№19 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 12 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური და ენერგიული, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოხატვა. უნდა იყოთ „მშვიდობის მტრედი“ და სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე, სილამაზე და არა აგრესია და დეპრესია – ეს თქვენი წარმატების შანსია. სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში იყავით მეტად სტაბილური და ჰარმონიული. იმავდროულად, იყავით ოპტიმისტური, კომუნიკაბელური, კეთილშობილი, სამართლიანი, დიპლომატიური.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 25 იანვარს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, ურთიერთობებში – დიპლომატიურობას. უნდა შეგეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება – ამით თქვენს კარმულ მისიას შეასრულებთ.