№18 მეფის სიტყვა კანონია...
ერთ სამეფოში ვეზირმა მეფეს მოახსენა, გადასახადების გაზრდის გამო ხალხში ბუნტის ნიშნებიაო! თვეში ერთხელ „გახეხეთო” ბრძანა მეფემ. ერთი თვის შემდეგ ვეზირს ჰკითხა როგორი შედეგები მოჰყვაო? დაწყნარდნენო – უთხრა ვეზირმა. ვიცნობ მაგათ, ეგ არ იქნება საკმარისი და დღეიდან თვეში ორჯერ „გახეხეთო!“. ასე გაამკაცრა მეფემ პერიოდულად და ბოლოს კვირაში ორჯერ „გახეხვაზე“ რომ გამოსცა ბრძანება, ხალხი აბუნტდა და მიადგა მეფეს! მეფეს შეეშინდა, იფიქრა, დადგა ჩემი აღსასრულის დღეო და მორჩილად გავიდა ხალხთან, აკანკალებული ხმით ჰკითხა, რას ითხოვთო? მეფეო „გახეხვის რიგში“ დგომამ დაგვღალა, გთხოვთ „გამხეხავები“ დაამატეთო...