კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ცოლთან გაშორებას არ ვნანობ, უბრალოდ, ოჯახური ურთიერთობები მენატრება


  ცოლი საკმაოდ გააზრებულ ასაკში მოვიყვანე, თუმცა, სიყვარულით არა. უბრალოდ, ჩემს მშობლებს მოსწონდათ და მაძალებდნენ: ასეთ გოგოს სად ნახავ, ექიმია, განათლებული, შეძლებული ოჯახის შვილი, ფეხზე დაგაყენებს, კარგ ოჯახს შექმნის, ნეტავ კი გამოგყვესო. თეა 37 წლის იყო, მე – 39-ის. ისეთ ასაკში ვიყავით, ის ჩემს ცოლობაზე არ იტყოდა უარს და მეც არ დავრჩებოდი შთამომავლის გარეშე. ახლა რომ ვაკვირდები, მგონი, ჩემს მშობლებს ჩემს შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდათ, თორემ, რატომ უნდა შეექმნა ჩემს ცოლს ოჯახი, რატომ უნდა დავეყენებინე ფეხზე და რატომ არ უნდა გამომყოლოდა? არც მე ვარ ცუდი ოჯახის შვილი, გაუნათლებელი და შეუხედავი. თანაც, უკვე ასაკში იყო. მოკლედ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავუჯერე ჩემს მშობლებს, მოვიყვანე ცოლი და ასე, უსიყვარულოდ შევქმენი ოჯახი. სხვათა შორის, თეა საკმაოდ კარგი გოგოა, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. არც ჩემი მშობლებისთვის უთქვამს ზედმეტი სიტყვა, ბავშვებსაც კარგად ზრდიდა და ცოლის მოვალეობასაც ზედმიწევნით ასრულებდა. ერთადერთი, რაც ჩვენს ოჯახურ იდილიას აკლდა, სიყვარული იყო და სწორედ, ამის გამო დავანგრიე ოჯახი და გავშორდი. ვეღარ გავუძელი, ფორმალურად მოსიყვარულე ქმრის იმიჯის ტარებას და ნათესავების თვალში „საუკეთესო“ ქმრის როლის თამაშს. ვისაც არ გამოუცდია, ის ვერ მიხვდება, რა რთულია მხოლოდ მოვალეობაზე აგებული ოჯახური ურთიერთობა. ეს მარტო ოჯახურს კი არა, ზოგადად ურთიერთობებსაც ეხება. მოკლედ, იმდენად ამომივიდა ყელში უსიყვარულოდ ცხოვრება, დავისვი ჩემი ცოლი და ცივილურად ავუხსენი სიტუაცია – რომ, ვერ შევიყვარე ისე, როგორც საჭიროა, რომ მხოლოდ ქმრის როლში ყოფნა მომბეზრდა და მინდა, ვიყო ბედნიერი, ვიცხოვრო სიყვარულის განცდასთან ერთად-მეთქი. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, თეა ამას მშვიდად შეხვდა-მეთქი. დაიწყო ტირილი, მოაწყო ისტერიკა: რას გამაუბედურე, რაღას შემაყვარე თავი, რას მომიყვანე ცოლად, სხვას გავყვებოდი, არ მინდა განათხოვარის სახელი მქონდეს... როგორც მომიყვანე, ისე გაუძელი ასეთ ცხოვრებას, მე აწი, ამ ასაკში გამთხოვებელი აღარ ვარ და მარტო რატომ უნდა დავრჩეო. სწორედ, მაშინ მოგვივიდა პირველი და უკანასკნელი კამათი. მე აღარაფერი მითქვამს, თავად დაფიქრდა და წავიდა ჩემგან. შვილებიც თან წაიყვანა. თუმცა, მათ ხშირად ვხედავ, სახლშიც მომყავს და მამობის ბედნიერება, პირადი ბედნიერებასავით, მადლობა ღმერთს, ვერავინ წამართვა. მართალია, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემი მშობლები ახლაც განიცდიან, მისტირიან რძალს, ყველაფერში მე მადანაშაულებენ. აზრი არ აქვს, მათ ავუხსნა, როგორ მდგომარეობაში ვიყავი იმ ქალის გვერდით. ვცადე, მაგრამ ვერ შევიყვარე. კიდევ ვამბობ, არაჩვეულებრივი გოგოა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვერ მიიღო გულმა და რა გავაკეთო? სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვნანობ, ცოლს რომ გავშორდი, უბრალოდ, მშვიდი, ოჯახური ურთიერთობები მენატრება. ახლა, ისეთ ასაკში ვარ, ცოლის მოყვანას არ ვფიქრობ, მშობლებიც მოსავლელები არიან და მათზე ვარ გადართული. არც საყვარელთან დამალულად, ჩუმ-ჩუმად, ღამ-ღამობით სიარული მინდა, ამ ასაკიდანაც გამოვედი. უბრალოდ, მინდა, გვერდით ისეთი ადამიანი მყავდეს, ვინც მეყვარება. მაგრამ ვიცი, ჩემი მშობლები თეას გარდა სხვა ქალს სახლში ვერ აიტანენ და უარესი მოხდება. კიდევ ვამბობ, არ ვნანობ ოჯახის დანგრევას, თუმცა, ვერც სიყვარულისთვის მოვიცალე, რომ ამ გადარეულ სამყაროში შინაგანად მაინც დავწყნარდე და ეს მტანჯავს.
ზურა, 46 წლის.
скачать dle 11.3