კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა სირთულეები ახლავს კლიმაქსს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას მენოპაუზა ეწოდება. მენოპაუზის წინამორბედი ჰორმონული ძვრები შესაძლოა, გამოვლინდეს დაღლილობით, უძილობით, თავის ტკივილით, მომატებული გაღიზიანებადობით, გულმკერდის ღრუსა და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებით. გაძლიერებული ოფლიანობა, ალები სახეზე ან კისრის მიდამოში (დღეში 20-25-ჯერ), ხშირი თავბრუ, თავის ტკივილი, უძილობა, წნევის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანება, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია, ტირილი, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა სასქესო ორგანოდან, კანი ხდება გამომშრალი, ჩნდება ნაოჭები, იწყება თმის ცვენა, შარდის შეუკავებლობა, ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოს წვის შეგრძნება – კლიმაქსის ნიშნებია. ამ დროს ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელიც აძლიერებს მოტეხილობების რისკს. ასევე ხშირია სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და მასთან დაკავშირებული გართულებები (გულის იშემიური დაავადებები, ტვინის იშემია და ასე შემდეგ).
  ჰორმონული სტატუსის ცვლილებას ზოგჯერ თან ახლავს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება. კლიმაქსის პერიოდში ქალები უმეტესად სიცარიელეს, გამოფიტვას გრძნობენ, თითქოს, მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთი მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებს და ყოველივე ამას ძალზე მწვავედ აღიქვამს. ასეთ დროს ფიქრობენ, რომ ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, ამას კი მოჰყვება დათრგუნულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია. კლიმაქსური პერიოდის კრიზისებს, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად კლიმაქსურ დეპრესიას უწოდებენ. კლიმაქსის პერიოდში შესაძლოა, მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი. მედიკოსები ამ დეპრესიას ენდოგენურს უწოდებენ. თუმცა შინაგანი დათრგუნულობის მიზეზი ამ პერიოდში სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს:
* ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნა;
* შრომისუნარიანობის დაქვეითება;
* საკუთარი თავისადმი რწმენის შერყევა;
* ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება;
* ახლობელ ადამიანთან განშორების შეგრძნება;
* სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება-დაკარგვა;
* უბრალოდ, სიბერის განცდა.
  კლიმაქსური პერიოდის დეპრესიის მთავარი ნიშნებია დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედიერების შეუგრძნებლობა), სურვილების გაქრობა, ტირილი და სხვა. ამ კრიტიკულ პერიოდში სამკურნალოდ დანიშნულ ჰორმონებს ქალი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს სედაციურ და ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად. აღნიშნული საშუალებები, წესისამებრ, საუკეთესოდ ავსებენ ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, დათრგუნულობის აღმოსაფხვრელად ხშირად მხოლოდ ჰორმონებიც საკმარისია. ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის საკითხს ყოველთვის ექიმი წყვეტს, მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობა უძილობას იწვევს ან აძლიერებს მას. ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი, ღრმა ძილის ფაზები შედარებით იშვიათია ან საერთოდ ამოვარდნილია. ისიც აღსანიშნავია, რომ ღამღამობით ალები და მომატებული ოფლიანობა ისედაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობაზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები კარგად მოქმედებს, მაგრამ დროებითია, ვინაიდან უძილობის მთავარ მიზეზს – ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას – ვერ აღმოფხვრის, ამიტომ ძილის დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობისა, უმჯობესია, ქალმა მიმართოს ექიმს.
скачать dle 11.3