№19 ღალატის ანატომია
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #18 (1009)
ბიჭი დაბნეული შეჰყურებდა მოღიმარ ქალს. თითქოს არ სჯეროდა მისი სიტყვების.
– სერიოზულად ამბობთ ამას?
– სრულიად სერიოზულად. რატომაც არა. ზოგჯერ უნდა ჩაიდინო რამე ისეთი, რასაც შენგან არ ელოდებიან.
– სად წავიდეთ? რისი დათვალიერება გინდათ?
– მე ამ საქმეში დილეტანტი ვარ. ამიტომ შენს თავზე უნდა აიღო მარშრუტის შედგენა.
– კარგი. მაშინ მე გეტყვით, მანქანა სად უნდა გავაჩეროთ და ფეხით ვიმოძრაოთ. თქვენი ქუსლიანი ფეხსაცმელები მაფიქრებს. არ გაგიჭირდებათ დიდი მანძილის გავლა?
– ო, ეგ ყველაზე მარტივად მოგვარებადია. მანქანაში ყოველთვის მაქვს სპორტული ფეხსაცმელი. ახლავე გამოვიცვლი.
***
... თეონამ ხალათი შეიკრა და სამზარეულოში გავიდა. დათო ყავის აპარატში სპეციალურ პაკეტებს აწყობდა. ცოლს შეხედა და გაუღიმა.
– შენც გაგიკეთო ყავა?
– არა, მე ჩაის დავლევ...
თეონამ ჩაიდანი ჩართო და კაცს ისე შეხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა... მაგრამ მალევე გადაიფიქრა და მხოლოდ გაუღიმა ეჭვით მომზირალ კაცს.
გოგომ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. სახეზე უკმაყოფილება აღბეჭვდოდა. ტუჩიც პრეტენზიულად ჰქონდა აბზეკილი.
– შენ რა, გაგიჟდი? – კარის მოხურვა არ აცადა კაცმა და ავად შეუბღვირა, რამდენჯერ გაგაფრთხილე, არ დამირეკო და არც მომწერო, სანამ მე თვითონ არ დაგიკავშირდები-მეთქი.
– ჰოდა, დავიღალე. მე შენი ნივთი არ ვარ, როგორც გინდა, ისე მომექცე.
– სამი თვის განმავლობაში კმაყოფილი იყავი ურთიერთობის ასეთი ფორმის. ახლა რა მოხდა? – ამოიოხრა დათომ და გაიფიქრა, რომ მშვიდი ცხოვრება დასრულდა. მარიშკამ, რომელიც აქამდე მორჩილი ლეკვივით იქცეოდა და ერთხელაც არ დაუწკმუტუნია, თავისი მომხიბვლელი ბრჭყალები გამოაჩინა.
– იცი, რას გეტყვი? დროა, ანგარიში მეც გამიწიო. აბა, წარმოიდგინე, რას დაემსგავსა ჩემი ცხოვრება. მთელი დღე სულელივით ვზივარ და გელოდები, როდის ინებებ ჩემთან შეხვედრას.
– მარიშკა, მე ხომ არ დაგპირებივარ, რომ ცოლად შეგირთავდი, როცა გაგიცანი, მგონი, ცოლისთვის ვარჩევდი საჩუქარს და ერთხელაც არ წამომცდენია, რომ მასთან გაშორება მინდა.
– ნუ გაშორდები. მე ამას არ ვითხოვ.
– აბა, რას ითხოვ?
– მეტი ყურადღება მჭირდება. მე ჩემი წილი დღეები და საათები მინდა. მგონი, ვიმსახურებ სითბოსა და სიყვარულს.
– მესმის, ამიტომაც გავატარე შენთან ერთად ოთხი დღე. გგონია, ადვილი იყო?! ისეთი ტყუილი მოვიგონე, სერიოზული სტრატეგია დავსახე. ბილეთიც კი ვიყიდე, რომ თეონასთვის მეჩვენებინა.
