№20 ჩემპიონი მტროლავები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ სიყალბის ხიბლი
ისე მოხდა, რომ კორონავირუსის ისტერიის გამო (პანდემიას კიდევ რამე ეშველება, მაგრამ დაცურებულ ფსიქიკას, სავარაუდოდ, არც არაფერი) „ფეისბუქმა“ თითქმის ცენზურა დააწესა (მათთვის მოუწონარი ინფოს გამო უპრაგონოდ ბლოკავს მომხმარებლებს, იმას გარდა, რომ იმ ინფოსაც შლის), თუმცა ყალბი ანგარიშების გამოვლენით ადრეც აქტიურობდა, რაც მშვენიერი რამაა, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც სოციალურმა ქსელებმა ადამიანებს ზრდილობაც დაავიწყა და შეურაცხყოფა-ცილისწამება-აგრესია ნორმად აქცია (მოგეხსენებათ, ბუჩქებიდან ბაქი-ბუქი მხდალთა განუყრელი თვისებაა).
ერთი სიტყვით, მორიგი და ბოლო წმენდისას „ფეისბუქს“ საქართველოდან „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ 943 ანგარიში წაუშლია (ტროლ-ბოტების), აშშ-ში – 66, რუსეთში კი – 140 (აქვე შეგახსენებთ, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონიც არაა, აშშ-ის 330 მილიონია, რუსეთის – 140 მილიონზე ორიოდ მილიონით მეტი).
რაც მთავარია, ჩვენებური 943 ანგარიშიდან 153 უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. ობიექტურობისთვის უნდა შევნიშნოთ, რომ მთლად ამდენიც არა, მაგრამ ამას წინათ „ფეისბუქმა“ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანგარიშებიც წაშალა (თუმცა, იმავე ობიექტურობის გამო უნდა აღვნიშნოთ, რომ დატროლვაში „ნაცმოძრაობა“ ქართული ვირტუალური სივრცის უპირობო ლიდერია).
როგორც უნდა იყოს, თვით 140 მილიონზე ორიოდ მილიონით მეტ რუსეთს რომ 140 ყალბ ანგარიშს წაუშლიან, 4 მილიონამდე ვერ მიღწეულ საქართველოს მოსახლეობას კი – 943-ს, თითქოს ორ-ორი აგურის საძებნელად გვაქვს საქმე, მაგრამ, რაკი მთავარი პოზიტიურობაა: თავი იმით მოვიწონოთ, რომ მთელ ამ თითქმის 8-მილიარდიან მსოფლიოში დატროლვაში ბადალი არ გვყოლია. -