№18 ანეკდოტი
გურიის ერთ სოფელში გოგო გაიპარა. არის ერთი ქოთქოთი და ვაიუშველებელი... სად გაიპარა... ვის გაეკიდა... ბოლოს გაარკვიეს – ვინცხას გაყოლია მეზობელ სოფელშიო. მოძებნეს ლოთი ლევანა, რომელსაც დედულეთი ჰქონია იქ და გაუშვეს სიტუაციის დასაზვერად... ქალი ნებით გაჰყვა? ძალით წეიყვანეს? საჩხუბრად წევიდეთ თუ სამოყვროდო?! გავიდა 1 საათი, 2, 3... ბოლოს მოისმა ადესით ატიპტიპებული ლევანას კრიმანჭული... ხალხი შორიდან დაამშვიდა – ისეა, ჩემო იმანო, საქმე, რაფერც თქვენ გაგიხარდებათ! იქვე ფერმოსულ მამას კი ამაყად აცნობა – შენი ციცა ხომ იყო „იმიზა” გადარეული, ხოდა, აი შენი სიძე თავიდან ბოლომდე „იგიაო“.