– რატომ მიყვები ამ ყველაფერს. შენი პრობლემები შენვე უნდა მოაგვარო. თითქოს მაყვედრი, რომ ჩემთვის გაისარჯე ასე.
დათომ აცრემლებულ მარიშკას ყურებას ვერ გაუძლო. ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა. გოგო გაუძალიანდა.
– თავი დამანებე. რადგან პრობლემა ვარ შენთვის, იქნებ, საერთოდ დავშორდეთ. ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას საყვარელ ცოლთან. აღარც ტყუილების მოფიქრება დაგჭირდება.
– მარიშკა, გეყოფა. რა დაგემართა? ცოტა მაცალე, რამეს მოვიფიქრებ და...
– და... ისევ რომელიმე სასტუმროს ნომერში გამოვიკეტებით. ასეა?
დათომ ისევ ამოიოხრა.
– დამშვიდდი, გთხოვ...
– ერთი ჩემოდანი ტანსაცმელი წამოვიღე და არც კი გამიხსნია. სასადილოში არ მიშვებდი, საჭმელიც ზემოთ ამოჰქონდათ. უნდა მომწონებოდა ასეთი შინაპატიმრობა?
– გეუბნებოდი, ჩადი-მეთქი და გადაირიე. აუზიც იყო და მშვენიერი ბარიც...
– მე შენთან ერთად მინდოდა ბარიც და აუზიც, რა ვერ გაიგე?
– მარიშკა, მე ისეთ საქმეში ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს. და კიდევ, ერთმანეთის ნერვებს რომ გავუფრთხილდეთ, კარგი იქნება.
– გააჩერე მანქანა! უნდა გადავიდე, კატეგორიული ტონით განაცხადა მარიშკამ.
– გეყოფა. სად უნდა გადახვიდე. რადგან შევხვდით, სადმე ხომ არ წავსულიყავით?
– მაინც სად?
– ერთი მაგარი ადგილი ვიცი. არავინ შეგვაწუხებს, – გაიცინა კაცმა და სიჩქარეს მოუმატა.
– მე პარიკი და ნიღაბი უნდა გავიკეთო თუ სადმე იატაკქვეშეთში მიგყავარ?
– მარიშკა, ტყუილად მეჩხუბები. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.
– „ყველაფერს აკეთებს“, – გამოაჯავრა გოგომ, – სამაგიეროდ ცოლის გეშინია.
– საერთოდ არ მეშინია. თეონა კეთილგონიერი, მშვიდი ქალია და არც უაზროდ ეჭვიანობს. ჰო, ისტერიკებსაც არ მართავს.
– მართლა? ესე იგი, ჯერ არ იცის, რომ ღალატობ ან ფეხებზე ჰკიდიხარ.
– კიდევ დიდი ხანი უნდა ვილაპარაკოთ ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობაზე? რისთვის ვკარგავთ ამ ძვირფას დროს. დავანებოთ თავი ჩემს ოჯახს და წავიდეთ, სადაც ვამბობ.
მარიშკამ გულგრილად აიჩეჩა მხრები.
– ჩემთვის სულერთია. მაგრამ დიდხანს ასე ვეღარ გაგრძელდება. ამას მე გეუბნები და თუ ჩემთან ყოფნა გინდა, მოგიწევს, რამე მოიფიქრო.
– მოვიფიქრებ, საყვარელო, მოვიფიქრებ. მანამდე კი ნუ ჩავიშხამებთ იმ წუთებს, რომლებსაც ერთად გავატარებთ. შევთანხმდით?
მარიშკამ ვნებიანად გაუღიმა.
– დამპირდი, რომ არასოდეს ვიქნები შენთვის „ვიღაც სხვა“ ქალი.
– არა, ჩემო მშვენიერო, არა, – სწრაფად დაეთანხმა კაცი. მისთვის ახლა ის იყო მთავარი, ქალი როგორმე გაეჩერებინა.
