კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 იაპონელები პანდემიამდე

ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ აცხადებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს ახალი კორონავირუსის გამო.
სუნი - ვინც ნამყოფია იაპონიაში, ალბათ შეუმჩნევია, რომ იაპონელებს არასოდეს აქვთ მკვეთრი სუნი, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი პარფიუმის არომატს თუ იგრძნობთ. მიზეზი ისაა, რომ იაპონელები სისუფთავის მომაბეზრებლად მოყვარული ხალხია და შხაპს დღეში სამჯერ (სულ მცირე - ორჯერ დღეში) იღებენ. ეს მათი ყოველდღიური ნორმაა. ხელებს კი ყოველი შესაძლებლობის დროს იბანენ - ესეც ნორმა და ცხოვრების განუყოფელი წესია მათთვის.
ტანსაცმელი - იაპონელები ხშირად იცვლიან ტანსაცმელს, საცვლებს კი - დღეში რამდენიმეჯერ, ესეც ნორმაა.
შეხება - იაპონიაში სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი მიუღებელია. ხელის ჩამორთმევა და უბრალო შეხებაც კი ძალიან ინტიმური მოქმედებებია და მისაღებია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. იაპონური თავდახრა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვისაა განკუთვნილი.
დისტანცია - იაპონელები ყოველთვის იცავენ დისტანციას. მაღაზიის თუ ბანკომატის რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არავინ სუნთქავს თქვენს კეფასთან და კისერთან ახლოს. თუკი არის საშუალება, ეს დისტანცია მეტრსაც კი აღემატება.
სანიტარია - არა მარტო სეზონური ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღე და მთელი წლის განმავლობაში (როგორც ყველა წინა პუნქტი) მთელ იაპონიაში ტარდება საზოგადოებრივი ადგილებისა და ტრანსპორტის სანიტარიული დამუშავება. სხვათა შორის, ბევრი რამ ხდება ავტომატურ, 24-საათიან რეჟიმში. მაგალითად, ესკალატორის მოაჯირი მიწის ქვეშ ჩასვლისას (იქ დგას სპეციალური ავტომატი) მუდმივად მუშავდება სადეზინფექციო ანტიბაქტერიული ხსნარით. თუკი სადმე ადამიანების მომეტებული ნაკადია, ასეთი ადგილები არა მხოლოდ გრაფიკის მიხედვით, არამედ გამუდმებით ირეცხება.
საპირფარეშო - მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საპირფარეშო უფასო, წარმოუდგენლად სუფთა და კარგად მოწყობილია. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს დაიბანოთ ხელები საპნით და, საერთოდ, თავიც მოიწესრიგოთ. ხშირად ბევრ საპირფარეშოში მოწყობილია სპეციალური ფართები, სადაც შეგიძლიათ, გამოიცვალოთ ტანსაცმელი.
საგანგებო ნიჟარები – თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში განთავსებულია საგანგებო ნიჟარები თხევადი საპნის ჩამოსასხმელებით.
შეფუთვა - მაღაზიებში ყოველგვარი საკვები დაფასოებული და ჰერმეტულად შეფუთულია. ჩვეულებრივი კარტოფილიც კი პოლიეთილენის შეფუთვაშია. თუმცა ყველა ბოსტნეული არ იფუთება. გარდა ამისა, ბევრს უკვირს, როცა ყიდულობენ ადგილობრივ შოკოლადს და ვერ ხსნიან, ამ დროს ის უბრალო ფოლგაში კი არა, ჰერმეტულ კაპსულაშია მოთავსებული.
პირბადე - თუ იაპონელი დაავადდა, ის ყოველთვის იკეთებს პირბადეს, რათა სხვაც არ დაასნებოვნოს. ეს არც სირცხვილია, არც დასაცინი საქციელია და არც არავინ გაიშვერს ასეთი ადამიანისკენ თითს.
უცხოეთი - იაპონელებს არ უყვართ საკუთარი ქვეყნის საზღვრების დატოვება. გარესამყარო მათ აგრესიული, ძალიან უცნაური და საშიში ჰგონიათ.
скачать dle 11.3