კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა სიგნალებს გვიგზავნის სხეული იმის მანიშნებლად, რომ ამქვეყნად პირველად არ მოვსულვართ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  როგორც ცნობილია, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მრწამსისა თუ ნაციონალობის მილიონობით ადამიანს დედამიწაზე მიაჩნია, რომ სულს სხვა სხეულში გადასახლება, ანუ რეინკარნაცია შეუძლია. ისინი ამტკიცებენ, რომ სული მუდმივად ხელახლა იშვება და ყოველ ჯერზე ახალი სასიცოცხლო ფორმით გვევლინება. სული თავისი კარმული გზით მოგზაურობს და მისი მიზანია, „სრულ გაბრწყინებას“ მიაღწიოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანს რამდენიმე ცხოვრება იმისთვის ეძლევა, რომ იპოვოს გზა სრულყოფილებამდე. ამ სადავო, მაგრამ საინტერესო თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი შალვა ტ.
- ყველას თავისი მოსაზრება აქვს რეინკარნაციის თაობაზე, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, სადღაც გულის კუნჭულში მაინც არ გაეკრას ეჭვს, იქნებ ადრეც ვცხოვრობდი ამქვეყნად, ანდა - მომავალშიც მოვალო. ამიტომ, შემოგთავაზებთ სიას იმ სიგნალებისა, რამაც შეიძლება მიგანიშნოთ, რომ ამ პლანეტაზე ადრეც გიცხოვრიათ, თუნდაც სადმე, ინგლისსა თუ ავსტრალიაში...
- ალბათ, სიზმრებია ერთ-ერთი მათგანი?
- დიახ, ოღონდ, როცა ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიზმარი. ამბობენ, ეს წარსულის გასაღებიაო. ამ დროს სიუჟეტი შეიძლება სხვა ისტორიულ ეპოქასა და ადგილზე ვითარდებოდეს, რაც ნიშანია იმისა, რომ ადრე ისტორიის სულ სხვა წერტილში არსებობდით. საერთოდ სიზმრად ვხედავთ იმას, რაც გვაწუხებს, მაგრამ თუ ხშირად მეორდება ერთი და იგივე, თანაც, ფერადად და სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს გინახავთ, მაგრამ მაინც ძალიან გეცნობათ, დაფიქრება გმართებთ - შეიძლება, თქვენი სული მართლაც დროში მოგზაურობს. მაგრამ, მოგონებები წარსულიდან მხოლოდ სიზმარში როდი ცოცხლდება - თუ ხშირად განიცდით დეჟავუს შეგრძნებების, ბგერის, გემოს, სუნის მხრივ, რაც გაურკვეული მიზეზით, მაგრამ აშკარად გეცნობათ, შეიძლება სწორედ ესაა მოგონება წარსული ცხოვრებიდან. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუპყრივართ მოულოდნელსა და უცნაურ შეგრძნებას, როცა ვიცით, ყველაფერი პირველად ხდება და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა: „აქ ერთხელ უკვე ვიყავი, ეს ადამიანი ვნახე, ეს სიტყვები მოსმენილი მაქვს, სინათლეც კი ასე ეცემოდა მაშინ... და ისიც ვიცი, რაც მერე მოხდა...“ - თითქოს აწმყო ხვდება წარსულს. მეცნიერულად ეს წარსული ცხოვრების პარაფსიქოლოგიაა, ანუ წარსულ ცხოვრებაშიც იგივე განგიცდიათ.
- ინტუიციაც შედის ამ სიაში?
- საერთოდ, ინტუიცია სიბრძნისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობაა. თუ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, ეს კარნახია სულის მდიდარი გამოცდილებისა და შეგიძლიათ, გამოიყენოთ. რეინკარნაციის მოწამენი ამტკიცებენ, რომ ასეთ ადამიანს საოცარი კავშირი აქვს დროსთან, როგორც წარსულსა და აწმყოში, ისე მომავალში. შეგიძლიათ, იწინასწარმეტყველოთ ესა თუ ის მოვლენა; გადაწყვიტოთ, სად და როგორ იმოქმედოთ - რითაც არცთუ იშვიათად გაგიოცებიათ თქვენი გარემოცვა. მაშ ასე, წინასწარ გამოგიცნიათ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? კარნახის გარეშე იღებთ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას? - ესე იგი, კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ, რაც ნიშნავს, რომ რამდენჯერმე გიცხოვრიათ ამქვეყნად და მდიდარი გამოცდილება შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევთ.
- ფობიებზე რას გვეტყვით?
