კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა კავშირშია პლანეტების ზეგავლენა წონის კლებასთან

  დიეტის დაცვისა და კვების რაციონში სხვადასხვა პროდუქტის ამოღების მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის წონის რეგულირება პრობლემაა. საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი, პლანეტების განლაგებას უკავშირდება. არსებობს ისეთი პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიში და სახიფათოა წონაში დაკლების მსურველებისთვის. ბევრი საკვებს არ მიირთმევს შუადღის შემდეგ. არადა, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ, რაც შეიძლება, ბევრი ივარჯიშოთ და მეტი ენერგია დახარჯოთ. საღამოს უნდა მიირთვათ ადვილად მოსანელებელი და მსუბუქი საკვები. უმჯობესია, დიეტა ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს დაიცვათ. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ მთვარის ფაზებს, იკვებოთ სწორად და ასევე, სწორად დაგეგმოთ წონის დასაკლებად შერჩეული დღეები.
  ნებისმიერმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა ჭამოს, თანაც მკაცრად განსაზღვრულ საათებში. დიეტის დაცვა კარგია ხუთშაბათს. თუ ეს გიჭირთ, შეეცადეთ, საჭმლის მიღებისგან საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი.
  ზედმეტი წონა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა გარემოში გიწევთ უმეტესი დროის გატარება მთელი დღის განმავლობაში. შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ ან მუშაობთ გეოპათოგენურ ზონაში, სამუშაო მაგიდა კედლის კუთხისკენ ზედმეტად ხომ არ არის მიმართული. თუ ასეა, მაშინ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ინტერიერი და ამით წონის პრობლემასაც ადვილად დაარეგულირებთ.
  თუ გსურთ, ადვილად და ჯანმრთელობის დაუზიანებლად დაიკლოთ წონაში, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი სისხლის ჯგუფს. სისხლის ჯგუფის მიხედვით შერჩეული დიეტა ორგანიზმს ენერგიით ავსებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და იმავდროულად, წონასაც არეგულირებს.
  პირველი ჯგუფის სისხლის მქონეებმა მიირთვით საქონლის, ცხვრის ხორცი და ღვიძლი, ნაკლებად – ღორის ხორცი. ასევე, აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. უკეთესი იქნება, თუ რაციონში მეტ ხილსა და ბოსტნეულს შეიტანთ. ძალიან სასარგებლოა ანანასი. მიიღეთ მხოლოდ ჭვავის პური და ისიც შეზღუდული რაოდენობით. სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ან მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის ან პიტნის. ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები. არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. უნდა მოერიდოთ კომბოსტოს. გამონაკლისია ბროკოლი. კარგი იქნება, თუ სპორტის აქტიური სახეობებით დაკავდებით, რათა ფიზიკური ფორმაც შეინარჩუნოთ და წონაც. ამ რეკომენდაციით ნივთიერებათა ცვლის დონესაც აამაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.
  მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა ეცადეთ, სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ ვეგეტარიანულ კვებაზე. გამოიყენეთ სოიის პროდუქტები – სოიის რძე, სოიის ხაჭო. შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული, ხორბლის გარდა. აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტისა და ალუბლის წვენები. თევზის სახეობებიდან არ არის რეკომენდებული კამბალა, ქაშაყი, ასევე, ზღვის პროდუქტები. შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი, წითელი ღვინო, ზეთისხილი. კარგია B, C, E ვიტამინები, ასევე, კალციუმი, რკინა, სელენი. რეკომენდებულია მშვიდი ვარჯიშები, მაგალითად, იოგა. ვეგეტარიანობის პლუსი ის იქნება, რომ აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, ასევე, ენერგია და შრომისუნარიანობა.
  მესამე ჯგუფის სისხლის მქონეებმა უნდა მიირთვათ ხბოს ხორცი, თევზი, რძემჟავა პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული. ნაკლებად რეკომენდებულია სიმინდი, პომიდორი, ზეთისხილი, ქოქოსი, გოგრა. სასურველია მწვანე და ნებისმიერი ბალახეული ჩაის მიღება. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ვიტამინები და მაგნიუმი. ფიზიკური ვარჯიშები, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკურ და ფსიქიკურ ბალანსს. ასეთ ვარჯიშში შედის: სეირნობა და ველოსიპედით სიარული, ჩოგბურთი, ცურვა, იოგა. თუ გსურთ, გქონდეთ ჯანსაღი ორგანიზმი და ოპტიმალური წონაც შეინარჩუნოთ, რაციონიდან ამოიღეთ: სიმინდი, ოსპი, არაქისი, წიწიბურა, ხორბალი, პომიდორი და ღორის ხორცი. ივარჯიშეთ, შეზღუდეთ ცხიმების მიღება და დიდხანს და ჯანსაღად იცხოვრებთ.
  მეოთხე ჯგუფის სისხლის ადამიანებისთვის კარგია ცხვრის, კურდღლისა და ინდაურის ხორცი. სასურველია რძემჟავა პროდუქტები და უცხიმო ყველი. მიირთვით ნებისმიერი ბურღული, წიწიბურისა და სიმინდის გარდა. კარგია ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ წიწაკა და შავი ზეთისხილი. უნდა შეიზღუდოს ხორცი, რადგან, დაბალი მჟავიანობის გამო მას ცუდად მოინელებთ, რაც ცხიმების დაგროვებას გამოიწვევს.
სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის პირველ შედეგებს ერთი ან ორი თვის შემდეგ დაინახავთ. დაიხსომეთ, თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით, ვერ დაიკლებთ. ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია. დიეტის შედეგიანობა ისაა, რომ ზოგიერთი პროდუქტის შეზღუდვით სტაბილურად შეინარჩუნებთ წონას. თუ ფიზიკურ დატვირთვას ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუმატებთ და გაითვალისწინებთ მთვარის ფაზებს, წონის დაკლების პროცესიც დაიწყება.
скачать dle 11.3