კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ვნებების დაძლევისა და სათნოებათა მოპოვებისათვის

  ნუ მიბაძავ სათნოებათა მოხვეჭაში იმათ მაგალითს, რომლებიც კვირის შვიდი დღის განმავლობაში სულიერ საქმეებს ანაწილებენ იმგვარად, რომ ერთი ემსახურება ერთი სათნოების მოპოვებას, მეორე სხვას და ასე შემდეგ და არ ითვალისწინებენ, სჭირდებათ თუ არა ან ერთი ან მეორე ამჟამად. ამგვარად არ გმართებს მოქმედება, არამედ შეიარაღდი უპირატესად იმ ვნების საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო მეტად გაბეზრებს თავს, არა ერთხელ გძლია და კვლავ ემზადება თავდასხმისთვის. როდესაც მის წინააღმდეგ შეიარაღდები, ეცადე, განმტკიცდე იმ სათნოებაში, რომელიც ამ ვნების საწინააღმდეგოა, მოიშველიე ყოველგვარი საქმე და ღვაწლი, რომელიც მის დასამარცხებლად გამოგადგება. რამეთუ, როდესაც წარმატებას ჰპოვებ მასში, მასთან ერთად განაცხოველებ სხვა სათნოებებსაც და შეიმოსავ მათ, ვითარცა ჯავშანს, რომელიც განაგდებს ვნებათა ისრებს.
  გული ბუნებრივად გვაქვს აღსავსე კეთილი განწყობილებებით, მაგრამ მასში შესული ვნებები მოაშთობენ მათ. ყველას ერთნაირი ვნებები არ ებრძვის. ერთს უპირატესად ერთი ვნება აქვს გამჯდარი, მეორეს კი – სხვა. ისინი განაგებენ დანარჩენ ვნებებსაც. რაც უფრო მსწრაფლ განსდევნი გაბატონებულ ვნებას, ყველა დანარჩენიც მოუძლურდება და თავისთავად განგშორდებიან. ამის შემდეგ გათავისუფლებული კეთილი განწყობილებები მათთვის დამახასიათებელ ძალას მოიკრებენ და გულის კართან იქნებიან მუდმივ მზადყოფნაში, რომ მოგემსახურონ საჭიროებისთანავე.
  სათნოებათა მოპოვებისთვის არ დანიშნო დრო, არც დღე, არც კვირა, არც თვე, არც წელიწადი, ნუ იტყვი: ვიღვაწებ, ამა და ამ დროს კი დავისვენებ, რომ დასვენებულმა კვლავ ვიღვაწო. არა, აქ დასვენება არ ეგების. განემზადე დაუცხრომელი ღვაწლის, შემართებისა და ბრძოლისათვის, ფიქრიც არ დაუშვა მათ შესუსტებაზე. მიბაძე წმიდა პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: „მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, – ვსდევ ეგრეთ, რაითა ვეწიო – კრძალულებით ვსდევ“ (I კორ. 9,26; ფლპ. 3,12-14). სათნოებათა მოპოვების გზაზე შეჩერება დასვენებისთვის ნიშნავს არა ძალების მოკრებას, არამედ მოპოვებულის განბნევასა და დაუძლურებას. ეს იგივეა, რაც უკან დაბრუნება ან კიდევ დიდი შრომით აღშენებულის დანგრევა. შეჩერებაში იგულისხმება ოცნება იმის შესახებ, რომ სათნოება სრულყოფილად მოიპოვე. ყურადღებას აღარ აქცევ ნაკლს და უყურადღებოდ დაუტევებ შემთხვევას სიკეთის აღსასრულებლად. ნუ იქნები ისეთი მიამიტი, არამედ მუდამ მღვიძარე და გულმოდგინე იყავ. თვალს ნუ დახუჭავ და ზურგს ნუ შეაქცევ მსგავს შემთხვევებს, პირიქით, თვალი ადევნე და ისწრაფე სიყვარულით მიჰხედო მათ. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებშიც გაძნელდება სიკეთის აღსრულება. წინააღმდეგობების გადალახვისთვის და სიკეთის აღსასრულებლად გამოჩენილი ძალისხმევა სათნოების ჩვევას დაამკვიდრებს და გულშიც ღრმად გაიდგამს ფესვებს. მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც იძლევიან მიზეზს, გამოავლინო უბიწოება, გიქმნის საშიშროებას აღეგზნო არაწმიდა გულისთქმებით. ნუ მიუშვებ ამ ცეცხლს შენს სხეულამდე, რათა ალმოდებული არ დაიწვა.
  შეურიგებელი მტრობა გმართებს ყოველი მიწიერი სიამისა და გრძნობისმიერი სიამოვნებისა, რომელთაც შობს თვითმაამებლობა, ხოლო ეს უკანასკნელნი ჰკვებავენ მას. ამის მერე გაგიადვილდება და უფრო იშვიათად დაგესხმის თავს არა მარტო ხორციელი, არამედ ნებისმიერი ვნება, რამეთუ ყველა მათგანს ფესვი საკუთარი თავის მაამებლობაში აქვს გადგმული, რომლის მოშთობითა და მოკვეთით კარგავენ ნიადაგს, რომელზეც აღმოცენდნენ და ჰკარგავენ ყოველგვარ ძალასა და სიმაგრეს. არ მოიხიბლო აზრით: მხოლოდ ერთ სიამოვნებას მივიღებ, ერთ სიტკბოს ვიგემებ. თუნდაც ეს არ იყოს დიდად ცოდვილი ნაბიჯი, მაგრამ როდესაც დაუშვებ მას, მოდუნების დროს თავს წამოყოფს ყველა ვნება და შეირხევიან ისე, როგორც მკვდარი ჭიაყელები წყლის მიშვებით, და არც იქნება გასაკვირი, რომ რომელიმე მათგანი ისე ძლიერ განცხოველდეს, რომ მასთან მოგიწიოს გააფთრებული ბრძოლა და საეჭვოა, ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვო.
წმიდა ნიკოლოზ მთაწმინდელი
скачать dle 11.3