- ყველას რაღაცის ეშიანია: წყლის, სიმაღლის, ობობისა თუ გველის, მაგრამ საიდან მოდის ეს შიშები? ბევრს სწამს, რომ ეს წარსული ავადმყოფობების შედეგია. მაგალითად, თუ გველის გეშინია, მაგრამ არ იცი, რატომ, იქნებ ამის პასუხი სწორედ ზემოაღნიშნულშია?! ხშირად შეგშინებიათ არარსებული მიზეზის გამო? პანიკურად გეშინიათ ობობის, თუმცა ზიანი არასდროს მოუყენებია? უარი გითქვამთ თვითმფრინავით მგზავრობაზე, რადგან გული ცუდს გიგრძნობდათ? შეიძლება არანორმალურად გეშინიათ წყლის, თუმცა არასდროს გქონიათ შემთხვევა, ამის მიზეზი გქონოდათ, რაც იმის მომასწავებელია, რომ წინა ცხოვრებაში დაიხრჩვით ან წყალთან გქონდათ სხვა სახის ნეგატიური შეხება. ამგვარი შფოთვა შეიძლება სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ უკვე გადაიტანეთ ტრაგედია, რასაც ახლანდელი ფობიები უკავშირდება.
- ალბათ, მისტიკაც ურევია ამ სიაში?..
- არსებობს მისტიკური ტკივილები. მაგალითად, არასდროს გიგრძნიათ ტკივილი სხეულის აბსოლუტურად ჯანმრთელ ორგანოზე, რომელიც მომენტალურად გამქრალა? - შეიძლება წარსულ ცხოვრებაში ჯარისკაცი იყავით და ბრძოლაში ფეხი დაკარგეთ, ახლა კი იმ ტრავმის გამოძახილს გრძნობთ. ანდა, მოულოდნელად იგრძენით, მონათესავე სულის არსებობა (უცნობშიც კი) და არ არის გამორიცხული, რომ ეს შემთხვევით არ ხდება... ეს ლამაზი რომანტიკული მოვლენა იმის დასტურია, რომ ამ სამყაროში ყველას თავისი ნახევარი ჰყავს. არის, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ მის სულს სხეულზე მეტი უცხოვრია. თუ ასაკთან შედარებით უფრო მეტად ხართ განვითარებული, დაბრძენებული, არ არის გამორიცხული, ზურგს წარსული ცხოვრება გიმაგრებდეთ. ესე იგი, თუ ხშირად გეუბნებიან, ასაკთან შედარებით უჩვეულოდ ბრძნულად მოქმედებო, ან თქვენზე უფროსები გეკითხებიან ჭკუას, ხომ გსმენიათ, ზეგანვითარებულ ინდიგო ბავშვებზე? - შეიძლება თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ! ბევრი კი თავს მარტოსულად იმიტომ გრძნობს, რომ ვერ ხედავს მის ადგილს არსებულ გარემოში. ხშირად გიფიქრიათ, ამ დროში რომ არ დავბადებულიყავი, სხვა ეპოქაში უკეთესად ვიგრძნობდი თავსო? - რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მარტოხელა წარსულ ცხოვრებაზე დარდობს, მაგრამ თუ ძალიან გიზიდავთ ის, შეიძლება, ბევრი რამ გაუშვით ხელიდან მაშინ. როცა ადამიანი განიცდის, თანაუგრძნობს სხვას, ის სხვაზე მეტად მგრძნობიარეა როგორც თავისი, ისე სხვისი ემოციებისადმი. რამდენჯერმე დაბადებულ სულს ბევრად უფრო ახლოს „მიაქვს გულთან“ სხვისი ტკივილი, რადგან წინა ცხოვრებათა განმავლობაში დაგროვილი ემოცია აძლევს ამის საშუალებას. დაბოლოს, რადგან რამდენჯერმე დაბადება ადამიანის სრულყოფას ემსახურება, გამომდინარე აქედან, თუ მისტიკური ისტორიები, ეზოთერიკა გიტაცებთ, დაფიქრებულხართ ცხოვრების არსზე, ეს ნიშნავს, წარსულ ცხოვრებათა შეცდომების გამოსწორებას ცდილობთ. „გამოცდილი“ სული ხომ გამოუცდელზე ნაკლებ შეცდომას უშვებს, რადგან მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, სწორად განესაზღვრა თავისი საქციელი ან გაეანალიზებინა მაინც. ასე რომ, ჩამოთვლილთაგან ორი-სამი პუნქტი მაინც თუ გენიშნათ, ესე იგი, პირველად არ ცხოვრობთ დედამიწაზე. მაგრამ, თუ ყველა ნიშანი დაემთხვა, მაშინ თამამად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ „არაერთხელ მოევლინეთ ამქვეყანას“.

скачать dle 11.3