრე არ გამოააშკარავო ის „კოზირი“, რომელიც ხელში გიჭირავს. ხელის გულს გწვავს და გახსნას ითხოვს... სტალინი „დიდი მოთამაშე“ იყო. მას ჭკუა-გონება და ნერვები ყოველთვის ჰყოფნიდა საიმისოდ, რომ თამაში ყოველთვის ბოლომდე მიეყვანა და როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, არასდროს წაეგო.“

скачать dle 11.3