№19 11 წესი, რასაც სკოლაში ვერ ისწავლით
წესი 1: ცხოვრება უსამართლოა – მიეჩვიეთ. წესი 2: საზოგადოებას არ ადარდებს თქვენი თვითშეფასება. თქვენს მოქმედებას ელოდებიან ახლავე. წესი 3: თქვენ ვერ გამოიმუშავებთ 60, 000 $-ს სკოლის დამთავრებისთანავე, თქვენ ვერ გახდებით ვიცე-პრეზიდენტი საკუთარი მძღოლით, სანამ არ იშრომებთ ამ ყველაფრისთვის. წესი 4: თუ ფიქრობთ, რომ მასწავლებელი თქვენს მიმართ ძალიან მკაცრია, მოიცადეთ, სანამ გეყოლებათ ბოსი. წესი 5: ჰოთ-დოგის კეთება - თავის დამცირება გგონიათ? თქვენი ბებიები და ბაბუები ასე არ ფიქრობდნენ. ისინი ამას „შანსს” ეძახდნენ. წესი 6: თუ თქვენ რამე არ გამოგდით, ეს მშობლების ბრალი არაა. ნუ იწუწუნებთ, ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. წესი 7: მშობლები არ იყვნენ ყოველთვის ასეთი მოსაწყენები და გამაღიზიანებლები, მუდმივმა ზრუნვამ თქვენზე, აქცია ასეთებად. ისინი თქვენ გაჭმევენ, გაცმევენ და ისმენენ თქვენგან, თუ როგორი მაგრები ხართ. წესი 8: შეიძლება თქვენმა სკოლამ დაასრულა ადამიანების დაყოფა ლიდერებად და „ლუზერებად,“ მაგრამ ცხოვრებამ - არა. სკოლაში ზოგჯერ არ გიწერენ ცუდ ნიშანს და გაძლევენ იმდენ შანსს, რამდენიც საჭიროა სწორი პასუხის გასაცემად, ამას არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან. წესი 9: ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, არ გექნებათ ზაფხულის არდადეგები, თქვენი დამსაქმებელი არ დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი თავისუფალ დროს. წესი 10: ტელევიზორში არ აჩვენებენ ნამდვილ ცხოვრებას. რეალურ ცხოვრებაში არ გამოვა, მთელი დღე ისხდეთ კაფეში მეგობრებთან ერთად და ისაუბროთ. წესი 11: იყავით კეთილები - „წიგნის ჭიასთან“. სკოლის დამთავრების შემდეგ, შეიძლება, ის თქვენი ბოსი გახდეს. და ბოლოს დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი.
ბილ გეიტსი