კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ გადაიფიქრა სტალინმა „გამარჯვების ტექსტის“ წაკითხვა 1945 წლის 9 მაისს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო და ემოციების მოთოკვა ყველა შემთხვევაში შეეძლო, მასაც ჰქონია ისეთი მომენტები, როდესაც საკუთარი გრძნობები ვერ დაუოკებია... პროფესორი საველი ანდრეევი წერს: „სტალინს რომ რკინისებური ნებისყოფა ჰქონდა და საკუთარი თავის ხელში აყვანა ნებისმიერ მომენტში შეეძლო, ამის შესახებ არაერთი ისტორია არსებობს. მარტო ის რად ღირს, როდესაც ერთ-ერთი თათბირის დროს პოსკრებიშევმა სტალინს ვაჟის, იაკობის დაღუპვის ამბავი შეატყობინა, ბელადმა ღირსეულად მიიღო ეს ტრაგიკული ინფორმაცია, საკუთარი თავი ხელში აიყვანა და თათბირი არ შეუწყვეტია. თუმცა, როდესაც სტალინს გამარჯვების სალუტების თაობაზე საკუთარი განკარგულება უნდა წაეკითხა, ბელადი ისე აღელდა, რომ ეს ვერ შეძლო და ეს საქმე იური ლევიტანს გადაულოცა... ცნობილი დიქტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იური ლევიტანი იხსენებდა: „წინასწარ იყო გამოცხადებული, რომ 9 მაისს, ზუსტად საღამოს 21 საათსა და 50 წუთზე, უმაღლესი მთავარსარდალი იოსებ სტალინი პირდაპირ ეთერში თავისსავე განკარგულებას წაიკითხავდა (ტექსტი თავადვე შეადგინა), რომელსაც ოფიციალურად ეწოდებოდა: „უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებულება წითელი არმიის ჯარებსა და სამხედრო საზღვაო ფლოტს“, ანუ ფაშიზმის დამარცხებისა და საზეიმო სალუტის შესახებ... მთელი მოსკოვი გარეთ იყო, ასეულ ათასობით ადამიანი კი წითელ მოედანს მოაწყდა. კრემლი, ფაქტობრივად, ალყაში იმყოფებოდა. ყველას უნდოდა, საკუთარი თვალით ენახა საზეიმო, გამარჯვების სალუტი და საკუთარი ყურით მოესმინა სტალინის „გამარჯვების სიტყვა“... ჩვენი რადიოსტუდია იქვე, „გუმის“ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი) გვერდით მდებარეობდა. წითელ მოედანს ხელისგულივით ვხედავდით, იქ ნემსის ჩასავარდნი ადგილიც კი არ მოიძებნებოდა. იქაურობა დღესავით იყო გაჩახჩახებული პროჟექტორებით, ყველა ცასა და უზარმაზარ რეპროდუქტორებს მისჩერებოდა. რვას ათი წუთი აკლდა, როდესაც კრემლიდან პოსკრებიშევმა (სტალინის მდივანი) დარეკა და მითხრა, სასწრაფოდ მოდი, სტალინი გიბარებსო. სტუდიიდან კრემლამდე მისვლას მხოლოდ წითელი მოედნის გადაკვეთა სჭირდებოდა, მაგრამ ამ ზღვა ხალხში გავლა შეუძლებელი იყო. მე მაინც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ხალხმა არ გამატარა. მიყვიროდნენ: ადგილზე დაეტიე და ისე უსმინე სტალინს და უყურე სალუტსო. სტალინის განკარგულებით, ჩემი გარეგნობა გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ხმით მცნობდნენ. არც კი მიცდია, ხალხისთვის მეთქვა, ლევიტანი ვარ და გამატარეთ-მეთქი. ამის გაკეთების უფლება არც მქონდა. ასეთ ღრიანცელში ვერც ჩემი ხმით დავამტკიცებდი ჩემს ვინაობას. ერთი სიტყვით, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და სტუდიაში დავბრუნდი. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. კიბეებზე ყურებჩამოყრილი ავდიოდი. მეორე სართულზე ცნობილი მსახიობი და მომღერალი ლეონიდ უტიოსოვი შემეფეთა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. ის ჩაწერიდან ბრუნდებოდა და ასეთ დღეში რომ დამინახა, მკითხა, რა გჭირსო. უცებ თავში გამიელვა, რომ უტიოსოვი დამეხმარებოდა და ვუთხარი:
– ლეონიდ ოსიპოვიჩ, სტალინთან ვარ დაბარებული, კრემლში და იქამდე უნდა მიმიყვანო-მეთქი.