***
თეონამ მობილურ ტელეფონში ფოტოები დაათვალიერა და გაიღიმა. ვახომ შეძლო ის, რაც დიდი ხანია, აღარ განუცდია – თინეიჯერი გოგოსავით გაახალისა. თითქმის ექვსი საათი ისეირნეთ. ქუჩაში დალიეს ყავა და ჭამეს ფუნთუშები. ვახომ ქალაქის ისტორიაც კარგად იცოდა და მოყოლის იშვიათი ნიჭიც ჰქონდა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთად გაატარეს, ქალს არც ქმარი გახსენებია, არც სამსახური და არც დილის უსიამოვნო ზარი. ტელეფონი მაგიდაზე დადო. ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გადაიხედა. ვახო იმ დღის მერე არ უნახავს. მისი არც მობილურის ნომერი იცოდა. ერთმანეთს ისე დაემშვიდობნენ, კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა, არ შეთანხმებულან. თეონა საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ვახოს ნახვა ისევ უნდოდა...
– მეგონა, ისევ არ იყავი სახლში...
ქმრის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია. შემობრუნდა და დათო დაინახა.
– მოხვედი? რომ მომწერე, შეიძლება, სასწრაფოდ ბათუმში მომიხდეს წასვლაო, ვიფიქრე, რომ აღარ უნდა დაგლოდებოდი.
– ნუ ღელავ, ვახშამი არ მინდა.
– ჰო. არაფერი მომიმზადებია.
– იმ დღეს რომ თქვი, ექსკურსიაზე ვიყავიო, რას გულისხმობდი?
ქალს გაეღიმა.
– ძალიან ჩაგრჩენია გულში ეგ ამბავი. პატარა გასეირნება მოვაწყვე ქალაქში. ხომ გითხარი მაშინვე. იმასაც დაგპირდი, რომ შენც წაგიყვანდი. რა მოხდა, დღეს რატომ გაგახსენდა?
– უბრალოდ, ცოტა გამაოცე... შენ ხომ კონკრეტული „გაიდლაინით“ ცხოვრობ?
– მე? – თეონამ ქმარს შეხედა და დამარცვლით წარმოთქვა, – ვფიქრობ, ბევრი არაფერი იცი ჩემს ცხოვრებაზე. არ გგონია, რომ ჩვენ შორის დისტანცია გაიზარდა?
– რას გულისხმობ? – შეცბა კაცი.
– უნდა განვმარტო, რას ნიშნავს დისტანცია?
– არა, არა, მგონი, ვხვდები, რისი თქმა გინდა. ჩვენმა საქმიანობამ განაპირობა ეს. არც შენ გცალია, არც – მე. ერთმანეთს მხოლოდ სახლში ვნახულობთ, თანაც გვიან. მივლინებაშიც ხშირად მიწევს წასვლა.
თეონამ თავი გადააქნია.
– ეს ასე არ არის. ერთად ყოფნის სურვილი დავკარგეთ.
– აბა, რას ამბობ? – დათომ უხერხულად გაიღიმა, ცოლს მიუახლოვდა და თმაზე გადაუსვა ხელი, – უახლოეს დღეებში ვიზრუნებ იმაზე, რომ ასე აღარ იფიქრო.
– მართლა? საინტერესოა, რის გაკეთებას აპირებ.
– ერთი თვე მჭირდება. დავლაგდები და სადმე გავემგზავროთ ერთად.
თეონამ ქმარს ირონიული ღიმილით შეხედა.
– რა იყო, არ გჯერა ჩემი?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– არა ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, მერე კიდევ რაღაც საქმე გამოჩნდება. მერე კიდევ... თითქოს მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ...
– ჰო, მაგრამ ამჯერად, ძალისხმევას არ დავაკლებ. მეც დავიღალე. ცოტა დასვენება არ მაწყენს.
– დათო... – დაიწყო თეონამ და გაჩუმდა.
კაცი შეკრთა. გულში უსიამოვნოდ გაკენწლა რაღაცამ და თავი ასტკივდა.
– მითხარი, რამე მოხდა?
