კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მაინტერესებს, როგორ გავარკვიო, მართლმადიდებლურია თუ არა ესა თუ ის ხატი და რომელი წმიდანების ხატები უნდა გვქონდეს სახლში?
პასუხი: ხატები უძველესი დროიდან ხატმწერთა მიერ იქმნებოდა. მათგან ბევრი ბერი იყო. სანამ ხატს შექმნიდა, ხატმწერი ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომ იყო, რომ უძველეს ხატებს სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდათ. მოგეხსენებათ, დღეს ხატებზე დიდი მოთხოვნაა და ასევე, იმის გამო, რომ მხატვრის მიერ შექმნილი ხატი ძვირია, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებები. უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით არის ხატი შესრულებული, მას კრძალვითა და მოწიწებით უნდა მოვეპყრათ. სჯობს, ხატები ტაძრებსა და მონასტრებში შეიძინოთ, რათა არ შეგეშალოთ და არამართლმადიდებლური ხატის მფლობელი არ გახდეთ. ასევე, აუცილებელია ხატის კურთხევა. თუ თქვენ მიერ შეძენილი ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით ეჭვს იწვევს, დაეკითხეთ მღვდელმსახურს. რაც შეეხება სახლში ხატების არსებობას, მორწმუნეებს, როგორც წესი, სახლში აქვთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, თავიანთი მოსახელე წმიდანების ხატები. შეზღუდული ნამდვილად არ ხართ და შეგიძლიათ, იქონიოთ თქვენთვის სასურველი წმიდანების ხატები რა რაოდენობითაც გსურთ, მთავარია, ხატი არ იყოს უფუნქციო. მათზე უნდა ილოცოთ და თაყვანი სცეთ. თუ ხატის გამოსახულება დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა ან წაიშალა, ის უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილზე დაიფლას.
კითხვა: რამდენიმე თვის წინ გავთხოვდი. მალევე დაიწყო აღდგომისწინა მარხვა. მარხვის დაცვა მინდოდა, რადგან ყოველთვის ყველა მარხვას ვიცავ, მაგრამ ჩემი ახალი ოჯახის წევრები შემეწინააღმდეგენ, შენთვის მარხვა არ შეიძლებაო. ჩემს მარხვას უკმაყოფილება და გაუგებრობა რომ არ გამოეწვია, აღარ ვიმარხულე, მაგრამ ძალიან ვნანობ. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მორწმუნე?
პასუხი: დაიცვათ თუ არა მარხვა, ეს გადაწყვეტილება არც დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ და არც ოჯახთან შეთანხმებით. ამაზე მოძღვარს უნდა დაელაპარაკოთ. ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიტუაციის გათვალისწინებით, მოძღვარს შეუძლია, მარხვის შერბილებაზე მოგცეთ კურთხევა. მას ნებისმიერი პრობლემის დროს დაელაპარაკეთ. მოძღვრის ლოცვა-კურთხევა თქვენი ოჯახის მომავალს კეთილად წარმართავს.
კითხვა: წარსულში ჩავიდინე მძიმე ცოდვა, რომელიც მოძღვართან მოვინანიე. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მაწუხებს. როგორ გავთავისუფლდე მისგან?
პასუხი: თუ აღსარება გულწრფელად თქვით და თქვენი სინანული გულიდან მომდინარეობდა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ უფალი გულმოწყალეა და მოგიტევებთ. თქვენი ეს მდგომარეობა ურწმუნო ადამიანის განცდებს ჰგავს, რომელსაც არ სჯერა უფლის მოწყალების, უიმედოა და სასოწარკვეთილებაში ვარდება, რაც დიდი ცოდვაა. თქვენ კიდევ უფრო იმძიმებთ სულს ცოდვით. მიენდეთ უფლის გულმოწყალებას. სთხოვეთ უფალს შენდობა და ის გაგათავისუფლებთ ამ მდგომარეობიდან.
скачать dle 11.3