სიტყვის ამოღების საშუალება არ მივეცი. პატარა ბავშვივით ჩავკიდე ხელი და კიბეებზე ჩავირბინეთ. გარეთ რომ გავედით და ზღვა ხალხი დავინახეთ, უტიოსოვი უკვე ყველაფრის აზრზე იყო, გამაჩერა და ხალხს მიმართა:
– მეგობრებო, იქნებ მე და ჩემი მეგობარი როგორმე კრემლამდე მიგვიყვანოთო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხალხმა მე და უტიოსოვი ხელებით „გვამოგზაურა“ წითელ მოედანზე. „საჰაერო გზა“ ძალიან მალე დავძლიეთ და სპასკის კართან აღმოვჩნდით. უტიოსოვი იქ შეჩერდა, მე მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის, საშვი ავიღე და კომენდანტთან ერთად, სტალინის კაბინეტისკენ გავქანდი. უკვე ცხრის ოცი წუთი იყო და ბრძანების გამოცხადებამდე ნახევარი საათი რჩებოდა. არ ვიცოდი, რისთვის მიბარებდნენ და არც მარჩიეოლობას შევუდექი. სტალინთან რომ შევედით, მან გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და მითხრა:
– ამხანაგო ლევიტანო, თავის მოთოკვა თუ შეგიძლიათ? მე მღელვარების დაძლევას ვგულისხმობ.
სტალინის სიტყვების ჭეშმარიტი არსი რაში მდგომარეობდა, არ ვიცოდი, მაგრამ ვუპასუხე:
– დიახ, ამხანაგო სტალინ!
– აი, მე კი ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას, – მითხრა სტალინმა და დაამატა, – ჩემი ბრძანება მე უნდა წამეკითხა, მაგრამ ძალიან ვღელავ და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. შეძლებთ?
– დიახ, – დაუფიქრებლად მივუგე მე.
სტალინმა დალუქული კონვერტი გადმომცა და მითხრა:
– აი, ტექსტი. სტუდიაში გახსენით და ისე წაიკითხეთ, რომ მოსმენისას მტრებს სისხლი გაეყინოთ ძარღვებში, მოყვრებს კი სიამაყის ცრემლები წამოუვიდეთო.
ათის ნახევარი იყო. წაკითხვამდე 20 წუთი რჩებოდა. სტალინს მოვუყევი, რომ უტიოსოვის გარეშე წითელ მოედანს ვერ გადავლახავდი, თანაც, ცდაც სარისკო იყო და ვთხოვე:
– ამხანაგო სტალინ, რადიოსტუდია ხომ აქაცაა და აქედან წავიკითხავ-მეთქი.
სტალინი დამეთანხმა და მის პირად სტუდიაში შემიშვეს. თავად ბელადი კი იქვე იდგა და ყურადღებით მისმენდა...“
სტალინს ნამდვილად შეეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და გამარჯვების ტექსტის წაკითხვა, მაგრამ ლევიტანი იმიტომ ამჯობინა, რომ მისი (ლევიტანის) მძლავრი ხმა მტერს მართლაც გაუყინავდა ძარღვებში სისხლს, მოყვრებს კი სიამაყით ააცრემლებდა.“

скачать dle 11.3