კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 „მეხიმც გედღლიშების“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ შენ რომ ჩემთვის თანხმობა არ გითქვამსო...

  შესაძლოა, იმიტომ რომ პანდემია ისეთი წარმატებით დავძლიეთ, რომ თვით ჯანმოს ხელმძღვანელსაც კი (მთელ მსოფლიოს რომ ზაფრავს, დღეს თუ არა, ხვალ უეჭველად დაიხოცებითო – პირი მისკენ მიქნია!) ამოვათქმევინეთ, საქართველოში მეორე ტალღა არ იქნებაო, ჩვენებური უმაღლესი კანონმდებლები მუშაობენ ინიციატივაზე, რომ პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დაისაჯოს (გაცნობიერებული თანხმობა აუცილებელია და ეს ეხება ცოლქმრულ ცხოვრებასაცო). მართალია, ზუსტად მახსოვს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში ნათლად წერია ეს ამბავი, მაგრამ კანონმდებლებმა თავიანთი საქმისა უკეთ იციან.
  მე რომ მკითხოთ, ცუდი ამ ინიციატივაში არაფერია, ოღონდ აი, მაგალითად, ხალხის რჩეული გუგული მაღრაძე მაინც შეშფოთებულია, იმიტომ რომ (მომყავს ციტატა): აცხადებს: „შესაძლოა, ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებულ ქორწინებაში თუ სხვა შემთხვევაში.
  სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი. ვინმესთვის შეიძლება, ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.“ ანუ ქართველი მამაკაცები უაპელაციოდ ცოლსა და, ზოგადად, ქალზე მოძალადეებად გამოიყვანა, ამიტომაც, ვფიქრობ, ქ-ნ მაღრაძეს უნდა მიესაჯოს პარლამენტის სხომათა დარბაზში „თეთრი საყელოს“ ხმამაღლა და გამოთქმით წაკითხვა!
P. შ. „ჭერხოში რომ ავედი, ჯურხამ „შინ” ჩასძახა მზექალას:
– ქალავ, კუს თუ გეკუსებისა?
– ჩამედ, ჩამაედ! – ჩუმი ხმით ასძახა ქვეიდან მზექალამ. – მეკუსების, მეკუსების!
მესმის, ცოლს რომ ნებართვას სთხოვენ, მაგრამ ვერ გავიგე, თავიანთ ნაჩუმარს განგებ რად ატყობინებ მთელ ოჯახს?
ამაშიც ვემორჩილები:
– ხათუთი, შენთან მასვლა მინდარის. – ჩავძახი ყოველ ღამე ზევიდან – კუს თუ გეკუსებისა?
– ჩამაედ, ჩამაედ! - მიპასუხებს ქვეიდან ჩემი ცოლი. – მეკუსების, მეკუსების.
მე რომ უკანვე დავბრუნდები, ჯურხა ჩასძახებს:
– ქალავ! .. კუს თუ გეკუსებისა?
– მეხსენ, მეძინების. – მესმის ზოგჯერ მზექალას ამოძახილი. – მეხიმც გედღლიშების!”
скачать dle 11.3