კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ალოეს საოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ალოეს შემადგენლობაში შედის E, C, A და B ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები – მარგანეცი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, პოლისაქარიდები, კახეტინი, ფერმენტები, ალიონი, ფიტოციდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, რთული ეთერები, ფისოვანი ნივთიერებები. ალოეს წვენს აქვს ბაქტერიოციდული, სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, არჩენს კანის (წყლულები, ეგზემა, ალერგიული გამონაყარი და სიწითლე, დერმატიტი), შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები) დაავადებებს.
  კანის გაკაწვრისას და დაზიანებისას ალოეს გაჭრილ ფურცელს გამოიყენებენ სისხლდენის გასაჩერებლად და დეზინფექციისთვის. ალოეს აღმდგენი თვისებები კანს აახალგაზრდავებს, ატენიანებს და ხდის ელასტიკურს.
  ალოე იმუნიტეტის ასამაღლებლად – ყოველდღე დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, იღებენ 1 ჩაის კოვზ შემდეგი შემადგენლობის ნაზავს – 300 გრამი ნიგოზი, 200 გრამი თაფლი, 100 გრამი ალოე და 3-4 ცალი ლიმონის წვენი.
  ალოე ანგინის დროს: ალოეს ნაყენი მზადდება შემდეგი წესით – 250 გრამ ალოეს გასუფთავებული ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, უმატებენ 100 გრამ შაქარს და ჰერმეტულად დახურულ ქილაში 3 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. შემდეგ ამატებენ 250 გრამ არაყს და კიდევ 3 დღე ინახავენ. სრული გამოჯანმრთელებისათვის 1 სუფრის კოვზ ნაყენს სვამენ ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-4-ჯერ.
  ალოე ღრძილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის – პირში უნდა გამოივლოთ წყალთან გაზავებული ალოეს წვენი (50/50), გაიჩერეთ პირისა და ღრძილების გაღიზიანებულ ადგილებთან.
  ალოე კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავისთვის: 150 გრამ ალოეს დაქუცმაცებულ ნაჭრებს ურევენ 100 გრამ შაქარს და 3 დღე ბნელ ადგილას ათავსებენ. ნაზავს ამატებენ წითელ მშრალ ღვინოს და კიდევ 1 დღე აჩერებენ. იღებენ 1 სადილის კოვზს ჭამამდე, დღეში – 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება 1,5 თვე.
 ალოე პროსტატის ადენომისას და პოტენციის პრობლემების დროს – თანაბარი რაოდენობით (მაგალითად, 50 გრამი) ურევენ ალოეს წვენს, ბატის ქონს, კარაქს, ასკილსა და თაფლს. ადუღებენ წყლიან ჭურჭელში 5-7 წუთის განმავლობაში, აგრილებენ და ინახავენ მაცივარში. მიღებამდე საჭიროა 1 სადილის კოვზი ნაზავი გაიხსნას 200 გრამ რძეში. სვამენ დღეში 3-ჯერ 7 დღის განმავლობაში.
  ალოეს უკუჩვენებები აქვს მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის დროს, ნაღვლის ბუშტის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში, ჰიპერტონიისას, ვარიკოზისას, საშვილოსნოს სისხლდენისას, სასუნთქი გზებიდან სისხლიანი გამონადენისას, ინდივიდუალური აუტანლობისას და 7 წლის ასაკამდე.
  თუ ფოთლების სამკურნალოდ გამოყენება გსურთ, მოჭრამდე 2-3 დღით ადრე, შეწყვიტეთ მცენარის მორწყვა. მოჭრილი ფოთლები 15-20 დღის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში 2-4 გრადუს ტემპერატურაზე. ალოეს ექსტრაქტის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ფოთლები, გაავსეთ ლიტრიანი ქილა, დაასხით წყალი. დააყოვნეთ ერთი თვე მაცივარში. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ჭამის დროს ან შემდეგ უწყლოდ.
ადრე მიაჩნდათ, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა.
  პროფილაქტიკური მიზნით ალოეს წვენს ჯანმრთელი ადამიანებიც იღებენ – ისინი ყოველ დილით მიირთმევენ ერთი სუფრის კოვზი ალოესა და ხილის წვენის ნარევს. ამის შედეგად უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი და ადამიანი უფრო შრომისუნარიანი ხდება.
скачать dle 11.3