კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ძმა 1998 წლის 16 იანვარს, დილის ათის ნახევარზე დაიბადა. რა საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ მისთვის მომგებიანი იყოს?
პასუხი: პროფესიებიდან მისთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 15 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან, ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს.
კითხვა: როგორ წარიმართება 1979 წლის 8 ივნისს დაბადებული მამაკაცისა და 1984 წლის 11 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?
პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. მამაკაცისთვის უკეთესია, ურთიერთობა ვერძის, ტყუპების, მერწყულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან. ქალს კი ცოტა მეტი სირთულე ელის. ხასიათის მიხედვით, მათ შორის დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში იზიდავს მისი გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მაგრამ, იმავდროულად, ორივემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის კავშირში, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ ერთმანეთთან ურთიერთობაში სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტები ექნებათ შესაბამისად, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
скачать dle 11.3