კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 კორონობა და თანამგზავრები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სულის ვერსია

  თუმცა დედამიწაზე კორონობაა, მაგრამ, რაკი ატმოსფეროც დაიწმინდა, ილონ მასკის დამწკრივებული თანამგზავრების ვარსკვლავებივით ანთებული აღლუმი ნათლად იხილეს დედამიწელებმა.
  მოგეხსენებათ, საქმე ეხება სრულიად დედამიწის ინტერნეტიზაციას, რომელიც ზემოდან მოგვეწოდება, ანუ აწ უკვე ზემოდან გახდება შესაძლებელი ჩვენი თვალთვალი (რაც, ერთი შეხედვით, არაა ცუდი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდეც გვითვალთვალებდნენ, მაგრამ ამას არ შეუმცირებია ტერორიზმი პლანეტაზე, მთლად სიხარულით ჰაერში შესახტომადაც არ უნდა გვქონდეს საქმე).
  ერთი სიტყვით, დედამიწის თანამგზავრულ ქსელში გახვევა იგეგმება, ცხადია, ისეთი კეთილშობილური მიზნით, როგორიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობაა და ჩვენი თანამემამულეების ნაწილიც (არც თუ მცირე) დიდი ენთუზიაზმით მიესალმება ამ წამოწყებას (თუმცა რაღა წამოწყებას?!) და ტექნოლოგიურ ეპოქასაც თაყვანს სცემს მთელი მონდომებით.
  მეორე მხრივ, რობოტებიც აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურობაში და ისიც ფაქტია, რომ რობოტი ადამიანზე გამძლეცაა, სწრაფიც და კომფორტულიც (მისი უფლებების დაცვა არავის სჭირდება, არ მოგეწონება და დაშლი-გადააგდებ), რაც მთავარია, ვერანაირი ვირუს-ბაქტერიები ვერ მოერევა.
  გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მართალ-ფანტაზია ირევა: ჩიპიზაციით დაწყებული და დედამიწის მოსახლეობის მილიარდამდე შემცირებით დამთავრებული და იმის გათვალისწინებითაც, რომ დედამიწის მოსახლეობა ბოლო ასი წელია, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ომები მოსახლეობის ბუნებრივი ბალანსის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, არ არის გამორიცხული, რომ ხელოვნური ბალანსის შექმნაც მოჰგუმანებოდა ვინმეს. ოღონდ, ვინაიდან ჩვენთვის დაზუსტებით არაფერია ცნობილი, გზა ერთადერთია: მივაწვეთ სულის ვერსიას, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე, რაც უნდა კოსმოსში გავარდეს ტექნიკა, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სხეულია სულის სახლი.
скачать dle 11.3