– ბავშვი... უკვე რამდენი თვეა, ამ საკითხზე აღარ ვლაპარაკობთ. რამე შეიცვალა და მე არ ვიცი?
– შეიცვალა? რა უნდა შეცვლილიყო, თეონა?
– შვილი ისევ გინდა? კონკრეტული პასუხი მჭირდება.
– რა თქმა უნდა, მინდა. როდესმე მითქვამს, რომ არ მინდა? რატომ გაგიჩნდა ეს შეკითხვა?
– იმიტომ, რომ ერთხელაც აღარ გიხსენებია ექიმთან წასვლა. არადა, მახსოვს, შევთანხმდით.
– თეონა, საყვარელო, ძალიან ხომ არ ვჩქარობთ?
– რას ნიშნავს, ვჩქარობთ? ვერ მივხვდი.
– ჯერ ახალგაზრდები ვართ. ექვსი წელი ხდება, რაც ქორწინებაში ვართ და პირველი ორი წელი თავს ვიკავებდით. დავიცადოთ ცოტაც.
– ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა და იმის გაგება, რომ ყველაფერი წესრიგშია, დამამშვიდებდა. ნუთუ ეს ასეთი ძნელია?
– კარგი. როგორც შენ გინდა, ისე იქნება, – ყოყმანის მერე მიუგო კაცმა, – დღეს რამე ფილმს ხომ არ ვუყუროთ?
– როგორც გინდა.
– ჩემი კოლექციიდან იტალიურ ღვინოს მოვიტან და ცოტა დავლიოთ. ჰო, მართლა, ჩემი საჩუქარი მოგეწონა თუ კიდევ არ გინახავს.
– ვნახე და ვაპირებ, ხვალ გავიკეთო კიდეც. ვფიქრობ, ჩემს იისფერ საგაზაფხულო პალტოს მოუხდება.
– მეც ეგ ვიფიქრე, როცა ვყიდულობდი... – დათოს გულზე მოეშვა და გაიცინა.
***
თეონას განსაკუთრებული ნდობა არასოდეს ჰქონია ადამიანების მიმართ. შესაბამისად, დაქალებიც ძალიან ცოტა ჰყავდა და იმ გამონაკლისებთანაც არასოდეს იყო გულახდილი. სამაგიეროდ, სამსახურში ქარაფშუტა ქალბატონების მთელი არმია ეხვეოდა გარს. ოღონდ საქმე არ დაგევალებინა მათთვის და მთელი ქალაქის ჭორებს მიმოიხილავდნენ. ხუთ ჭიქა ყავას დალევდნენ და მინიმუმ, სამ-ოთხჯერ გაიახლებდნენ მაკიაჟს. იმ დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და თეონას ოვაციებით შეხვდნენ. ყველაზე აქტიური ნინიკო იყო. ასაკით სხვებზე უმცროსი და მხიარული.
– თეკუნა, რა ლამაზი ხარ! შეგეტყო გაზაფხულის მოსვლა. ეს პალტოც როგორ გიხდება. აუ, გოგოებო, ნახეთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი თეონა საოცრად გრძნობს მოდის ტენდენციებს. ძალიან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.
– ნინიკო, რა საყვარელი ხარ. რა მაცვია განსაკუთრებული? – გაუღიმა თეონამ.
– რა გაცვია?! – ნინიკომ აღფრთოვანებით შემოკრა ხელი ხელს, – პალტოს ფერი ტრენდულია. აღარაფერს ვამბობ მაგ აბრეშუმის შარფზე. იმ დღეს მეც იმდენ ხანს ვუყურე, ვერაფრით გავრისკე ყიდვა. ჩემი ხელფასის ნახევარი უნდა გამესროლა... დედაჩემი მომკლავდა. მერე ხომ მასთან მომიწევდა მათხოვრობა ბენზინისა და ყავის ფულისთვის.
