კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 იმის გამო, რომ „დედა“ არ დავუძახე, დედამთილი ცდილობს, ქმარს დამაშოროს

  ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ მე და სანდროს ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა და ამ ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა, მაინც ყველა წესის დაცვით გავთხოვდი. ჯერ ნიშნობა გვქონდა, შემდეგ ქორწილიც გადავიხადეთ და საცხოვრებლად სანდროს ოჯახში გადავედი. თავიდან დედამთილმა კარგად მიმიღო. სულ იმას ამბობდა, სამი ბიჭი მყავდა და იმის ნატვრაში ვიყავი, გოგო როდის შემოდგამს ჩემს ოჯახში ფეხს, შენ ჩემი ქალიშვილი ხარო. თუმცა, მალევე შეიცვალა აზრი და ვერ ვხვდები, რის გამო ამომიძულა. სულ იმას ცდილობს, მე და სანდრო დაგვაცილოს, ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან შორს ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დამთმობი ხასიათი, მაგრამ ჩხუბის მიზეზსაც არ მაძლევს, იმდენად დიპლომატიურად მოქმედებს. ადრე მუშაობდა და სახლში დაღლილი ბრუნდებოდა, ყველაფერი გამზადებული ხვდებოდა, თუმცა მაინც ბუზღუნებდა. ახლა, რაც სამსახურს თავი დაანება და სახლში ჩაჯდა, ცხოვრება გამიმწარა. წუთითაც არ შემიძლია, ჩამოვჯდე – ხან რის გაკეთებას მავალებს და ხან – რის. სანდრო, დროებით უმუშევარია და ატყდა ჩემი დედამთილი, გინდა თუ არა, სოფელში წავიდეთ, მიწა დავამუშავოთო. ჩემს წაყვანაზე ლაპარაკიც არ ყოფილა... უნდა, რომ გვერდით მხოლოდ თავისი ქმარ-შვილი ჰყავდეს. როცა სანდრომ უარი უთხრა, მე ვერ წამოვალ, ჩემი ძმები და მამაჩემიც საკმარისია მიწის დასამუშავებლად, მე სამსახური უნდა მოვძებნო და ჩემი ცოლის გვერდით ვიყოო, სულ გაგიჟდა. ერთი ამბავი ატეხა: არავინ წაგართმევს მაგ შენს ცოლს, დროებით გადაბრძანდეს დედამისთან და იქ იყოს, რომ ვამბობ, უნდა წამოხვიდე, ესე იგი, ასეა საჭირო და შენზე მეტი ვიციო. ის რომ ეთქვა, შენც წამოდი, შვილოო, სანდროსაც დავითანხმებდი და წავყვებოდი, მაგრამ ჩემი იქ ჩაყვანა არ სურს. თან, ჩემი მამამთილი და მაზლი მუშაობენ და იმათაც ვერაფერი შეაგნებინეს. ამას წინათ, დაქალი ესტუმრა და ვისმენდი, როგორ ელაპარაკებოდა ჩემზე. ისე მჭორავდა, თითქოს ძალით შევეჭერი სახლში, მის შვილს თვალი ავუხვიე და ასე ვთქვათ, „შევეტენე“. არადა, მართლა ისე გვიყვარს მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი, თუ ამას ვინმე ვერ ხედავს და მით უმეტეს, ოჯახის წევრი, რომელიც სულ გვიყურებს, სასცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ოჯახში მანქანა მხოლოდ ჩემს ქმარს ჰყავს და თუ სადმე დავაპირეთ წასვლა, იმწუთას რაღაცას იმიზეზებს – ან სადმე წასვლას, ან წნევას. ეუბნება: უცბად რომ სადმე გასვლა დამჭირდეს, სად გდიო, დაეტიე სახლშიო. ზოგადად, არ არის კონფლიქტური ქალი, ნათესავებსაც უყვართ მასთან ურთიერთობა და ვერ ვხვდები, მხოლოდ მე რატომ მიყურებს ალმაცერად. ალბათ, „დედა“ რომ არ დავუძახე. კიდევ ვამბობ, ოფიციალურად რომ არ გავთხოვილიყავი, მანამდე რომ არ გამეცნო მომავალი სადედამთილო, რომ არ ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობა, ვიტყოდი, არ მოვეწონე სარძლოდ და ამიტომ, ამითვალწუნა-მეთქი. მაგრამ, ფაქტია, გულში ჩაკრული მიმიღო და ახლა ერთი სული აქვს, როდის გავიხურავ კარს და წავალ. მე და ჩემს ქმარს არც იმის საშუალება გვაქვს, ცალკე გავიდეთ საცხოვრებლად. ჩემი მამამთილი ხვდება, სიტუაცია რომ დაიძაბა და ცოლს ეხვეწება, უკვე რძალია, ეს მოგვივლის, სანდრო მაინც არ მუშაობს, მოჰკიდე ხელი და წადით სოფელში, ჩვენც მალ-მალე ჩამოვალთო. თუმცა, ჩემი დედამთილი უარზეა. ამას ჩემი სახლიდან გაგდება უნდა და თვითონ გადაცხოვრდება სოფელში? არადა, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება და კონფლიქტი მოხდება, მინდა, რამე მოვიმოქმედო, რომ ოჯახის სხვა წევრებთანაც არ გამიფუჭოს ურთიერთობა, თორემ ჩემს ქმარს, დედამთილი კი არა, ვერავინ დამაშორებს. კიდევ ვამბობ, გარდა იმისა, რომ „დედა“ არ დავუძახე, სხვა მიზეზი არ აქვს.
მარიამი, 28 წლის.
скачать dle 11.3