ნინიკოს ქოთქოთში თეონამ მარტო ის გაიგონა გარკვევით, რომ ის ძვირფასი, აბრეშუმის თავშალი, რომელიც დათომ ჩამოუტანა მივლინებიდან, თანამშრომელმა თბილისში, რომელიღაც მაღაზიაში ნახა. შეცბუნდა და მაშინვე ის დილის ზარი გაახსენდა. ნირწამხდარმა გაიღიმა...
– მართლა ასეთი ძვირფასია? დათომ მომიტანა. ფერები მომეწონა.
– ოჰ, არ გინდა... ვითომ არ იცი, რომ თბილისში ყველა „სვეცკი“ მაგ მაღაზიაში დაიარება. ისეთ მაგარ რაღაცებს „ჩითავენ“, სხვაგან ვერ ნახავ. თან, სულ ორი-სამი ჩამოაქვთ, რომ არ გაბანძდეს. ეგ თავშალიც ორი ცალი ჰქონდათ, თანაც განსხვავებული ფერების. ყოჩაღ შენს ქმარს. თავიდანვე ასეთი გემოვნება ჰქონდა თუ შენ გამოზარდე? – კისკისს აგრძელებდა ნინიკო. თან თავშალს ნაზად ეფერებოდა.
– კარგი, ნუ იცი შენ გადარევა, – გაიცინა ვიკამ და თეონას მიუბრუნდა, – ასე აფრენს ეს ყველაფერზე. ყურადღება არ მიაქციო. ყავას დალევ? მერე პრესრელიზებია გასაკეთებელი ტელევიზიებისთვის და იმ კვირის ღონისძიების გეგმაც დასაწერია.
თეონა უხმოდ დაეთანხმა. ეჭვმა თავი წამოყო და ფიქრები აეშალა. შეიძლება, ეს უბრალო შემთხვევითობა იყო, დამთხვევა. ჰო, ამის ალბათობა ნამდვილად არსებობდა... მაგრამ ის ზარი, უცნაური და ამაფორიაქებელი.
– თეონა, არ გვისმენ? – ვიკამ ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდგა და გაუღიმა, – გაანაწილე დავალებები, თორემ ამათი ამბავი ხომ იცი, ერთმანეთის ყურებაში საქმეს გაუკეთებელს დატოვებენ.
– ჰო, რა თქმა უნდა... – ანგარიშმიუცემლად, თითქმის მექანიკურად წარმოთქვა თეონამ.
– ცუდად ხომ არ ხარ? ისე გაფითრდი... – შეშფოთებით ჰკითხა ვიკამ.
– იქნებ ფანჯარა გააღო, უჰაერობაა აქ, – თქვა თეონამ.
ნინიკო ამ დროს მანჩოს უმტკიცებდა რაღაცას გაცხარებით და არაფერი გაუგონიათ.
– თეო, გოგო, რამე ხომ არ ხდება? – მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ვიკამ.
– რა? ა, ჰო, არა, ნამდვილად არა. ძალიან მინდა, თუმცა ჯერჯერობით არ გამოგვდის.
– არ ინერვიულო. ახლა მაგ პრობლემას შველიან, ბევრი კარგი კლინიკაა და გამოსავალს იპოვიან.
– ჰო. ალბათ, – ჩაილაპარაკა თეონამ, – არ ვინერვიულებ. მადლობა, ვიკა, საყვარელო.
– რას ამბობ, რის მადლობა. მე თვითონ გაგყვები. შენ მარტო მითხარი. სხვათა შორის, ჩემი მულის მულმა გააჩინა ხელოვნური განაყოფიერებით. ისეთი ლამაზი ბავშვია, გაგიჟდები.
– ბავშვი? ვისი ბავშვი? თეონა, რამე ხდება და გვიმალავ? – ყური ცქვიტა ნინიკომ. მანჩოს მოსცილდა და გოგოებთან მიირბინა.
ვიკამ ანიშნა, გაჩუმდიო და ფანჯრის გასაღებად შებრუნდა.
– გოგოებო, ვიმუშაოთ, – თეონამ ლეპტოპი გახსნა და ჩართო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში